ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსში შეიძლება ანტონიო კასანომ შეცვალოს

იტალიური პრესის მტკიცებით, ანტონიო კასანო სულ უფრო და უფრო უახლოვდება ტურინის "იუვენტუსს". ფაქტია, რომ უფრო მეტს ანტონიო გენუურ გუნდთან ერთად ვეღარ მიაღწევს და სრულიად ბუნებრივია, რომ გაცილებით ამბიციურ გუნდში სურს გადაბარგება. ყველაზე რეალური ვარიანტი კი "ბიანკონერია", სადაც თითქმის მთელი იტალიის ნაკრებია თავმოყრილი. "გაძეტა დელო სპორტი" გვამცნობს, რომ ტრანსფერის ზამთარში განხორციელების ალბათობა 30%-ია, ზაფხულში კი 70%.

"სამპას" მესვეურები წამყვანი ფეხბურთელის შუა სეზონში გასხვისებისგან ალბათ თავს შეიკავებენ, აი ზაფხულში კი მართლაც დიდია იმის შანსი, რომ კასანო ტურინში გაუშვან. პრინციპში, "იუვენტუსის" მესვეურთათვისაც ეს ვარიანტი უფრო მისაღები უნდა იყოს, რადგან სეზონის ბოლომდე შეტევის ხაზში ისედაც დიდი კონკურენციაა. ზაფხულში კი წმენდაა მოსალოდნელი, რომელიც ვეტერან ფეხბურთელებს შეიწირავს - სავარაუდოდ, გუნდის დატოვება მოუწევთ კარვალიო ამაურის და ალესანდრო დელ პიეროს. ეს უკანასკნელი შესაძლოა ამერიკაში გადაბარგდეს და იქაურ MLS-ში გააგრძელოს კარიერა. როგორც ჩანს, ანტონიო სწორედ ალესანდროს შემცვლელად მოიაზრება.

კასანოს "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ფეხბურთელის პირადმა აგენტმა, ჯუზეპე ბოცომ გააკეთა კომენტარი: "ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ კასანო "იუვენტუსში" გადავიდეს. გარკვეული ინტერესიც არის, თუმცა ეს თემა დღეს მაინც ნაკლებად აქტუალურია. ანტონიოს მიზანია, რომ "სამპდორიას" მაღალი მიზნის მიღწევაში დაეხმაროს და რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ისე, ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, კასანო ძალიან კარგად ჩაჯდებოდა "იუვენტუსის" სათამაშო სქემაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა