6 დეკემბერს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა
6 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა ილაპარაკა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალთა ჩოგბურთში სერიოზული წინსვლაა, რასაც ანა ტატიშვილის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის 51-ე საფეხურზე დამკვიდრებაც მოწმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანამ, რომელსაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 130 ათასი ლარით დაეხმარა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური თავად მოიპოვა.

ფედერაციის პრეზიდენტის უშუალო მცდელობით, საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ლიცენზია მაკა ჩახნაშვილს ერგო.

ბრიტანეთის დედაქალაქში მან წყვილებში ანასთან ერთად იასპარეზა. ითქვა ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების საერთაშორისო ფედერაციის თასზე წარმატებით გამოსვლაზეც. ცხადია, იმავეს ვერ ვიტყვით ვაჟთა ჩოგბურთზე, დიდი ჩავარდნაა დევისის თასზე.

მომხსენებელი საქართველოში ჩატარებულ ქალ-ვაჟთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირებსაც შეეხო.

მოხსენების გარშემო გამართული კამათის შემდეგ გაიმართა არჩევნები. პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდნენ ლეილა მესხი და სახელოვანი ჩოგბურთელის - ალექსანდრე მეტრეველის ვაჟი ალექსანდრე მეტრეველი-უმცროსი.

57 დელეგატიდან 33-მა ხმა მეტრეველს მისცა, 22-მა - მესხს, ორი ბიულეტენი გაბათილდა.

ალექსანდრე მეტრეველი: "დღევანდელ ქართულ ჩოგბურთში ბევრი პრობლემაა. ჩამოსაყალიბებელია სხვადასხვა ასაკში ნაკრები გუნდები, გასაძლიერებელია კლუბები, მისახედია ჩოგბურთი რეგიონებში, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. დამოუკიდებლად არაფერს გავაკეთებ, ძლიერი გუნდით მოვდივარ და ყველაფერს ერთობლივად გადავწყვეტთ".

ლეილა მესხი: "მეტრეველების ოჯახს გამარჯვებას ვულოცავ. ქართულ ჩოგბურთს 17 წელიწადი ვხელმძღვანელობდი და ამ ხნის განმავლობაში ფედერაციას საკუთარი სახსრებით ვინახავდი.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჩოგბურთში ვრჩები. თბილისში უდიდესი ბაზა მაქვს.

უწინდებურად განვაგრძობ ტურნირების ჩატარებას. მზად ვარ, დავეხმარო ახლად არჩეულ ფედერაციას, რადგან ჩოგბურთი ჩემი ცხოვრებაა. გვერდით დავუდგები ყველა იმ ადამიანს, ვინც სპორტის ამ სახეობისთვის იზრუნებს".

ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი: "არჩევნები ცივილიზებულად კონკურენტულ გარემოში გაიმართა. სასიამოვნოა, რომ ორივე მხარემ საერთო ენა გამონახა.

ეს ხელს შეუწყობს ჩვენთან ჩოგბურთში არსებული ყველა პრობლემის დროულად გადაჭრას. უპირველესად, ბაზებია მისახედი.

მესმის, ძვირადღირებული სპორტია, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ იგი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რათა ნიჭიერი ბავშვები არ დავკარგოთ. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, ამას შეძლებს".

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა