სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ექვსი ტურია გასული, სატურნირო ცხრილს კი "ლაციო" უდგას სათავეში. ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ექვსი ტურია გასული, სატურნირო ცხრილს კი "ლაციო" უდგას სათავეში. ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - "ბიანკოჩელესტე" ქულებს სტაბილურად აგროვებს და თუ ასე გააგრძელა, როგორც მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს. კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო კი გაძლიერებაზე ფიქრობს და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერრო პერიოდში შეეცდება.

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინიორ კლაუდიოს ძალიან უნდა "მანჩესტერ სიტიდან" ემანუელ ადებაიორი გადაიყვანოს. ეს უკანასკნელი ვეღარ ხვდება ინგლისური გუნდის ძირითად შემადგენლობაში და როგორც ამბობენ, წასვლაზე უჭირავს თვალი. ამასთან, ერთხელ განაცხადა კიდეც, სერია A-ში დიდი სიამოვნებით მოვსინჯავ ძალებსო. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა ლოტიტო და თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა კიდეც.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ინგლისელები არ არიან უარს, რომ ადებაიორს შეელიონ, მაგრამ აი რა პოზიციას დაიჭერს თავად ფეხბურთელი, ძნელი სათქმელია. აპენინებზე თამაში რომ უნდა, გასაგებია, მაგრამ "ლაციოს" ვარიანტი რამდენად მოხიბლავს, ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ვნახოთ, ალბათ უახლოეს დღეებში პოზიციას საჯაროდ დააფიქსირებს.

"ლაციოს" პრეზიდენტს ფეხბურთელთა შენარჩუნებაზეც მოუწევს ზრუნვა, რადგან გუნდის ასეთმა წარმატებულმა ასპარეზობამ, არაერთ მოთამაშეზე გაზარდა მოთხოვნა. ერთ-ერთ ასეთთაგანია სტეფანო მაური, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და შედეგად, ეროვნულ ნაკრებშიც მიიღო მიწვევა. მაუროს გადაბირებით "მილანი" დაინტერესდა, რომელსაც შუახაზში გადაბერებული ფეხბურთელები ჰყავს და გაძლიერებას ლამობს.

მაურის თქმით, "ლაციოში" ბედნიერია და როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე, არსად წასვლას არ აპირებს: "ვიცი, რომ "მილანის" მესვეურებს გარკვეული ინტერესი აქვთ, მაგრამ საქმე ამაზე უფრო შორს არ წასულა. პრინციპში, ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და გამიკვირდება კიდეც, ოფიციალური შეთავაზება ასე ნაადრევად რომ გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონის ჩამთავრება "ლაციოში" მსურს, რადგან ამ გუნდმა დიდ ფეხბურთში დამაბრუნა. იყო იმის შანსი, რომ ზაფხულში რომაული კლუბი დამეტოვებინა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. დღეს მხოლოდ "ბიანკოჩელესტეში" ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, რომ გუნდთან ერთად, დიდ წარმატებებს მივაღწიო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა