საქმე ბუნდესლიგაში გალიდერებას, პირველ ადგილზე აღზევებას ეხება!

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რაოდენ დიდხანს ელოდებოდნენ დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგები იმას, რისი შანსიც დღეს ვესტფალიურ კლუბს ეძლევა. ალბათ მიხვდით, რომ საქმე ბუნდესლიგაში გალიდერებას, პირველ ადგილზე აღზევებას ეხება. იმასაც მიხვდებოდით (თუკი არ იცოდით), დორტმუნდელები მერვე ტურის მატჩს დღეს, პარასკევს ატარებენ. და მერე რა, რომ ლიდერობა, შესაძლოა, დროებითი გამოდგეს - "მაინცი" ხომ ხვალ თამაშობს.

ფაქტია, რომ ამ შანსს BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ელოდა. ერთი სიტყვით, თუკი "ბორუსია" დღეს კიოლნიდან (მატჩი ჩვენი დროით 22:30-ზე იწყება) სამ ქულას წაიღებს (ეს დორტმუნდელებისთვის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იქნებოდა), 43 წლის კლოპი მწვრთნელის რანგში პირველად გალიდერდება. გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო და პროგრესულ სპეციალისტად მიჩნეულ იურგენს ბუნდესლიგის ლიდერობა აქამდე არასდროს ღირსებია - არც "ბორუსიაში" და არც მანამდე, "მაინცში".

დორტმუნდელები კი გერმანიის სატურნირო ცხრილს სათავეში ბოლოს სულაც 836 დღის წინ ედგნენ. მიუხედავად იმისა, რომ "შავ-ყვითლები" ძალიან კარგ ფორმაში არიან, კლოპი შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს და თითოეულ ფეხბურთელს აფრთხილებს, რომ "კიოლნის" დამარცხება ძალიან რთულია - მიუხედავად იმისა, რომ "თხები" ნამდვილად არ არიან კარგ დღეში ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

"კიოლნი" ახლა უმძიმესი წნეხის ქვეშაა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ სამი ქულა არ დაგვითმოს. თანაც, უნდა ვთქვა, რომ ეს გუნდი ბოლო დროს საკმაოდ კარგად თამაშობს და წესით, აქტივში უფრო მეტი ქულა უნდა ჰქონდეს. კარგ ფორმაშია ლუკას პოდოლსკიც, რაც მან გერმანიის ნაკრებშიც დაადასტურა, - აცხადებს "ბორუსიას" დამრიგებელი და იქვე დასძენს, - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "კიოლნის" გვეშინია, ან უნდა გვეშინოდეს."

ცხადია, "კიოლნი" ამბიციური გუნდია, მაგრამ სერიოზული პრობლემები აქვს. მთავარი პრობლემა ფეხბურთელების ერთნაირობაა. გუნდში თამაშობენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან მეკარე მონდრაგონი, მცველი მოჰამადი, ნახევარმცველი პეტიტი ან თავდამსხმელი პოდოლსკი, მაგრამ გუნდს ლიდერი არ ჰყავს - ყოველ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერცერთი მოთამაშე ვერ იღებს. მთავარი მწვრთნელი ზვონიმირ სოლდო ჩივის, ფეხბურთელები თვითკმაყოფილები არიანო. თუმცა "კიოლნი" საკუთარ მოედანზე ყოველთვის და ყველასათვის საშიში გუნდია.

სავარაუდო შემადგენლობები

კიოლნი (4-1-4-1): მონდრაგონი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, ერეთი - პეტიტი - კლემენსი, ლანიგი, მატუშიკი, ჟაჟალო - პოდოლსკი.

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაინცი 7 7 0 0 18-7 21

2. ბორუსია (დ) 7 6 0 1 18-5 18

3. ჰანოვერი 7 4 1 2 11-8 13

4. ლევერკუზენი 7 3 3 1 15-12 12

5. ფრაიბურგი 7 4 0 3 11-11 12

6. ჰოფენჰაიმი 7 3 2 2 13-10 11

7. ჰამბურგი 7 3 2 2 12-11 11

8. ვოლფსბურგი 7 3 1 3 12-11 10

9. ზტ. პაული 7 3 1 3 8-8 10

10. აინტრახტი 7 3 0 4 11-9 9

11. ნიურნბერგი 7 2 3 2 7-8 9

12. ბაიერნი 7 2 2 3 5-8 8

13. ვერდერი 7 2 2 3 11-16 8

14. კაიზერსლაუტ. 7 2 1 4 9-13 7

15. ბორუსია (მ) 7 1 3 3 11-20 6

16. კიოლნი 7 1 2 4 7-13 5

17. შალკე 7 1 1 5 8-14 4

18. შტუტგარტი 7 1 0 6 12-15 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა