ბერძნული მთავრობა მაიკ ბატისტს 200 ათასი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ედავება
კანონთან პრობლემები აქვს სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" ფორვარდ მაიკ ბატისტს. ეს კალათბურთელი ათენის აეროპორტში აიყვანეს, სადაც თურქული კლუბი ევროლიგის მატჩში "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა.

ბერძნული მთავრობა ბატისტს 200 ათასი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ედავება.

დავამატებთ, რომ ბატისტმა "პანათინაიკოსის" შემადგენლობაში ცხრა სეზონი გაატარა და 7 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ, უნდა გამართულიყო საზეიმო ცერემონია, რომელზეც სათანადოდ დააფასებდნენ მაიკის ღვაწლს ბერძნული გრანდის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ ბატისტი "ფენერბაჰჩეს" მეორე კალათბურთელია, რომელიც ევროლიგის მიმდინარე გათამაშებისას დააპატიმრეს.

მანამდე რომეინ სატომ ერთი ღამე გაატარა სლოვენიის ციხეში მას შემდეგ, რაც იქაურმა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ კალათბურთელი ყალბი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა