განსაკუთრებულ ინტერესს "ჯუზეპე მეაცაზე" დაგეგმილი ჯახი იწვევს, სადაც "ინტერი" და "ნაპოლი" შეასკდებიან ერთმანეთს
სერია A თითქმის ყველა ტურში გვთავაზობს მინიმუმ ერთ ისეთ პაექრობას, რომელსაც უნდა ჩაუჯდე და გემრიელად უყურო...

ამჯერად, განსაკუთრებულ ინტერესს "ჯუზეპე მეაცაზე" დაგეგმილი ჯახი იწვევს, სადაც "ინტერი" და "ნაპოლი" შეასკდებიან ერთმანეთს. სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ...

როგორც "კორიერე დელო სპორტში" ეწერა, ეს არის ბრძოლა "იუვენტუსის" მთავარი კონკურენტის სტატუსისთვის. თუ ნეაპოლელებმა იმარჯვეს, მილანელებს ხუთი ქულით ჩამოიტოვებენ, რაც სერიოზული ფორაა, მილანელთა წარმატების შემთხვევაში კი მეორე ადგილზე სწორედ ანდრეა სტრამაჩონის გუნდი გადაინაცვლებს.

ფრე ყველაზე მეტად "იუვენტუსს" აწყობს, რადგან შანსი მიეცემა ორი უახლოეს მდევარი კიდევ უფრო ჩამოიტოვოს. მოკლედ, "ინტერი"-"ნაპოლის" ჯახი უაღრესად პრინციპული და მნიშვნელოვანია. შევიხედოთ ორივე გუნდის ბანაკში...

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - რანოკია, სილვესტრი, ჟუან ჟესუსი - ძანეტი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო - კასანო, პალასიო - მილიტო.

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, ბრიტოსი - მესტო, ბერამი, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი - კავანი, ინსინიე.

ინტერი

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ანდრეა სტრამაჩონი 3-4-2-1 ტაქტიკას აირჩევს, რასაც მისგან ნამდვილად არ ვართ მიჩვეულნი. შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტო გაირჯება, რომელსაც უკნიდან ანტონიო კასანო და როდრიგო პალასიო დაეხმარებიან.

დიახ, "ინტერის" მესაჭე შემტევ ტაქტიკას ამზადებს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ შეხვედრაში ფრე "ნაპოლისთვის" უფრო საპატიო იქნება.

მატჩის წინ, პრესასთან კომენტარი "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გააკეთა და განაცხადა, რომ "ნაპოლისთან" მატჩი ანდრეა სტრამაჩონისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის იქნება - ბოლო პერიოდში, "ინტერის" კრიზისზე ისევ ალაპარაკდნენ და კრიტიკოსთა თუ სკეპტიკოსთა გასაჩუმებლად უშუალო კონკურენტის დამარცხება სწორედაც რომ მისწრებაა.

ეს კარგად ესმის თავად მწვრთნელსაც და სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ძლიერი მეტოქე გვყავს და თუ სამი ქულის მოპოვება გვსურს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. წაფორხილების უფლება არ გვაქვს, რადგან ამით, არა მარტო "ნაპოლის", "იუვენტუსსაც" ვახეირებთ. აუცილებლად შევუტევთ, რადგან სხვაგვარად მიზნის მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორ ითამაშებს "ნაპოლი"? - ამის შესახებ ვალტერ მაცარი გაგცემთ პასუხს".

ნაპოლი

უკან დახევას არც ნეაპოლელები აპირებენ და ეს სავარაუდო შემადგენლობიდან კარგად ჩანს.

როდესაც ედინსონ კავანია დაშავებული, ან გორან პანდევი, ვალტერ ნაცარი ხშირად 3-5-1-1 ტაქტიკას იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში, შეტევის ხარჯზე დაცვის გაძლიერებას არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, "გაძეტა დელო სპორტი" ამას ამტკიცებს და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ. ანუ, მარეკ ჰამშიკი გამთამაშებელი იქნება, შეტევის წინა ხაზზე კი ედინსონ კავანი და ლორენცო ინსინიე გაირჯებიან.

მოკლედ, პანდევის ტრავმის მიუხედავად, "ნაპოლი" ტრიოთი შეუტევს, რაც საინტერესო სანახაობის კიდევ ერთი წინაპირობაა. მოკლედ, ორივე გუნდი შემტევ ტაქტიკა-სტრატეგიას ამზადებს და წესით, სანახაობრივი მატჩი უნდა ვიხილოთ.

ამაზე ისაუბრა ვალტერ მაცარიმაც:

"წინ დიდი მატჩი გველის, რომელიც იმედია ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. ერთში ღრმად ვარ დარწმუნებული - თამაში სანახაობრივი იქნება და გულშემატკივარი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. "ინტერთან" ჯახები ყოველთვის საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდის.

ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები პრაქტიკულად შერჩეული მყავს, მაგრამ კარტების გახსნას არ ვაპირებ. იქნება თუ არა სიურპრიზები? - სიურპრიზები შობისთვის შემოვინახოთ, კვირას დიდი მატჩია და მეტოქე ღირსეულ ბრძოლაში უნდა დავჯაბნოთ".

აქაც უშუალო კონკურენტები

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "რომა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

ერთმანეთის პირისპირ აქაც უშუალო კონკურენტები წარსდგებიან, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის პრეტენდენტია. მართალია, ფლორენციელები და რომაელები აქა-იქ სკუდეტოზე ოცნებობენ, მაგრამ ეს სწორედაც რომ უფრო ოცნებებია, ვიდრე რეალობა.

გაცილებით რეალური ლიგის საგზურია და ამ გზაზე, მოახლოებული ჯახი ძალიან მნიშვნელოვანია.

"რომა" დაშავებული ერიკ ლამელას გარეშე იასპარეზებს, ფლორენციელები კი ადემ ლიაიჩს და დავიდ პისაროს მოისაკლისებენ. ამ მხრივ, ფლირენციელთა ბანაკიდან კარგი ამბებია - ლუკა ტონი სრულად გამოჯანმრთელდა და ძირითადში იქნება, სტევან იოვეტიჩი კი ალბათ თადარიგში იქნება და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში.

მოკლედ, ვინჩენცო მონტელას თავდამსხმელები დაუბრუნდნენ, რაც მისთვის დიდი შვება უნდა იყოს. მონტელა "რომას" წინააღმდეგ, ცალკე სალაპარაკო თემაა - თავად ვინჩენცომ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "რომა" ყოველთვის მის გულში იქნება.

წინ მართლაც საინტერესო მატჩი გველის, რომელიც არავითარ პროგნოზს არ ექვემდებარება - ფავორიტის დასახელება ისეთივე რთულია, როგორც რომსა და ფლორენციას შორის უფრო ლამაზი ქალაქის არჩევა.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, ტაჩტიდისი, ბრედლი - დესტროყ, ოსვალდო, ტოტი.

ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კასანი, აკვილანი, ოლივერა, ბორახ ვალერო, პასკუალი - კუადრადო, ტონი.

კონტე ბრუნდება

ტურინიდან დიდი ამბავი გვაქვს: ანტონიო კონტემ დისკვალიფიკაცია მოიხადა და "იუვენტუსის" სათადარიგო სკამზე ბრუნდება.

დიახ, "ვეკია სენიორა" "პალერმოს" სწორედ კონტეს თავკაცობით შეერკინება და ეს უდავოდ ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

კონტეს სებასტიან ჯოვინკოსა და ნიკლას ბენდტნერის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რადგან პირველი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მეორე დაშავებული. ვარაუდობენ, რომ თადასხმაში "იუვეს" მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის ტანდემი ეყოლება.

თამაში სიცილიაზეა და წესით, ლიდერს მძიმე ბრძოლა უნდა გადახდეს. ვნახოთ...

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "მილანი" თავის შეხვედრას ტურინში "ტორინოსთან" გამართავს. ეს მატჩი ლომბარდიელთათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ "გრანატასთან" ჯახი გვიჩვენებს რამდენად საფუძვლიანია მილანელთა მოძალებული ამბიციები.

თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდი ტურინში წაიბორძიკებს და კიდევ უფრო ჩამორჩება ლიდერთა ექვსეულს, დაძლეულ კრიზისზე ლაპარაკი ცარიელ სიტყვებად დარჩება.

მოკლედ, წინ საინტერესო მატჩები გველის.

იტალია. სერია A. XVI ტური

8 დეკემბერი

ატალანტა-პარმა 21.00

დისკვალიფიკაცია: სტენდარდო (ატალანტა).

ტრავმა: ტროიზი, კაპელი, მარილუნგო - გალოპა.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +9=9-6, (30-27)

რომა-ფიორენტინა 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).

ტრავმა: ტალო, ლამელა - პისარო, ლიაიჩი, კამპორეზე, აგაზი.

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +20=10-6, (61-39)

9 დეკემბერი

კალიარი-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: დესენა, ეკდალი - ანდრეოლი.

ტრავმა: პინილია - მოსკარდელი, ლუსიანო, ვაჩეკი, ფრეი, ვიოტი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +4=8-7, (23-24)

პალერმო-იუვენტუსი 18.00

დისკვალიფიკაცია: ჯოვინკო (იუვენტუსი).

ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი - ბენდტნერი, ლუსიო, პეპე.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +7=1-6, (18-22)

პესკარა-ჯენოა 18.00

დისკვალიფიკაცია: ბოკეტი (პესკარა).

ტრავმა: კოლუჩი, საველონი, ბლაზი - ფერონეტი, ხორკერა, ანსელიმო, ანტონელი, პიშიტელა, ბოვო.

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +7=1-6, (18-22)

სიენა-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: ბელმონტე, ვიტიელო, ტერცი - ბარიენტოსი, ბელუში.

ტრავმა: კამპანიოლო, ანჯელო - სპოლი, პოტენცა, რიკიუტი, ბიაჯანტი, შაკა.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +3=8-1, (17-13)

ტორინო-მილანი 18.00

დისკვალიფიკაცია: გლიკი - ბოატენგი.

ტრავმა: ბაკიჩი, სუჩუ - მონტოლივო, მუნტარი, პატო, ტრაორე, დიდაკ ვილა, ბონერა.

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +1=8-10, (10-33)

ინტერი-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: სამუელი (ინტერი).

ტრავმა: სტანკოვიჩი, ობი, კივუ, მუდინგაი - პანდევი, არონიკა, მაჯო, ჯემაილი.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +12=4-8, (31-23)

10 დეკემბერი

სამპდორია-უდინეზე 22.00

დისკვალიფიკაცია: კრსტიჩიჩი, მუსტაფი (სამპდორია).

ტრავმა: მაქსი ლოპესი, ედერი - დომიცი, მურიელი, ბენეტია.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +13=10-7, (56-45)

ბოლონია-ლაციო 00.00

დისკვალიფიკაცია: პორტანოვა, გაბიადინი (ბოლონია).

ტრავმა: ხიმენესი, აკვაფრესკა, კურჩი, ლომბარდი, ნატალი - კლოზე, ბროკი, სარატე, დიასი, როკი, მარკეტი, კონკო.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +9=3-14, (32-39)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 15 11 2 2 32-10 35

2. ნაპოლი 15 10 3 2 28-12 33

3 ინტერი 15 10 1 4 27-16 31

4. ფიორენტინა 15 8 5 2 27-14 29

5. ლაციო 15 9 2 4 23-17 29

6. რომა 15 8 2 5 33-24 26

7. მილანი 15 6 3 6 24-19 21

8. პარმა 15 5 5 5 18-20 20

9. კატანია 15 5 4 6 19-23 19

10. უდინეზე 15 4 7 4 22-24 19

11. ატალანტა 15 6 2 7 15-22 18

12. სამპდორია 15 5 3 7 19-21 17

13. კალიარი 15 4 4 7 14-24 16

14. ტორინო 15 3 7 5 15-17 15

15. კიევო 15 4 3 8 17-27 15

16. ბოლონია 15 4 2 9 17-20 14

17. პალერმო 15 3 5 7 14-22 14

18. ჯენოა 15 3 3 9 16-25 12

19. სიენა 15 4 5 6 14-17 11

20. პესკარა 15 3 2 10 10-30 11

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:

12 - ელ შაარავი (მილანი); 10 - კავანი (ნაპოლი); 9 - კლოზე (ლაციო); 8 - ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა