ევროთასების გათამაშებაში 8 და 9 დეკემბერს მორიგი, მესამე ტურის მატჩები გაიმართება
ევროთასების გათამაშებაში 8 და 9 დეკემბერს მორიგი, მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასზე" ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან სამი ლიდერობს. ესენია: "ტულუზი", "ტულონი" და "მონპელიე".

A ჯგუფში მესამე ტურის წინ დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი" უქულოდ ბოლო ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი სტუმრად ეთამაშება პარიზში "მეტრო რასინგს", რომელიც მას ოთხი ქულით უსწრებს და მესამეა.

ბასილაია ტრავმირებულია და არ ითამაშებს.

ამავე ჯგუფში ლიდერი, ინგლისური "სარასენზი" სტუმრად ეთამაშება ირლანდიურ "მანსტერს".

B ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელიც შინ ეთამაშება უშუალო კონკურენტ უელსურ "ოსფრიზს". ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

ჯგუფის კიდევ ერთი ფავორიტი, ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" შინ მიიღებს იტალიურ "ბენეტონს", რომელმაც ორი თამაშიდან ორივე წააგო.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტარტი წარუმატებლად დაიწყო და მესამე ტურის წინ D ჯგუფში მესამე ადგილზეა. კასტრელები ამჯერად სტუმრად ეთამაშებიან შოტლანდიურ "გლაზგოს", რომელმაც ორი თამაშიდან ორივე წააგო და ბოლო ადგილზეა.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორისაა.

ამავე ჯგუფში ლიდერი ირლანდიური "ალსტერი" სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "ნორსჰემპთონს" ხვდება.

E ჯგუფს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ლიდერობს. "ვულკანები" მესამე ტურში ასევე დაუმარცხებელ ირლანდიურ "ლენსტერს" შეხვდება. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, კოლელიშვილი კი დისკვალიფიცირებულია.

ამავე ჯგუფში თითო-თითო ქულა აქვთ ინგლისურ "ექსეტერს" და უელსურ "ჰლანეჰლის", რომლებიც ერთმანეთს კარდიფში დაუპირისპირდებიან.

F ჯგუფში დაუმარცხებელი გიორგი ჟღენტის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონია". მას კვალში უდგას მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე". ორივე "ქართული გუნდი" სტუმრად იასპარეზებს.

ტულონელები ინგლისურ "სეილ შარქსს" დაუპირისპირდებიან. ქუბრიაშვილი თადარიგშია, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ არიან.

"მონპელიეს" მეტოქე უელსური "კარდიფია". გორგოძე და ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, ჟღენტი ტრავმირებულია.

ჰაინეკენის თასი. III ტური

A ჯგუფი

მანსტერი-სარასენზი, მეტრო რასინგი-ედინბურგი

სატურნირო მდგომარეობა

1. სარასენზი - 9 ქულა, 2. მანსტერი - 6, 3. მეტრო რასინგი - 4, 4. ედინბუგი - 0.

B ჯგუფი

ტულუზი-ოსფრიზი, ლესტერ ტაიგერზი-ბენეტონი

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 8 ქულა, 2. ოსფრიზი - 5, 3. ლესტერ ტაიგერზი - 5, 4. ბენეტონი - 0.

C ჯგუფი

ქონოთი-ბიარიცი, ზებრე-ჰარლიქვინზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰარლიქვინზი - 9 ქულა, 2. ბიარიცი - 5, 3. ქონოთი - 4, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი

გლაზგო-კასტრი, ნორსჰემპთონი-ალსტერი

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 9 ქულა, 2. ნორსჰემპთონი- 6, 3. კასტრი - 4, 4. გლაზგო - 0.

E ჯგუფი

ჰლანეჰლი-ექსეტერი, კლერმონი-ლენსტერი

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ლენსტერი - 8, 3. ექსეტერი - 1, 4. ჰლანეჰლი - 1.

F ჯგუფი

სეილ შარქსი-ტულონი, კარდიფი-მონპელიე

სატურნირო მდგომაროება

1. ტულონი - 9 ქულა, 2. მონპელიე - 4, 3. სეილ შარქსი - 4, 4. კარდიფი - 1.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მესამე ტური თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანის" დაპირისპირებით გაიხსნა "ბორდოსთან". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად იყოჩაღა და შეჯიბრებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 20:13.

მარსანელებმა პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით 15:13 მოიგეს და შესვენების შემდეგ მასპინძლებს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამ ჯგუფის ლიდერი ინგლისური "ლონდონ აირიში" შინ ეთამაშება თანამემამულე "გლოსტერს", რომელსაც ერთი ქულით უსწრებს.

E ჯგუფში ლიდერი ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეა". პარიზელებმა ორი თამაშიდან ორივე მოიგეს და მესამეს სტუმრად, იტალიურ "პრატოსთან" გამართავენ, რომელიც ორი ქულით ბოლო ადგილზეა.

ჩვენებურის გუნდი დიდი ალბათობით მეტოქის დამარცხბას შეძლებს და პრემიალურ ქულასაც მოიპოვებს. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ამავე ჯგუფში მეორეადგილოსანი ფრანგული "გრენობლი" შინ მიიღებს ინგლისურ "ლონდონ ველშს".

ემლინ ჩელენჯ კაპი

A ჯგუფი

ბორდო-მონ დე მარსანი 13:20, ლონდონ აირიში-გლოსტერი

სატურნირო მდგომარეობა

1. ლონდონ აირიში - 10 ქულა, 2. გლოსტერი - 9, 3. მონ დე მარსანი - 5, 4. ბორდო - 1.

B ჯგუფი

ვორდსტერი-პერპინიანი, გერნიკა-როვიგო

სატურნირო მდგომაროება

1. ვორსტერი - 14 ქულა, 2. პერპინიანი - 11, 3. როვიგო - 0, 4. გერნიკა - 0.

C ჯგუფი

მოლიანო-ნიუპორტი, ბაიონი-ვოსფსი

სატურნირო მდგომაროება

1. ვოსფსი - 10 ქულა, 2. ბაიონი - 9, 3. ნიუპორტი - 1, 4. მოლიანო - 0.

D ჯგუფი

ბუქარესტი-აჟენი, ბასი-კალვიზანო

სატურნირო მდგომარეობა

1. ბასი - 10 ქულა, 2. აჟენი - 6, 3. ბუქარესტი - 5, 4. კალვიზანო - 2.

E ჯგუფი

გრენობლი-ლონდონ ველში, პრატო-სტად ფრანსე.

სატურნირო მდგომაროება

1. სტად ფრანსე - 9 ქულა, 2. გრენობლი - 6, 3. ლონდონ ველში - 4, 4. პრატო - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს