გვეშინია, არ გამართლდეს გია ნაცვლიშვილის სიტყვები, სულ მალე ძიუდოში იმაზე უარესი არეულობა დაიწყება, ვიდრე აქამდე ვიხილეთო
როგორც ვივარაუდეთ, ქართულ ძიუდოში მოვლენები ყოვლად არაპროგნოზირებადი სცენარით ვითარდება და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგებს 7 დეკემბერს მესამე მსურველიც შეემატა - ნაკრების დღევანდელი თავკაცი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე.

განაცხადების წარდგენის ვადა 7 დეკემბერს შუადღისას ამოიწურა, ცირეკიძემ კი ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანა განცხადება.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა დავით ქევხიშვილმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, პარლამენტარმა თემურ ხუბულურმაც გამოთქვეს.

ამათგან ქევხიშვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაპირისპირებულ მხარეთა საერთო კანდიდატი იყო. საყოველთაო განწყობით, მას უნდა მოერიგებინა ორივე მხარე, რითაც სიმშვიდისა და თანხმობისკენ პირველი დიდი ნაბიჯი გადაიდგმებოდა.

საქმე თითქოს აქეთკენაც მიდიოდა, თუმცა ეს სიწყნარე იმთავითვე მყიფე ჩანდა და მალევე დაირღვა კიდეც, როცა ხუბულურმა განაცხადი შეიტანა. ახლა ამ ყველაფერს მესამე კანდიდატიც დაემატა.

ბუნებრივია, არანაირად არ ვართ არც ერთი პრეტენდენტის წინააღმდეგი, მაგრამ გვერჩივნა, საერთო კანდიდატურაზე შეთანხმებულიყვნენ. ახლა კი ისე ეტყობა, ქართულ ძიუდოში სიმშვიდემდე ჯერ კიდევ შორია.

თუ ასე გაგრძელდა, გვეშინია, არ გამართლდეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის სიტყვები, სულ მალე ძიუდოში იმაზე უარესი არეულობა დაიწყება, ვიდრე აქამდე ვიხილეთო.

არადა, მოგეხსენებათ, იმ ამბებმა რამდენით დაგვწია უკან და მასზე უარესი ხომ სულ მთლად იპონზე დაგვცემს.

ცხადია, ეს დაძაბულობა საერთო მაჩვენებლებზე აისახება. ასე მაგალითად, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დარად უკვე რამდენჯერმე გადავადებული საქართველოს ჩემპიონატი კვლავ გადაიდო - 15-16 დეკემბერს გასამართი 18-19 დეკემბერს ჩატარდება სპორტკომპლექს "არენაში".

თუმცა ახლანდელ გადადებას ცოტა სხვა მიზეზი აქვს - შაბათ-კვირას "არენა" დაკავებულია და თავისუფალი დროის გამონახვა ვერ მოხერხდა, მაგრამ აქამდე სწორედ რომ აღნიშნული დაპირისპირების გამო ვერ ჩატარდა - ახალი ხელმძღვანელობა მოვა და ბარემ, იმან ჩაატაროსო, ითქვა გადადების მიზეზად.

იმედია, ახლა მაინც გაიმართება დათქმულ დროს და ახალ წელს არ იჭიდავებენ.

უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ ნაკრების მოსამზადებელი პროცესიც ფერხდება. ჩვენდა ბედად, საგაისო კალენდარმა ცოტა გადაიწია - წინა წლებში მასტერსი თუ დეკემბერ-იანვარში ტარდებოდა, გაისად მაისშია გადატანილი, ხოლო თბილისის ტურნირი ადრე თუ 30-იანვრამდე იმართებოდა, წლეულს 2-3 თებერვალსაა შეტანილი კალენდარში.

ამდენად, მოსამზადებლად დრო ჯერ კიდევაა, მაგრამ რაც ადრე დაიწყებს შეკრებას და მიზანმიმართულ მზადებას საგაისო სეზონისთვის, მით უკეთესი.

ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის პირველობის გამართვა, რადგან მან უნდა გაარკვიოს ის ბირთვი, ვისაც მწვრთნელი მომავალ სეზონში დაეყრდნობა და მათი მომზადება უნდა დაიწყოს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს კანოს ტურნირი, სადაც არ გამოვედით - სატურნირო პრაქტიკა ერთია და იქ ერთობლივი შეკრების გავლაც შეიძლებოდა. მართალია, ამ ხარვეზის გამოსწორება პარიზში და სხვა დიდ ტურნირებზეც შეიძლება, მაგრამ იაპონია, ტოკიო და კანო მაინც სხვა დონეა.

აი, ასეთი არასახარბიელო ვითარებაა ქართულ ძიუდოში, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ სპორტის ეს წარმატებული სახეობა კვლავაც რჩება დაპირისპირებულთა თამაშის ობიექტად.

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 10 დეკემბერს, 14 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მესამე კანდიდატია

თემურ ხუბულური - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი და ერთადერთი კანდიდატი დავით ქევხიშვილია

დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს

სკანდალი: დავით ხახალეიშვილი ლევან ყიფიანს ზეწოლაში ამხელს!

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?

tiko
ირაკლის ვერავინ ვერასოდეს დაეწევა პროფესიონალიაააააააა...და ყველაზე ტიტულოვანიიიიიიი ძიუდოისტი საქართველოში.
Ladimera
Yყველა სეირს ელოდება Aრავინ ინტერესდება რა Uნდატ ამ ხალხს Aხალს რას გააკეტებენ Aნ როგორია მატი Xედვა...
პლუტო
სხვებისგან განსხვავებით პირადი ინტერესებისთვის არ მოდის ეგ ბიჭი ,რო იცოდეს მთელმა საქართველომ სხვათაშორის ახლა არ გინდათ ცირეკიძე ხოოოოოოო
პლუტო
დააცადეთ ცირეკიძეს კაცმა თავისთვის შეიქმნა სპორტში კარიერა და უნდა რო ააყვავოს ძიუდო,მაგის ნახევარი გააკეთოს ვინმემ და მერე ილაპარაკონ რა
pluto
ხალხო რა გინდათ,ვინ რა გააკეთა ცირეკიძეზე მეტი ქართული ძიუდოსთვის,ამ კაცმა თავისთვის შეიქმნა კარიერა სპორტში,და აპირებს რო ააყვავოს ძიუდო და დააცადეთ რა შეჭამეთ ცოცხლად
ადამიანი
აქაც ერთამანეთს ჭამენ.. (( მიდით მიდით.. ძმობის,, სიყვარულის, საქართველოს გამთლიანების მარტო სადღეგრძელოების სვით. ტფუუ...
nina
თუკი ქევხიშვილი ნეიტრალური იყო და მშვიდობა უნდა დაემყარებინა ხუბულურის ბრალი ყოფილა და არეულობაც მისი ბრალი იქნება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა