ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს შვიდი ტურის შემდეგ "მაინცი" ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს და ცხადია, კარნავალელები ყველანაირად ყურადღების ცენტრში არიან

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს შვიდი ტურის შემდეგ "მაინცი" ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს და ცხადია, კარნავალელები ყველანაირად ყურადღების ცენტრში არიან. გერმანელმა ჟურნალისტებმა თომას ტუხელის გუნდს "ბოიბენდი" შეარქვეს და ხშირად იმეორებენ ხოლმე, რომ "მაინცი" ახალგაზრდა, ამომავალი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან გერმანიის ჩემპიონატის დღევანდელი ლიდერის მთავარი გმირები ძალიან ახალგაზრდები არიან: ლუის ჰოლტბი 20 წლისაა, ანდრე შიურლე 19-ის, ხოლო ადამ შალაი კი 22-ის.

მაგრამ სენსაციური ლიდერის (შვიდი მოგება შვიდ თამაშში) საშუალო ასაკი 26.7 წელი გახლავთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "მაინცი" სულაც არ არის ისეთი ახალგაზრდული გუნდი, როგორიც ბევრს ჰგონია ან იმის გამო ეჩვენება, რომ წამყვანი ფეხბურთელები ახალგაზრდები ჰყავს. თვითონ განსაჯეთ: საშუალო ასაკით, ბუნდესლიგაში "მაინცზე" ახალგაზრდული 13 (!) გუნდია.

ჰოლტბი ამბობს, რომ არა ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები, ასეთ წარმატებებს ნამდვილად ვერ მივაღწევდითო. მართალიცაა და გამოცდილებში პირველ რიგში 30 წლის ცენტრალურ მცველ ნიკოლჩე ნოვესკის და 34 წლის საყრდენ ნახევარმცველ მიროსლავ კარჰანს გულისხმობს.

ლოგიკურად დაგაინტერესებთ, რომელი გუნდია ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე "ბებრული". თუ მოთამაშეების ასაკებს გადავხედავთ და საშუალო არითმეტიკულით გუნდების საშუალო ასაკებს გამოვიყვანთ, დავინახავთ, რომ ნაღდი "საბავშვო ბაღი" დორტმუნდის "ბორუსიაშია", რომელიც ასევე ძალიან კარგად ასპარეზობს და მეორე ადგილზეა, ხოლო "პენსიონერთა პანსიონატი" კი "ჰამბურგშია". HSV-ს საშუალო ასაკი 28.4 წელი გახლავთ - ამ გუნდში ისეთი ვეტერანები თამაშობენ, როგორებიც არიან 36 წლის ზე რობერტო და 34 წლის რუუდ ვან ნისტელროი. დორტმუნდის "ბორუსიას" საშუალო ასაკი კი სულ რაღაც 23.9 წელია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ საშუალო ასაკების ცხრილს, სადაც იმ ფეხბურთელების ასაკებია გათვალისწინებული, რომლებმაც ამ სეზონში, ანუ, განვლილ შვიდ ტურში იასპარეზეს. დავიწყოთ ყველაზე ასაკოვანი გუნდებით:

კლუბი საშ. ასაკი

1. ჰამბურგი 28.4 წელი

2. ბაიერნი 27.5 წელი

3. აინტრახტი 26.9 წელი

4. ზტ. პაული 26.8 წელი

5. მაინცი 26.7 წელი

6. ვერდერი 26.6 წელი

7. ვოლფსბურგი 26.5 წელი

8. ფრაიბურგი 26.4 წელი

9. კიოლნი 26.4 წელი

10. ბორუსია (მ) 25.8 წელი

11. შალკე 25.7 წელი

12. ნიურნბერგი 25.7 წელი

13. ლევერკუზენი 25.5 წელი

14. ჰანოვერი 25.5 წელი

15. კაიზერსლაუტერნი 25.5 წელი

16. შტუტგარტი 25.1 წელი

17. ჰოფენჰაიმი 24.5 წელი

18. ბორუსია (დ) 23.9 წელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის