8 დეკემბერს გამართულ კრივის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი (1977) და ოლიმპიური თამაშების (1980) მონაწილე აირჩიეს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 8 დეკემბერს გამართულ კრივის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი (1977) და ოლიმპიური თამაშების (1980) მონაწილე - დავით კვაჭაძე აირჩიეს.

კვაჭაძეს ფედერაციის დელეგატებმა ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტობისათვის კენჭს დავით კვაჭაძესთან ერთად, ფედერაციის გენერალური მდივანი - ვლადიმერ ახალკაციც იყრიდა, რომელმაც ყრილობის დასაწყისში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

პრეზიდენტობის კანდიდატად სახელდებოდა მსოფლიო ჩემპიონი კრივში გიორგი კანდელაკიც, თუმცა კანდელაკმა საკუთარი კანდიდატურა 27 ნოემბერს მოხსნა.

ახალმა პრეზიდეტმა ვიცე-პრეზიდენტად შუქრი ბურჭულაძე დაასახელა, გენერალური მდივნის პოსტზე კი ვლადიმერ ახალკაცი დატოვა.

ყრილობაზე, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს - შალვა გოგოლაძეს მიყავდა, ხმის მიცემის უფლების მქონე 67 დელეგატი იყო მოწვეული.

ყრილობას სტუმრის სტატუსით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.

კრივის ფედერაციას 2006 წლიდან პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.

სამინისტროს პრესსამსახური

Ladimera
Aრავის ეკიტხებიან პროგრამა თU აკვს ან ღAს აპირებს ...არანაირი სასველი არ Aრის და არ Iკნება და არც Mაგის ევროპის ცემპიონობა არ გვისველის
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა