დღეს "ლელოს" სტუმარია ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი რევაზ ჩომახიძე
სადარბაზო ბარათი

რევაზ ჩომახიძე 1973 წელს დაიბადა. წყალბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო გიორგი ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. 1989-1993 წლებში თბილისის "დინამოში" გამოდიოდა. იყო "რარი ნანტესის" (იტალია, 1993-1997), მოსკოვის "დინამოს" (1997-2000), "პრო რეკოს" (იტალია, 2000-2001) ზაგრების (ხორვატეთი) "მლადოსტის" (2001-2004) წევრი, 2004-დან 2009 წლამდე ჩეხოვოს (მოსკოვის მიმდებარე) "შტურმი 2002"-ში თამაშობდა. 1997 წელს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს კეთილი ნების თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა, 2000 წლის სიდნეისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიო ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასი მოიგო. რუსეთის მრავალგზის ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონატებზე ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. 2003 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.

დღეს "ლელოს" სტუმარია ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი რევაზ ჩომახიძე.

- ცურვა ხუთი წლისამ ვისწავლე სევასტოპოლში ბებიასთან სტუმრობისას. შინ რომ დავბრუნდი, იმ წელიწადს მამა ქუთაისში გადაიყვანეს სამუშაოდ და მთელი ოჯახი რიონისპირა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. იქ დავიწყე წყალბურთში ვარჯიში გიორგი ქუთათელაძის ხელმძღვანეობით.

პროფესიონალი კი მას შემდეგ გავხდი, რაც თბილისის უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისის "დინამოში" ჩავირიცხე. საკავშირო ჩემპიონატში თამაშიც მოვასწარი, მხოლოდ ბოლო სეზონში, რადგან მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა.

სპორტული კარიერის შემდგომ განვითარებაზე ერთმა ბედნიერმა შემთხვევამ შემიწყო ხელი: - თუ არ ვცდები, 1992 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც მაშინ უნიკალური შედეგი იყო. იმ შეჯიბრებაზე საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. იტალიელებმა ფლორენციაში მიმიწვიეს.

19 წლის ვიყავი, თამაში მინდოდა, საქართველოში კი არავითარი პერსპექტივა არ იყო, ამიტომ იტალიას მივაშურე. მართალია, თავიდან უცხო გარემოსთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ თანდათან ყველაფერს მივეჩვიე და სპორტული კარიერაც აეწყო.

- რუსეთის ნაკრებში როგორ მოხვდით?

- მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში ორჯერ რუსეთის ჩემპიონობა და ერთხელ თასი მოვიპოვე, ერთხელ ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე გავიმარჯვე. მაშინ შემომთავაზეს რუსეთის ნაკრებში თამაში. რადგანაც საქართველოში ნაკრების ჩამოყალიბების შანსი არ იყო, უცხო ქვეყნის სახელით გამოსვლას დავყაბულდი.

2000-2004 წლები ჩემს კარიერაში მართლაც "ოქროს ხანა" იყო, რადგან ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი ტიტული მოვიხვეჭე, განსაკუთრებით სასიამოვნო ის იყო, რომ 2003 წელს ევროპის საუკეთესო წყალბურთელად მაღიარეს.

- უცხოეთში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ოცნებაც აიხდინეთ - 2009 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეთ...

- გარემოებამ მაიძულა საზღვარგარეთ წასვლა, თორემ არასდროს მიფიქრია, მთელი ცხოვრება უცხოეთში გამეტარებინა. შანსი მომეცა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს როგორ ვიტყოდი. 2009 წელს ლუგანოში (შვეიცარია) წყალბურთელთა ევროპის B ჩემპიონატში საქართველოს სახელით ვიასპარეზე, შემდეგაც რამდენიმე ტურნირში მივიღე მონაწილეობა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდული ნაკრებების მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. ეს მიმართულება ფედერაციაში პრიორიტეტული იყო და დღემდე ასეთად რჩება. ბოლო ორი წელი წადია, ორ-ორ ასაკში საქართველოს პირველობებს ვატარებთ, ნაკრები გუნდებიც ჩამოვაყალიბეთ. 19-წლიანთა გუნდი შარშანწინ ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზეც გავიდა.

ახალგაზრდებთან სამწლიანი ინტენსიური მუშაობით იმას მივაღწიეთ, რომ რამდენიმე წყალბურთელი ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. ახლა მთავარია, ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს, რათა 14-16-18-წლიანთა ნაკრები გუნდებიდან ღირსეული ცვლა წამოვიდეს. ფედერაციის დიდმა მცდელობამ ის შედეგი გამოიღო, რომ დღეს წყალბურთში 1200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

- მათ მოსამზადებლად სათანადო ბაზები და პირობები თუ არსებობს?

- საქართველოში ცოტა აუზი გვაქვს, თანაც ყველა მათგანი როდია დაინტერესებული, წყალბურთის ჯგუფები ჰყავდეს. ზოგან პირობებიც ქმნის პრობლემებს. წყალბურთი ვერ არის ისეთი პოპულარული, როგორც ფეხბურთი, ჭიდაობა ან ძიუდო. ამას ისიც ემატება, რომ აბონემენტები ძვირია - ყველას როდი აქვს 30-60 ლარის გადახდის საშუალება.

ამის მიუხედავად, ბათუმისა და ქუთაისის მცირე აუზები მსურველებს ვერ იტევს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საჩხერის აუზში დღეს 120-მდე ნორჩი წყალბურთელი ვარჯიშობს, საქართველოს პირველობაშიც იასპარეზეს. რუსთავის გაპარტახებული აუზი კაპიტალურად გარემონტდა და ჩადგა მწყობრში, სადაც წყალბურთის სკოლამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო. ასე რომ, გაისად საქართველოს პირველობეზზე სამ ასაკში 8-10 გუნდის გამოყვანა შეიძლება. თუმცა ეს არ არის ზღვარი.

- თქვენ საჩხერის აუზი ახსენეთ. გვსმენია, რომ იქ რაღაც პრობლემები იყო...

- ეს 25-მეტრიანი აუზი "ქართუ ფონდმა" გახსნა, რომელიც მერე მთლიანად მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. აბონემენტებიც ძვირი იყო. ალბათ, იცით, რომ "ლაგუნა ვერეზე" "ქართუ ფონდის" დაფინანსებით საწყლოსნო კლუბი "ივერია" დაფუძნდა, რომელიც წარმატებული პროექტი გამოდგა. სწორედ, აქაური გამოცდილება გამოვიყენეთ საჩხერეში, სადაც დღეს, როგორც გითხარით, 120 ბავშვი ვარჯიშობს წყალბურთში, გაისად საქართველოს პირველობაზე ორი გუნდის გამოყვანას აპირებენ.

- შეიძლება ითქვას, რომ ქართულ წყალბურთს მომავალი აქვს?

- აუცილებლად. საიმისოდ, რომ სპორტის ესა თუ ის სახეობა წარმატებული იყოს, აუცილებელია ქვეყანაში მას ტრადიცია ჰქონდეს. ამ მხრივ, მართლაც მდიდრები ვართ. მშობლების დაინტერესებასაც ვგრძნობთ. საქართველოში თითქმის 20 წლის განმავლობაში წყალბურთისათვის უმნიშვნელო თანხა იხარჯებოდა, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის დონეზე შენარჩუნდა იგი კეთილი ადამიანების თავდადებით. ამჟამად უკვე 1200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

ეროვნული ნაკრები ევროპაში რეიტინგით მეთოთხმეტე-მეთვრამეტე ადგილებს ინაწილებს. ასე რომ ბოლო სამწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. თუ მომავალშიც გაგრძელდება წარმატებული მუშაობა, გამარჯვებები აუცილებლად მოვა.

- თქვენ ტრადიცია და ხელშეწყობა ახსენეთ. ეს უკანასკნელი, ალბათ, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის არჩევასაც უკავშირდება. ყრილობაზე თქვენც იყრიდით კენჭს.

- ჩემი ხელშეკრულება ამ თვის ბოლოს მთავრდება, მაგრამ მის გაგრძელებაზე, არა მგონია, ფედერაციის ახალ მესვეურებთან გართულება მექნას, რადგან ბევრ მათგანთან დიდი ხნის მეგობრობა თუ ურთიერთობა მაკავშირებს, ზოგიერთთან ერთ გუნდში მითამაშია კიდეც. სათავეში ამჯერადაც პროფესიონალები მოვიდნენ, რომლებსაც გულით უნდა საწყლოსნო სახეობების განვითარება.

- რევაზ ჩომახიძეს არჩევნებში მარცხით განაწყენებული კაცის პოზიცია ხომ არ უჭირავს?

- აბსოლუტურად გამორიცხულია. ვის გავებუტო? იმ ადამიანებს, რომლებთანაც, როგორც გითხარით, ამდენი ხნის განმავლობაში საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. მერე რა, რომ ჩემი პროგრამა და საწყლოსნო სახეობების განვითარების ჩემეული ხედვა მქონდა. ვინც უნდა იყოს ფედერაციის ხელმძღვანელი, ყველასთან ვითანამშრომლებ.

მნიშვნელობა არა აქვს, სპორტში ვიქნები თუ არა, ქართულ წყალბურთს ყოველთვის დავეხმარები - გამოცდილების გაზიარება იქნება ეს თუ ევროპის ფედერაციისა და ტექნიკური კომიტეტის მაღალჩინოსნებთან ნაცნობობა-მეგობრობით წყალბურთის განვითარებისთვის თანადგომა. ცხადია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევენ.

- პირველად ქართული სპორტის ისტორიაში "ლიგამუსი-თბილისის" წყალბურთელთა კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი ბრძანდებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც დღემდე ყველა მატჩი წააგო. გუნდის გაძლიერების მიზნით, რამდენიმე უცხოელის დამატება ხომ არ აჯობებდა?

- თავიდანვე ვთქვი, რომ ევროტურნირებში მონაწილეობა ჩვენთვის ამ ეტაზე მხოლოდ გამოცდილების მისაღებად იყო აუცილებელი. უნდა გავიგოთ, რა ძალები გვყავს, რა გვჭირდება სამომავლოდ და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, რამდენი თანხა დავხარჯოთ ჩვენი ახალგაზრდების დასაოსტატებლად და უცხოელთა მოსაწვევად რამდენი დავხარჯოთ.

იმის თქმა მინდა, რომ გავიგოთ, ევროპულ დონეს ვუახლოვდებით თუ არა და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ცხადია, ყველაზე მარტივი იქნებოდა, 4-5 უცხოელის ამ ეტაპზე დამატება, მით უმეტეს, რომ რამდენიმე მოთამაშეს უკვე აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

შესაძლოა, სპორტული მოსაზრებით, ეს უმჯობესი ყოფილიყო, რადგან ოდნავ უკეთესი სატურნირო მდგომარეობა გვექნებოდა, თუმცა ეს ამინდს მაინც ვერ შეცვლიდა და გაუმართლებელი პოლიტიკა იქნებოდა, რადგან შიდა რესურსების შესაძლებლობებს ვერ გავიგებდით. ჩემპიონთა ლიგის ბოლოს კი ნათელი სურათი გვექნება.

წლევანდელ გათამაშებაში თავიდანვე ორი მოგება დავგეგმეთ. ჰოლანდიის "შუურმანსა" და გერმანიის "ვასპო-98"-ს შინ ვეთამაშებით და ყველაფერს გავაკეთებთ, ორივესთან სტუმრად დამარცხებისთვის რევანში ავიღოთ. შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.

- 2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. თქვენ ამ ღონისძიების გენერალური კოორდინატორი ბრძანდებით. ახალგაზრდობის ფესტივალისთვის მზადების შესახებ რას იტყვით?

- კონკრეტულად ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთან და მის ინსპექტორებთან მაქვს ურთიერთობა, მუდმივად ვცვლით ინფორმაციებს. ექვს თვეში ერთხელ ჩამოდიან ინსპექტორები და მზადების პროცესს ამოწმებენ. მათთვის მომზადებული გვაქვს სამწლიანი ეტაპობრივი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მუშაობა.

შემიძლია ვთქვა, რომ გეგმას ვუსწრებთ. იანვრიდან დაიწყება დაფინანსება და პრაქტიკული მუშაობა ბაზების რეაბილიტაციისა და ახალი კომპლექსის ასაშენებლად.

იმედია, საქართველოში პოლიტიკური კლიმატის ცვლილება ხელს არ შეგვიშლის და ოლიმპიურ ფესტივალს ისე ვუმასპინძლებთ, როგორც საქართველოს ეკადრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა