"ატლანტა" საუკეთესო შედეგის მქონე "მემფისს" ესტუმრა და დიდებულად ნათამაშები მესამე მეოთხედის წყალობით მეტოქე 93:83 დაამარცხა
ზაზა ფაჩულიას გუნდმა კვლავ იმარჯვა, თუმცა ამჯერად არა რიგით, არამედ, მრისხანე მეტოქესთან.

"ატლანტა" NBA-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე "მემფისს" ესტუმრა და დიდებულად ნათამაშები მესამე მეოთხედის წყალობით მეტოქე 93:83 დაამარცხა.

ეს გახლდათ "ჰოუქსის" მე8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 ქულა მიითვალა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელიც კვლავ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 35 წუთი გაატარა.

ამაზე მეტი, 36 წუთი, ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ, "კლიპერსის" წინააღმდეგ უთამაშია.

ფაჩულია რომ სარგებლიანი არ ყოფილიყო, მოედანზე 35 წუთით არავინ დატოვებდა. ქართველი ცენტრი კარგად ირჯებოდა დაცვასა და ფარქვეშა ბრძოლებში. ქულებს კი სხვები აგროვებდნენ და "ატლანტამ" საწადელს მიაღწია.

მემფისელებს ამ მატჩამდე 14 მოგება და 3 მარცხი - ანუ ლიგის საუკეთესო შედეგი ჰქონდათ და ასეთი ბობოქარი გუნდის საკუთრ ქალაქში, სავსე ტრიბუნების წინ დამარცხება "ატლანტამ" მოახერხა.

ფაჩულიამ 3 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმოდან კი 1 მიითვალა. ზაზას 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

სასტარტოში ითამაშა ცენტრის პოზიციაზე ზაზას კონკურენტმა ალ ჰორფორდმაც, რომელმაც 37 წუთში 19 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ატლანტელთაგან საუკეთესო კი ჯოშ სმიტი იყო 24 ქულით, 8 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა. "ატლანტა" 5 ქულით აგებდა, როცა შედეგიანობას სასწაულებრივად უმატა და მასპინძლებს 20 უპასუხო ქულა უთავაზა. ამ ელვისებური დარტყმის შემდეგ "მემფისი" მატჩის ბოლომდე გონს ვეღარ მოეგო.

5 წაგების მქონე "ატლანტასთვის" ეს მე-12 მოგება იყო. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მესამეზეა, თუმცა ლიდერ "მაიამისთან" და "ნიუ იორკთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რისი გაბათილებაც მომავალ მატჩშივე შეუძლია.

ატლანტელები მემფისიდან ფლორიდაში ჩავლენ, სადაც 10 დეკემბერს მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" დაუპირისპირდებიან.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა