ეილათში დამთავრდა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა
ეილათში (ისრაელი) დამთავრდა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ასპარეზობის ბოლო დღეს ცნობილი ქართველი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟმა ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში სამი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა: საჩხერელმა ათლეტმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 190 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.

აქ მას რუსმა მაგომედ აბუევმა (192) და სომეხმა გორ მინასიანმა (191) აჯობეს. აკვრაშიც ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა საპრიზო ადგილები: ტალახაძემ მეორე ცდაზე 222 კილოგრამი აკრა, შემდეგ კი 232 კილოგრამის დაფიქსირება ვერ შეძლო. ამიტომ აქაც ბრინჯაო ერგო.

230 კილოგრამით მეორე იყო მინასიანი, რომელსაც ორი კილოთი აბუევმა გაუსწრო. ორჭიდის შედეგებით კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. მაგომედ აბუევი (424=192+232), 2. გორ მინასიანი (421=191+230), 3. ლაშა ტალახაძე (412=190+222).

ჩვენებურმა მე-4 ადგილზე გასულ ბრიტანელს - დარიუს იოკარზადენს ორჭიდში 51 კილოთი აჯობა. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვითხრა, რომ ლაშა ტალახაძეს ტრავმის გამო მაისის შემდეგ სრული დატვირთვით არ უვარჯიშია, თორემ ეილათში შეუდარებელი იქნებოდაო.

ოცწლიანებში მედლების ხარისხითა და ოდენობით საქართველოს ნაკრებს ერთი ვერცხლითა და ორი ბრინჯაოთი მე-9 ადგილი ხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა