"არმია" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს, თბილისის "ლოკომოტივს" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" დაუპირისპირდა და 23:3 დაამარცხა
საქართველოს ჩემპიონატის შემოდგომის ეტაპის ბოლო, მე-12 ტურში სქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს, თბილისის "ლოკომოტივს" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" დაუპირისპირდა და 23:3 დაამარცხა.

მიმდინარე გათამაშებაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რკინიგზელები მოედანს ლელოს გარეშე ტოვებენ. როგორც თამაშმა გვიჩვენა, "ლოკომოტივის" კრიზისი სულაც არ არის მოჩვენებითი. გუნდმა მეტოქის შეტევებს პირველ ტაიმში გაუძლო, მეტიც, მატჩის საწყისი ორმოცი წუთი მოუგო კიდეც 3:0, თუმცა მეორე ნახევარში "არმიამ", როგორც სჩვევია, უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამითა და უკეთესი ფიზიკური მომზადების წყალობით, მაინც შეძლო რკინიგზელთა წინააღმდეგობის გატეხვა.

მატჩი საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა. გამარჯვების მოპოვების შანსი ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდა.

არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, "ლოკომოტივის" ფულბეკს ბექა წიკლაურს სამი საჯარიმო რომ არ გაეცუდებინა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარის დალაშქვრაში მას ხელი ძლიერმა ქარმა შეუშალა.

მატჩის დაწყებიდან ათი წუთის განმავლბაში რკინიგზელები უფრო აქტიურად ირჯებოდნენ, თუმცა მერე არმიელებმა თამაშის სადავეების ხელში აღება მოახერხეს და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში მეტოქის მოედნის ნახევარზე "დასახლდნენ".

მათ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა ბურთი ჯიუტად აუტში გადაჰქონდათ და დერეფნიდან აგორებული მოლის წყალობით ცდილობდნენ რკინიგზელთა ჩათვლის მოედანში შეღწევას.

ლოკომოტიველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში თავდადებით გაისარჯნენ და "არმიას" ლელოს გატანის საშუალება არ მისცეს. ქვეყნის ჩემპიონებს შეტევის ბოლო ფაზაში ბურთი ან წინ უვარდებოდათ, ან რაკში თამაშისას ჯარიმდებოდნენ. ანგარიში კი 32-ე წუთზე გაიხსნა.

რკინიგზელებმა საჯარიმოს დარტყმის პირველივე უფლება კარგად გამოიყენეს. წიკლაურმა 47 მეტრიდან კარში ზუსტად დაარტყა. თუმცა ოდნავ მოგვიანებით, ბევრად უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა - 3:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაში თითქოს გათანაბრდა. არმიელები 15 წუთის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ვეღარ ფლობდნენ და სწორედ ამ პერიოდში იყო, როცა წიკლაურმა ორი საჯარიმო გააცუდა. მერე რკინიგზელებმა გადაწყვიტეს, კარში აღარ დაერტყათ, თუმცა ხეირი ვერც ამ შემთხვევაში ნახეს.

"არმიას" თამაში კი ბევრად უფრო საინტერესო გახდა, რაც მოედანზე გამოჩნდა შეცვლაზე შესული ახალგაზრდა ცხრა ნომერი რამაზ ჯინაშვილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩემპიონის გამარჯვება მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა.

ჯინაშვილი სწრაფად და, რაც მთავარია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, დროულად ცვლიდა შეტევის მიმართულებას და ზუსტი გადაცემებით ბურთს შესანიშნავად ათამაშებდა.

ანგარიშში დაწინაურება არმიელებმა 58-ე წუთზე მოახერხეს. საჯარიმო მათ სასარგებლოდ მოედნის ცენტრთან ახლოს დაინიშნა.

ის ჯინაშვილმა სწრაფად გაათამაშა და მარცხნივ გრძელ ფრთაზე მგეზავ მამუკა ნინიძეს გაატანა. ამან რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და კიდისკენ შეტევაში გარემარბი ლევან გოგოლაშვილი ჩართო, მან კი ბურთი ფეხით მეტოქის ლელოში შეაცურა და მერე დამიწება ყველას დაასწრო.

ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ვერ გარდასახა, თუმცა ათ წუთში მანვე საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა - 8:3.

აღსანიშნავია, რომ ლელოს გატანისთანავე "არმიას" მწვრთნელებმა გუნდის პირველი ხაზი მთლიანად შეცვალეს და ბრძოლაში დასვენებული, ახალი სამეული ჩაერთო. ამან, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი ითამაშა მატჩის ბოლო ათ წუთში.

"ლოკომოტივის" მოღლილი შერკინება მეტოქეს ვეღარ უმკლავდებოდა. შედეგად, "არმიამ" კიდევ ორი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის მოპოვება შეძლო.

71-ე წუთზე არმიელებმა პირველის იდენტური მეორე ლელო მიითვალეს. საჯარიმო თითქმის იმავე ადგილზე დაინიშნა, ჯინაშვილმა ისევ სწრაფად გაათამაშა და შეტევა მარცხენა ფრთაზე განვითარდა.

ხელდახელ შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ნინიძესა და გოგოლაშვილს შუამარბი გიგა გაგოშვილი წამოეშველა და ბურთიანად ლელოში შეაღწია. კობახიძემ ესეც ვერ გარდასახა - 13:3.

თამაშის დასრულებას სამი წუთი აკლდა, როცა შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა საბა ნიკოლავამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე გაზარდა - 16:3.

ამას კი ორ წუთში კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა მოჰყვა. არმიელებმა ჯერ მარჯვენა ფრთაზე განავითარეს იერიში, მერე ჯინაშვილმა დროულად შენიშნა მოპირდაპირე, მარცხენა ფრთაზე შექმნილი რიცხობრივი უპირატესობა და შეტევის მიმართულება შეცვალა.

იქ ისევ გაგოშვილმა იყოჩაღა, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და პრემიალური ქულის მომტანი ლელო გაიტანა. ნიკოლავამ გარდასახა - 23:3.

ამ გამარჯვების შემდეგ "არმია" გალიდერდა, თუმცა დროებით, რადგან პოტენციური ლიდერის, თბილისის "ლელოს" გასვლითი მატჩი "ბათუმთან" უამინდობის გამო გადაიდო.

არმია-ლოკომოტივი 23:3

არმია (15-9) კობახიძე (ნიკოლავა 73), ტუჩაშვილი, გაგოშვილი, ბაირამაშვილი (ჩხიკვაძე 45), გოგოლაშვილი, ნინიძე, სამხარაძე (ჯინაშვილი 41). (1-8) კაკოვინი, (ზაქაშვილი 58), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 58), გურგენიძე (დონაძე 58), ბიწაძე, არჩუაშვილი (აზალაძე 73), თხილაიშვილი, კალმახელიძე, ბუჯიაშვილი.

3ლ: გოგოლაშვილი, გაგოშვილი (2). 2ს: კობახიძე, ნიკოლავა. გ: ნიკოლავა.

ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე, გოგიშვილი, ჭურღულია (ხუციშვილი 74), ქავთარაძე, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი (ელოშვილი 56), გენებაშვილი, გუნიავა, თავბერიძე (ფოფხაძე 58), ცუხიშვილი, სულაშვილი, ჩიტიძე, გეგია.

ს: წიკლაური.

სინბინი: ქავთარაძე

მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

ია მირიანაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fbusqandze
ბატონო ბესიკ , ასეტი მიკერძოებული ნუ იქნებიტ , პირდაპირ თქვენი პირადი ინტერესი იკვეტება ამ სტატიაში, რამაზ ჯინაშვილზე ამდენი ხოტბა რა საჭიროა, ჯობია არმიაში გამეფებულ კორუფციაზე და მი ს მწრტვნელზე ისაუბრეტ მილიონები რომ იშოვეს მორაგბეების ოფლიტ
Qartveli !
ბატონ ბესიკ ჯანგვაძეს მივმართავ,თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ ამ თამაშისას მოედანზე იყავით?)))) იმას,რატომ არ წერთ, 'ლოკო-ს' რამდენი მორაგბე აკლია დ რამდენი ჰყავს დისკვალიფიცირებული?)) ესეთი სუბიექტური აზრებით შორს ვერ წავა ეროვნული ჩემპიონატი !!!
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა