მარკოიშვილის გუნდმა მეტოქე 85:62 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო
მანუჩარ მარკოიშვილი ბრწყინვალე თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც აგრძელებს. ევროლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალისთვის" 23 ქულის ჩაგდების შემდეგ ქართველმა უკანახაზელმა სერია A-ს მორიგ ტურში "კანტუს" "ბიელასთან" ულიდერა.

მარკოიშვილის გუნდმა მეტოქე 85:62 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

საქართველოს ნაკრების წევრი კანტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა.

მარკოიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, მანუჩარმა 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, 1 პერსონალური მიიღო და მეტოქეები მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც მაარტენ ლუნენისა და ჯონათან ტაბუს შემდეგ გუნდში მესამე შედეგი გახლდათ.

4 წაგების მქონე "კანტუსთვის" ეს მე-7 გამარჯვება იყო, რაც სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილის ტოლფასია. ამ ტურის მატჩს ვიქტორ სანიკიძის "სიენა" 10 დეკემბერს გამართავს, რომელიც "ვანოლის" დაუპირისპირდება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა