სულ მალე "ლელოსა" და Sportall.ge-ს მკითხველს საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის გამოვლენაში
ახლაც თვალნათლივ მახსოვს 2003 წელს რუსულ საიტზე გამოქვეყნებული მცირე ინფორმაცია, რომელშიც გიორგი ცინცაძეზე ეწერა: 17 წლის ახალგაზრდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა და მოსკოვის ცსკა-მ აიყვანაო.

მაშინ საქართველოს ჩემპიონატის #1 მოთამაშის გამოსავლენად არაერთი სპეციალისტი გამოვკითხე და ძალიან გამიხარდა, რომ გიორგის საგაზეთო აღიარება კარიერაშიც წაადგა. თუმცა ისიც ცხადია, სპორტსმენს ისე არავინ აიყვანს, თუ მის შესაძლებლობებში სრულად არ არის დარწმუნებული. მით უმეტეს, როცა საქმე ცსკა-ს ეხება.

საქართველოში აღიარებულ სპორტსმენებს უცხოეთშიც სხვანაირად აფასებენ. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სწორედ გამოკითხვების შედეგად გვახსოვს, რომ ძალიან ადრე, კონკრეტულ წელს, ესა თუ ის სპორტსმენი საქართველოში საუკეთესო იყო, ანუ იმ სეზონში მან განსაკუთრებული შედეგი უჩვენა. ასე რომ, გამოკითხვები ისტორიული თვალსაზრისითაც ღირებულია.

მეტს აღარ განვაგრძობთ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: სულ მალე "ლელოსა" და საიტ Sportall.ge-ს მკითხველს საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის გამოვლენაში.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენ მიერ ორგანიზებული ზედიზედ მეორე გამოკითხვა იქნება. შარშან "ლელოს" პრიზი მორაგბე მამუკა გორგოძეს გადაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი
წლის სპორტსმენი უდავოდ ლაშაა.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა