"ჩელსის" თავდამსხმელმა "სანდერლენდთან" (3:1) პრემიერლიგის მე-16 ტურის შემდეგ გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა "სანდერლენდთან" პრემიერლიგის მე-16 ტურის შემდეგ გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

"ოდნავ სხვანაირად დავიწყეთ თამაში. არ ვცდილობთ ბურთის გაჩერებას ცენტრში, პირდაპირ წინ ვაკეთებთ გადაცემებს, სადაც მე, მოზესი ან აზარია.

ამ დროს მატასა და ოსკარის ძლიერ მხარეებს ვიყენებთ მოედნის ცენტრში. ახლა უფრო ხშირად ვუტევთ და უფრო მეტ საგოლე მომენტს ვქმნით.

საერთოდ, როცა ახალი მწვრთნელი მოდის, თამაშის გადაწყობას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ კოლექტივში არაფერი შეცვლილა და კვლავ ერთი გუნდი ვართ. განვლილ მატჩებში მიღწეული წარმატება მხოლოდ საკუთარ ძალებში რწმენას შეგვმატებს, რაც ახლა აუცილებლად გვჭირდება.

როცა ნოემბერში ცუდი შედეგები გვქონდა, არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახლა ჩვენს მწვრთნელს უნდა დავუჭიროთ მხარი. ბენიტესისთვის ეს რთული სიტუაციაა, მაგრამ როცა შედეგი გაქვს, უფრო გიადვილდება მუშაობა.

დიდი ხანი ვერ გამქონდა პრემიერლიგაში. მიხარია, რომ კვლავ გამაქვს გოლები და მით უმეტეს, გუნდმა გამარჯვება დაიწყო", - თქვა ტორესმა.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: სუპერდერბი ფერგის საყვარელი სცენარით [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა