ჩვენებურ ჩოგბურთელს ბრწყინვალე შანსი აქვს - წელს პირველადაა ტურნირის ფინალში
როგორც კი ოქსანა კალაშნიკოვა (213) 17 წლის გახდა, პროფესიულ ასპარეზზე გამოჩნდა. მანამდე ჩვენებურმა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას უწია. მოლოდინი დიდი იყო, თუმცა ტანმაღალმა ცაცია ჩოგბურთელმა, რომელსაც ძლიერი მოწოდებები გამოარჩევს, ნაწილობრივ გაამართლა იმედები - ოქსანა წყვილებში ყოჩაღობდა, მაგრამ ერთეულებში წინ ნელა მიიწევდა. ამ მხრივ 2009 წელი განსხვავებული აღმოჩნდა, ჩვენებურმა სეზონში 4 ტურნირი მოიგო ერთეულთა კატეგორიაში (ერთი 50-ათასიანი, ორი 25-ათასიანი და 10-ათასიანი). ამ წარმატებებმა მას წლევანდელი ივლისის რეიტინგში მსოფლიოს 156-ე ჩოგნობამდე დაწინაურების საშუალება მისცა. წლეულს კი ოქსანამ მოუკლო - ერთეულთა თYანრიგში ფინალში არ გასულა, წყვილებშიც კი დეკემბრის მერე ტურნირი არ მოუგია და სექტემბერის ბოლოს თბილისის ტურნირის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ (რომელიც შარშან მოგებული ჰქონდა) რეიტინგის მე-2 ასეულიდანაც გავარდა.

დღეს ჩვენებურს დაკარგულის დაბრუნების ბრწყინვალე შანსი აქვს - 2010 წელს პირველადაა ტურნირის ფინალში, ხარკოვში (25 ათასი დოლარი), დახურულ კორტებზე კალაშნიკოვა მე-8 ნომრად განთესილ რუს დარია კუჩმინას (343) ხვდება. 18 წლის რუსს კალაშნიკოვა 2008 წელს მოსკოვის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და სამ სეტში მოუგო. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად...

ახლა კი ნახევარფინალზე ვთქვათ, როგორც იქნა, ქართული დუელი ვიხილეთ - პირველ ნომრად განთესილი კალაშნიკოვა მე-4 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავას (298) წინააღმდეგ. მეოთხე ურთიერთდაპირისპირება მორჩა ისე, როგორც სამი წინამორბედი - კალაშნიკოვამ იმარჯვა. უკრაინული პრესაც კი აქტიურად განიხილავდა ქართულ დუელს. თამაშამდელ მცირე ინტერვიუში კალაშნიკოვა აცხადებდა, რომ ტურნირი ცუდად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა შევიდა ფორმაში, რომ ყოველ თამაშში უმატებს. სხვათა შორის, უკრაინული მედიაც ამავე აზრისაა. "ეს ტურნირი პირველია ზაფხულის სეზონის შემდეგ, როცა დახურულ დარბაზში ვთამაშობ. საკუთარი "თამაშის პოვნაც" ამიტომ გამიჭირდა. იმედი მაქვს, რომ შაფათავას წინააღმდეგ ოპტიმალურ ჩოგბურთს ვაჩვენებ". აი, რას ამბობდა შაფათავა: "არცთუ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიყავი ტურნირამდე და ნახევარფინალში გასვლის იმედიც არ მქონდა, მაგრამ პირველივე მატჩში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და საკუთარი ძალების ვირწმუნე. ეს კი შედეგზე აისახა, პუხოვასთან თამაშში თითქმის ყველაფერი გამომდიოდა. კალაშნიკოვას დამარცხება იოლი არ იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის და ხარკოველი პუბლიკის მხარდაჭერის იმედიც მაქვს".

კალაშნიკოვამ ნათქვამი გაამართლა, სულ უფრო უკეთ თამაშობს ხარკოვში - შაფათავას ორ სეტში, 6:3, 6:2 მოუგო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კუჩმინამ მე-5 ნომრად განთესილ უკრაინელ ანა პივენს (300) მოუგო - 6:3, 6:4. შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, დამარცხებული - 34-ს, შაფათავას კი 24 ქულა ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა