"მეთოფეები" ამჟამადაც ახლოს არიან "ნიუ იორკ რედ ბულსთან" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან
ტიერი ანრი "არსენალის" შემადგენლობაში 1999 წლის ზაფხულში "იუვენტუსიდან" გადავიდა, სადაც მან თავი ვერაფრით გამოიჩინა.

რატომ გაფერმკრთალდა მისი ნიჭი "სტადიო დელე ალპიზე", ამაზე წერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ფრანგი თავდამსხმელის გამოყენებას ტურინელები ფლანგის ნახევარმცველად უფრო ცდილობდნენ.

იტალიაში გაფლანგული ტალანტის გამოყენების გამოცდილება არსენ ვენგერს უკვე ჰქონდა. მან ხომ "ინტერში" დაკარგული დენის ბერგკამპისგან მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გამოძერწა.

ანრიც სწორედ "მეთოფეების" რიგებში იქცა იმ ფიგურად, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. 2007 წელს, "ბარსელონაში" გადასვლამდე მან 378 თამაშში 228 გოლის გარდა, 93 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც ჩრდილოლონდონელთა ფანების გულები სამუდამოდ დაიპყრო.

5-წლიანი პაუზის შემდეგ ანრი 2012 წლის იანვარში დაბრუნდა "არსენალში" თვენახევრიანი იჯარით და თავის გამოჩენა მაშინაც მოახერხა.

"მეთოფეები" ამჟამადაც ახლოს არიან "ნიუ იორკ რედ ბულსთან" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან.

MLS-ის წარმომადგენელი მზადაა, ანრი მარტის პირველ რიცხვებამდე დათმოს, ვენგერს კი იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე შეინარჩუნებს.

"დეილი მეილის" მტკიცებით, ფრანგი სუპერვარსკვლავის "დებიუტი" საყვარელ გუნდში 6 იანვარს ასოციაციის თასის მე-3 ეტაპზე "სუონსის" წინააღმდეგ შედგება.

გამოცემის მტკიცებით, ანრი ვენგერის მხოლოდ პირველი შენაძენი იქნება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ ფრანგ სპეციალისტს კლუბის მეწილეებმა 40 მილიონი ფუნტი გამოუყვეს შემადგენლობის გასაძლიერებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა