"ინტერმა" და "ნაპოლიმ" თუ არ მოუმატეს, სკუდეტოსთვის ბრძოლა ნელ-ნელა მოჩვენებით ხასიათს მიიღებს
"იუვენტუსი" უახლოეს მდევარს უკვე 4 ქულით უსწრებს, ამ ფორის ამოქაჩვას კი მინიმუმ ორი მატჩი სჭირდება. ტურინული გრანდი მაღლა დგას სხვებზე და XVI ტურმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თუ ასე გაგრძელდა, სკუდეტოსთვის ბრძოლა ნელ-ნელა მოჩვენებით ხასიათს მიიღებს და სადღაც, მეორე წრის შუაწელზე ყველაფერი ცხადი გახდება.

მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა...

კარგი სანახაობა უამრავი ხარვეზით

"ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერმა" "ნაპოლის" მინიმალური ანგარიშით მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

Video

ინტერი - ნაპოლი 2:1

მილანური გრანდი "იუვეს" უახლოესი მდევარი გახლავთ და ცხრილის გათვალისწინებით, სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე და განვლილმა პაექრობამ ეს კარგად გვიჩვენა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ შეხვედრა არათუ ფრედ, სტუმართა გამარჯვებით დასრულებულიყო.

მილანელთა შესრულებით ვერ ვიხილეთ ის თამაში, რომელიც გუნდს სკუდეტომდე მიიყვანს, თუმცა ამ მხრივ, არც ნეაპოლელებს ჰქონდათ საქმე იდეალურად, რაც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს.

რეალურად, ამ ორმა გუნდმა უნდა გაუწიოს კონკურენცია "იუვენტუსს" და თუ განვლილი მატჩით ვიმსჯელებთ, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მართალია, თვითონ მატჩი სანახაობრივი და მეტად საინტერესო გამოდგა, მაგრამ ხარვეზებს ამით არაფერი დაჰკლებია.

ინტერი

ანდრეა სტრამაჩონიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდი 4-4-2 ტაქტიკით განალაგა. შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანო და დიეგო მილიტო გაამწესა, მათ უკან კი შემდეგი ოთხეული მოქმედებდა: ხავიერ ძანეტი, ფრედი გუარინი, ალვარო პერეირა და ვალტერ გარგანო.

აღვნიშნოთ ისიც, რომ დაცვის ცენტრში ნომინალური ნახევარმცველი ესტებან კამბიასო გაისარჯა, რაც კარგი ცხოვრებით არ უნდა იყოს გამოწვეული. თუმცა, "ნაპოლისთან" შეხვედრაში პრობლემები არა იმდენად დაცვაში, რამდენადაც ნახევარდაცვაში იყო, რაც სტატისტიკაშიც ნათლად აისახა. თავად განსაჯეთ, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით, "ინტერი" მეტოქეს საშინლად ჩამორჩა: 37%-63%...

ასეთი მაჩვენებელი ევროპული ფეხბურთის გრანდს საკუთარ არენაზე ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს და თანაც მაშინ, როდესაც მეტოქე "ნაპოლია" და არა "ბარსელონა". მაგრამ, როდესაც შუახაზში გუარინის, გარგანოს და პერეირას ყაიდის ფეხბურთელები გყავს, ეს სულაც არ არის გასაკვირი.

"ინტერს" შუახაზში ბურთის დამჭერი ფეხბურთელები სჭირდება და ამ ფონზე, თუნდაც კამბიასოს დაცვაში დაწევა, უცნაური გადაწყვეტილება გახლდათ. მით უმეტეს, თავისუფლად შეიძლებოდა ძანეტის დაცვაში დაყენება და ესტებანის ჩვეულ პოზიციაზე აწევა. მართალია, კამბიასო პირლო არაა, რომ თამაში წარმართოს, მაგრამ ამ კომპონენტში რომ გარგანოს აჯობებს, ეს ფაქტია.

"ინტერს" ძალიან აკლია ექსტრა-კლასის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ლიდერის ფუნქციებს აიღებს თავის თავზე და ამ ფონზე ვესლი სნეიდერთან გართულებული ურთიერთობებიც არაა კარგი ამბავი. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში "ნერაძურის" პოტენციალს მნიშვნელოვნად ამცირებს და სრულიად ბუნებრივს ხდის იმ არასტაბილურობას, რომელიც ამ გუნდს ახასიათებს.

რა პერსპექტივა აქვს ასეთ "ინტერს"? - თუ ანდრეა სტრამაჩონიმ ვითარება რადიკალურად არ შეცვალა, "ინტერის" მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზური იქნება. მილანელებმა შეიძლება კიდევ გამოაცხონ რამდენიმემატჩიანი წაუგებელი სერია, მაგრამ "იუვენტუსთან" ჭიდილისთვის ეს საკმარისი არ იქნება. სტრამაჩონის აქვს დრო, წინ სატრანსფერო ფანჯარაა და ვნახოთ...

ნაპოლი

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" დამარცხდა, ვალტერ მაცარის გუნდმა მთლიანობაში უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტუმრებმა სულ 14-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაშინ, როდესაც მილანელები 6-ჯერ დაემუქრნენ მორგან დე სანკტისის კარს.

"ნაპოლიმ" უფრო გამოაჩინა პოტენციალი და ის რეზერვი, რომელიც სკუდეტოსთვის ბრძოლას სჭირდება, თუმცა ხარვეზები ნეაპოლელთა თამაშშიც ბევრი იყო.

მაგალითად, ნეაპოლელები ბრწყინვალედ გადადიან დაცვიდან შეტევაში და საოცრად კარგად ეხერხებათ კონტრ-იერიშებზე თამაში, მაგრამ როდესაც საქმე პოზიციურ შეტევებზე მიდგება, იქ უკვე პრობლემები იჩენს თავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაცარის შეგირდები სრულად დაეპატრონნენ ცენტრს, მაგრამ ეს ვითარება სათანადოდ ვერ გამოიყენეს. როდესაც ნეაპოლელები პოზიციურად უტევენ, ძალიან უჭირთ მეტოქის დაცვაში დისონანსის შეტანა და თავისუფალი ზონების მოძებნა. ამ საქმეში ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ფორვარდი ლორენცო ინსინიე გახლავთ, რომელიც მწვრთნელმა ხან მარცხნივ გადაისროლა და ხან მარჯვნივ, მაგრამ მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, ისე იყო მისი საქმე.

ნეაპოლელებს უკვე შექმნილი სივრცეების გამოყენება ეხერხებათ შესანიშნავად, მაგრამ თვითონ ძალიან უჭირთ ამ სივრცეების შექმნა... არადა, თუ პოზიციური შეტევა არ გამოგდის, ძნელია უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა.

მაცარი უკვე მესამე წელია, "ნაპოლის" წვრთნის და დროა, მისმა გუნდმა ამ კომპონენტში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს. სხვა შემთხვევაში, სკუდეტო სამხრეთელებისთვისაც მიუწვდომელი იქნება.

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი):

"ვალტერ მაცარი სამი წელია, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელია და არ მიკვირს, რომ მისმა გუნდმა ბევრ კომპონენტში გვაჯობა. თუმცა, მთავარი შედეგია და საბედნიეროდ, სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ.

ქულების განიავების უფლება აღარ გვაქვს, რადგან ჩვენი მიზანი სკუდეტოსთვის ბრძოლაა. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეგირდთა ასპარეზობით".

ვალტერ მაცარი (ნაპოლი):

"მეტოქემ პირველ ტაიმში ორი მომენტი შექმნა და ორივე გოლად აქცია, მეორეში კი ხეირიანად არც გადმოსულან ჩვენს ნახევარზე. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეგირდთა ასპარეზობით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ორი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა.

მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, "ბოლონიასთან" გვიწევს მეტოქეობა და იქ უკვე ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს".

იტალია. სერია A. XVI ტური

10 დეკემბერი

სამპდორია-უდინეზე 0:2

გოლები: 0:1 დანილო (17), 0:2 დი ნატალე (28).

სამპდორია (4-5-1): რომერო - ბერარდი (75. კასტელინი), გასტალდელო (53. ესტიგარიბია), როსინი, კოსტა - სორიანო, ტისონე, მარესკა (46. პოცი), ობიანგი, პოლი - იკარდი.

უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, ანჯელა - ბასტა, ალანი, პინცი (66. ლაძარი), ბადუ, პასკუალე (74. არმერო) - პერეირა - დი ნატალე (90. რანიჯი).

გაფრთხილება: გასტალდელო, პოცი - ერუ.

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-10(4-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 20 000

ბოლონია-ლაციო 0:0

ბოლონია (4-3-2-1): ალიარდი - მოტა, ანტონსონი, სორენსენი, კერუბინი - პერესი (48. გუარენტე), კრხინი (88. პასკუატო), ტაიდერი - კონე (79. მორლეო), დიამანტი - ჯილარდინო.

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კავანდა, ბიავა, სიანი, რადუ - კანდრევა (78. კლოზე), ერნანესი, ლედესმა, გონსალესი (69. ლულიჩი), მაური (90. ონაზი) - კოზაკი.

გაფრთხილება: სორენსენი, გუარენტე - კავანდა.

გაძევება: კოზაკი (87).

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 11-13(3-8); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 25 000

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იუვენტუსი

16

12

2

2

33-10

38

2

ინტერი

16

11

1

4

29-17

34

3

ნაპოლი

16

10

3

3

29-14

33

4

ლაციო

16

9

3

4

23-17

30

5

რომა

16

9

2

5

37-26

29

6

ფიორენტინა

16

8

5

3

29-18

29

7

მილანი

16

7

3

6

28-21

24

8

უდინეზე

16

5

7

4

24-24

22

9

კატანია

16

6

4

6

22-24

22

10

ატალანტა

16

7

2

7

17-23

21

11

პარმა

16

5

5

6

19-22

20

12

კიევო

16

5

3

8

19-27

18

13

სამპდორია

16

5

3

8

19-23

17

14

კალიარი

16

4

4

8

14-26

16

15

ბოლონია

16

4

3

9

17-20

15

16

ტორინო

16

3

7

6

17-21

15

17

პალერმო

16

3

5

8

14-23

14

18

პესკარა

16

4

2

10

12-30

14

19

ჯენოა

16

3

3

10

16-27

12

20

სიენა

16

4

5

7

15-20

11

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:

13 - ელ შაარავი (მილანი); 11 - კავანი (ნაპოლი); 9 - კლოზე (ლაციო); 8 - ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე), ოსვალდო (რომა).

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XVI ტური: ფრანჩესკო ტოტის რომაული შოუ [VIDEO]

gio
ეს რაა ტო?
interistaa
ავტორი ასჰკარად ან მილნაის ან ჯუვეს ფანიაა 100 პროცენტიტ ვარ დარწმუნებული მაგარი უაზრო სტატიააა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო