სერია A-ს XVI ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უდავოდ კონტეს დაბრუნებაა

სერია A-ს XVI ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უდავოდ ანტონიო კონტეს დაბრუნებაა, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა და "იუვენტუსის" სათადარიგოთა სკამზე თავისი ადგილი დაიკავა.

"ვეკია სენიორა" "პალერმოს" ესტუმრა, მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა და კონტეს დაბრუნებაც იღბლიანი გამოდგა.

დისკვალიფიკაციის პერიოდში, ანტონიო პრესასთან არ ურთიერთობდა და შესაბამისად, მის მოსაზრებებთან გაცნობა განსაკუთრებულად საინტერესოა:

"განვლილი პერიოდი ჩემთვის იმაზე უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეს შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია.

მდგომარეობას ის მიმსუბუქებდა, რომ ყოველდღიურად გუნდთან ერთად ვიყავი და საწვრთნელ პროცესებში ჩვეულებრივად გახლდით ჩართული.

საბედნიეროდ, დისკვალიფიკაცია მოვიხადე და დიდი იმედი მაქვს, რომ საყვარელ საქმეს კიდევ უფრო გაძლიერებული დავუბრუნდი. დიახ, ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო, რომელიც აუცილებლად დამეხმარება.

მინდა მადლობა გადავუხადო ანჯელო ალესიოს და მასიმო კარერას, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი სამუშაო - ისინი იმაზე უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამწვრთნელო საქმიანობაში, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო.

მათი რჩევები ჩემთვის პრიორიტეტი იქნება, რადგან გვაჩვენეს, რომ გუნდის გაძღოლა შესანიშნავად შეუძლიათ. რაც შეეხება "პალერმოსთან" მატჩს - უბრალოდ, ძლიერს გაუმართლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა