ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეგულარული ჩემპიონატი: კობის 30 საკმარისი არ არის

რეგულარული ჩემპიონატი: კობის 30 საკმარისი არ არის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში ექვსი შეხვედრა გაიმართა და ისევ წააგო "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა"
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში ექვსი შეხვედრა გაიმართა და ისევ წააგო "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა". კალიფორნიული გუნდი ღრმა კრიზისშია.

გუნდს ვერც კობი ბრაიანტის შედეგიანობა შველის. ამჯერად ვეტერანმა ვარსკვლავმა 34 ქულა დააგროვა, მაგრამ შედეგი უცვლელი დარჩა. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში, ათიდან ცხრა შემთხვევაში, როცა კობიმ 30-ქულიან ზღვარს მიაღწია, "ლეიკერსმა" შეხვედრა წააგო.

თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან "შავმა მამბამ" თამაშიდან 15 ტყორცნა ააცილა და მთელი მატჩის განმავლობაში ერთი მოხსნაც ვერ გააკეთა.

ანტუან ჯეიმისონმა, რომელიც პაუ გასოლს ცვლის, თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი (ექვსიდან) მოათავსა კალათში, თან სამი შეცდომა დაუშვა. მეტა უორლდ პისს კი "ნულიანი" ჰქონდა მოხსნების, პასებისა და ჩაჭრების გრაფაში.

"ლეიკერსიდან" მხოლოდ დიუჰონისა და ჰოვარდის გამოყოფა შეიძლება. გარდა ამისა, გუნდმა კარგად ისროლა სამქულიანები (28-დან 15 ჩააგდო), თუმცა "ჯაზი" მაინც კომფორტულად გრძნობდა თავს სტუმრად და არც იმას შეუშინდა, რომ მისი მეტოქე 25 წუთის განმავლობაში ორმაგი ცენტრით თამაშობდა.

ჯეფერსონმა და მილსეპმა მოხსნების საკუთარი ნორმა შეასრულეს. გაიბრწყინა კანტერმა, რომელმაც 18 წუთში რვიდან ექვსი ბურთი ჩააგდო.

ამას დაემატა ჰეივორდის, ტინსლისა და კეროლის ჯამური 29 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა. გამარჯვების მთავარი წინაპირობა კი კორბინის შეგირდების 9 შეცდომა იყო - ასე ცოტა დაკარგვა "ჯაზმენებს" ამ სეზონში ჯერ არ ჰქონიათ.

სხვა მატჩები

ამ დღეს ასევე 34 ქულა დააგროვა კარმელო ენტონიმ, რომელიც გასულ კვირას მიღებული სულელური ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა "ნიუ იორკს". "ლეიკერსისგან" განსხვავებით, "ნიქსმა" მოიგო და დამაჯერებლად ინარჩუნებს ლიდერობას აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო "ოკლაჰომამ", თუმცა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა "ინდიანასგან". სტუმრებმა მეორე ტაიმში თამაშიდან 60 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და მესამე მეოთხედში ოთხი ქულით წაიყვანეს ანგარიში, მეოთხე 12-წუთეულში კი სამ ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს.

მაგრამ ორივე კრიტიკურ სიტუაციაში კარგად ითამაშა უესტბრუკისა და იბაკას წყვილმა. პირველ შემთხვევაში მათ 17:3 გაქცევა მოაწყვეს, ბოლოს კი დაცვაში ბრწყინვალე თამაშით შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს.

რთული დროება უდგას "ბრუკლინს", რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და აქედან სამი - საკუთარ მოედანზე.

"ნეტსი" მესამე მეოთხედის შუაში 29 (!) ქულას აგებდა შინ "მილუოკის" წინააღმდეგ. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ბრუკლინმა" გაბრძოლება გადაწყვიტა და სირენამდე სამი წუთით ადრე ექვს ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამის შემდეგ სტუმრები ერთხელაც არ შეცდნენ მეტოქის ნახევარზე.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ჯენინგსმა და ელისმა, რომლებმაც ერთად 50 ქულა დააგროვეს, რაც საერთო გუნდური მონაგარის ნახევარზე მეტია.

მოულოდნელად ფინიქსში მოიგო "ორლანდომ", რაც დებიუტანტი ედრიუ ნიკოლსონის დამსახურებაა. ფორვარდმა 25 წუთში ოთხი (!) პირადი რეკორდის გაუმჯობესება მოასწრო - დააგროვა 19 ქულა (11-დან 9 ზუსტი ტყორცნა), 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი.

რაც მთავარია, ნიკოლსონმა მაშინ გამოიჩინა თავი, როცა მატჩის ბედი წყდებოდა: ჯერ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სამი ზუსტი სროლით მხარი აუბა თანაგუნდელთა სპურტს, სირენამდე წუთითა და 50 წამით ადრე კი საშუალო ტყორცნით წერტილი დაუსვა შეხვედრას.

დაბოლოს, "კლიპერსმა" დიდი ანგარიშით მოუგო "ტორონტოს", იმის მიუხედავად, რომ მისმა ლიდერმა კრის პოლმა მხოლოდ ოთხი შედეგიანი პასი მიითვალა, დეანდრე ჯორდანმა თამაშიდან შვიდიდან ექვსი და საჯარიმოს ხაზიდან 11-დან ექვსი ტყორცნა ააცილა.

კლიპერსი-ტორონტო 102:83

25:21, 19:26, 33:26, 25:10

კ: გრიფინი (19), ჯამ. კროუფორდი (16), პოლი (16), ბლედსოუ (14).

ტ: დეროზანი (24), კლეიზა (17), ბარნიანი (12), ამ. ჯონსონი (11+12 მოხსნა).

ბრუკლინი-მილუოკი 88:97

18:25, 13:23, 24:27, 22:33

ბ: დერ. უილიამსი (18), ჯ. უოლასი (16), მ. ბრუქსი (14), ბლეტჩი (11).

მ: ჯენინგსი (26), ელისი (24), მ. დენიელსი (13), ილიასოვა (10).

ოკლაჰომა-ინდიანა 104:93

25:22, 32:34, 27:18, 20:19

ო: დურანტი (27), მარტინი (24), უესტბრუკი (21), იბაკა (12).

ი: დევ. უესტი (21), პ. ჯორჯი (17), ჯორჯ ჰილი (15), ლ. სტივენსონი (10), ჰიბერტი (10).

ნიუ იორკი-დენვერი 112:106

23:25, 38:33, 19:26, 32:22

ნ-ი: კ. ენტონი (34), კიდი (17), სმიტი (15), ჩენდლერი (15+12 მოხსნა), ფელტონი (10).

დ: ლოუსონი (23), გალინარი (21), ბრიუერი (15), იგუოდალა (15), ფარიდი (10), მილერი (10).

ფინიქსი-ორლანდო 90:98

23:20, 25:33, 22:18, 20:27

ფ: ბრაუნი (17), დადლი (15), გორტატი (12), სკოლა (11), მორისი (10).

ო: რედიკი (20), ნიკოლსონი (19), დევისი (15), აფლალო (14), ვუჩევიჩი (12), მური (10).

ლეიკერსი-იუტა 110:117

27:25, 24:35, 34:28, 25:29

ლ: ბრაიანტი (34), ჰილი (17), მიქსი (16), უორლდ პისი (12), დუჰონი (12+11 პასი), ჰოვარდი (11).

ი: მილსეპი (24+9 მოხსნა), მარვ. უილიამსი (22), ჰეივორდი (14), კანტერი (14), ჯეფერსონი (14+11 მოხსნა), კეროლი (10).

აღმოსავლეთი

1. ნიუ იორკი 15/5*

2. მაიამი 13/5*

3. ატლანტა 12/5

4. ჩიკაგო 11/8*

5. ბრუკლინი 11/8

6. ფილადელფია 11/9

7. ბოსტონი 11/9

8. მილუოკი 10/9

9. ინდიანა 10/11

10. ორლანდო 8/12

11. შარლოტი 7/12

12. დეტროიტი 7/15

13. კლივლენდი 4/17

14. ტორონტო 4/17

15. ვაშინგტონი 2/15

დასავლეთი

1. სან ანტონიო 17/4*

2. ოკლაჰომა 17/4*

3. მემფისი 14/4

4. კლიპერსი 14/6*

5. გ. სტეიტი 13/7

6. იუტა 12/10

7. მინესოტა 9/9

8. დალასი 10/10

9. დენვერი 10/11

10. ჰიუსტონი 9/10

11. ლეიკერსი 9/12

12. პორტლენდი 8/12

13. საკრამენტო 7/12

14. ფინიქსი 7/15

15. ნიუ ორლეანი 5/14

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა