33 წლის ფილიპინელმა ლას ვეგასის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება
"33 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ ლას ვეგასის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება" - წერს ESPN.

პაკიაო არ გამოცხადდა ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლისშემდგომ პრესკონფერენციაზე, რადგან მეექვსე უმძიმეს ნოკაუტში აღმოჩნდა და გონს მოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდა.

"მენის ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრამა და მისი შედეგები აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა ფილიპინელი მოკრივის მრჩეველმა მაიკლ კონცმა. - ჩვენ საავადმყოფოში დაახლოებით საათის განმავლობაში ვიყავით და მენი შესანიშნავ ხასიათზე იმყოფებოდა".

პაკიაოს წარმომადგენლის, ფრედ სტერნბერგის სიტყვებით, კლინიკის შემდეგ ფილიპინელი თავის ნომერში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად ივახშმა, რასაც მოჰყვა მარკესთან ბრძოლის ვიდეოჩანაწერის შესწავლა. როცა ფირი გაუშვეს, "პაკმენმა" ხუმრობით გამოაცხადა: "არ მგონია, ბოლო ნაწილი მოგეწონოთ".

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ღმერთს იმისთვის, რომ შეგვინარჩუნა ჯანმრთელობა მე და ხუან მანუელ მარკესს, - წერია პაკიაოს ოფიციალურ განცხადებაში. - ასევე, ვულოცავ ხუან მანუელს. თავის გამართლებას არ ვეცდები.

ეს კარგი ბრძოლა იყო და მან დაიმსახურა გამარჯვება. ვფიქრობ, მაყურებელიც გამარჯვებული დარჩა. მინდა მათ ვუთხრა, რომ წესრიგში ვარ. ახლა დასვენება მჭირდება, შემდეგ კი ისევ დავბრუნდები რინგზე.

ჩემი მეუღლისა და მთელი ჩემი ოჯახის სახელით ყველას ბედნიერ შობასა და ახალ წელს ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა