"დიდი სლემის" 17-გზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ბრაზილიური ტურნე დაასრულა
"დიდი სლემის" 17-გზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა დაასრულა ბრაზილიური ტურნე.

მსოფლიოს ყოფილმა პირველ ჩოგანმა სან პაულუში სამი საჩვენებელი მატჩი ჩაატარა - დამარცხდა ადგილობრივ ტომაშ ბელუჩისთან და მოუგო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასა და გერმანელ ტომი ჰაასს. ამ უკანასკნელთან შვეიცარიელმა 10 დეკემბერს ითამაშა და საათსა და 21 წუთში, თითო სეტში თითო ბრეიკის წყალობით ორ პარტიაში - 6:4, 6:4 მოიგო.

მაგრამ მთავარი შეხვედრა ფედერერს კორტის მიღმა ჰქონდა - ჩოგბურთელმა გაიცნო "ფეხბურთის მეფე" პელე.

"დღეს მე უდიდესი პატივი მხვდა წილად - შევხვდი ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას - პელეს.

ის ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც განსაცვიფრებელი ენერგეტიკა გააჩნია. ჩვენ ერთმანეთს გავესაუბრეთ და მაისურები გავცვალეთ", - დაწერა როჯერმა თავის "ფეისბუქზე".

ამასობაში პროფესიულ ტურში როჯერის ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა რაფაელ ნადალმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წარმატებით დასრულდა მუხლის ტრავმის რეაბილიტაცია.

"კმაყოფილი ვარ ჩემი მუხლების მდგომარეობის გამო. იმედია, პაუზა, რომელიც შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ ავიღე, მრავალი წლის განმავლობაში თამაშის საშუალებას მომცემს. ტურში ჩემი დაბრუნება წარმატებული იქნება", - ამბობს ესპანელი ჩოგბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა