მოთამაშეები, რომლებსაც უცხოეთში ან საქართველოში კონტრაქტები დაუსრულდათ და მათი დამატება ჩვენს კლუბებს არ აწყენდათ
სატრანსფერო "ფანჯარა" მალე იხსნება და ალბათ, კლუბები დაინტერესდებიან იმ მოთამაშეებით, რომლებსაც უცხოეთში ან საქართველოში კონტრაქტები დაუსრულდათ.

ასეთი მოთამაშეები უდავოდ არიან, რომელთა დამატებაც ჩვენს კლუბებს არ აწყენდათ.

ჩვენთვის ცნობილ გვარებს პოზიციების მიხედვით ჩამოგითვლით.

მეკარეები

ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ნადირაძე თბილისის "დინამოდან" ცხინვალის "სპარტაკში" შარშან გადავიდა. 20 წლის მეკარემ ახალგაზრდულ ნაკრებშიც საკმაოდ დამაჯერებელი თამაშით დაგვამახსოვრა თავი. არც ისე მაღალია (185 სმ), მაგრამ მშვენიერი რეაქცია და კარში პოზიციის სწორი შერჩევის უნარი გააჩნია. ნადირაძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება.

ტრანსფერზეა დაყენებული "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძე, რომელსაც ზურგს ეროვნულ ნაკრებსა და თბილისის "დინამოში" გვარიანი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს.

მცველები

ლატვიური "ვენტსპილსის" შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონის ოქროს მედალი მამუკა ღონღაძემ და ბუკა ცინცაძემ მოიპოვეს. ღონღაძის მიმართ დიდი დაინტერესება არის. მას "ალანიაში," პოლონურ და უნგრულ კლუბებში იწვევენ.

ცინცაძემ გასულ სეზონში 36-დან 25 შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ჩემპიონობას 2 გოლითა და საიმედო თამაშით შეეწია. სეზონის დასრულების შემდეგ 23 წლის მცველს დაუგავპილსელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა, მაგრამ ჯერ არ იცის, "დაუგავაში" დარჩება თუ კარიერას სხვაგან გააგრძელებს. ცინცაძე ლატვიაში ზღაპრულ ხელფასს ვერ იღებდა და ეს ქართული კლუბებისთვის სასურველი მომენტია, რომ გადაიბირონ. ლატვიის ჩემპიონი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მცველი ხელწამოსაკრავი მოთამაშე არ უნდა იყოს.

როგორც შევიტყვეთ, თავისუფალია "გაგრას" ცენტრალური მცველი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები 22 წლის ლაშა კალანდაძეც.

"ზესტაფონმა" ტრანსფერზე მარცხენა მცველი ზაალ ელიავაც დააყენა, რომელსაც ასევე უთამაშია ეროვნულ ნაკრებში.

ასევე მარცხენაფლანგელმა და ასევე ნაკრებში ნათამაშებმა გიორგი ნავალოვსკიმ კი კემეროვოს "მეტალურგ-კუზბასი" დატოვა და ახალ კლუბს ეძებს.

ნახევარმცველები

ვარჯიში განაახლა გიორგი გუგავამ, რომელიც ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო ბოლო ორი წელი გაუცდა. 23 წლის პლეიმეიკერს უთამაშია თბილისის "დინამოსა" და ესპანეთის მესამე ლიგაში, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, მათ შორის, 2009 წელს ევროშესარჩევ ციკლში თურქეთის ნაკრებთან, რომელიც ოთარ გაბელიას გაწვრთნილთა გამარჯვებით (4:0) დასრულდა.

მართალია, თავისუფალი აგენტი არ არის, მაგრამ ახალი გუნდის ძიება მოუწევს ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს შოთა გრიგალაშვილს. რამდენიმე ხნის წინ ვწერდით, რომ ვლადიკავკაზელებმა ბორისოვოს "ბატედან" ბელორუსის ნაკრების ბრაზილიელი ნახევარმცველი რენან ბრესანი სწორედ ჩვენებურის პოზიციაზე შეიძინეს.

სამწუხაროდ, ვარაუდი გამართლდა, 26 წლის ქართველი საყრდენი ტრანსფერზე დააყენეს და ახალი კლუბის ძიება მოუწევს.

ცხადია, გრიგალაშვილი ნებისმიერ ქართულ კლუბს გააძლიერებს. შოთას გარდა, "ალანიაში" ტრანსფერზე კიდევ 7 ფეხბურთელი დააყენეს. შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილი "ალანიაში" ზაფხულში გადავიდა და პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ლევან გვაზავამ "ხიმკი" დატოვა. 32 წლის გამოცდილი ნახევარმცველი რუსეთის ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგა) გუნდში მიმდინარე სეზონში გადავიდა და 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

გვაზავა უკვე ვეტერანია, მაგრამ ეს საყრდენი ჩამოსაწერ ასაკში ნამდვილად არ არის. გვაზავას ეროვნულ ნაკრებსა და რუსეთის პრემიერლიგაში ისეთი გამოცდილება აქვს დაგროვებული, არც ერთ ქართულ კლუბს რომ არ აწყენდა.

თავისუფალი აგენტი გახდა მოლდოვას "ისკრა-სტალის" ფეხბურთელი სანდრო შუღლაძე. 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი უკრაინის მოქალაქეა, სევასტოპოლის სპორტული სკოლის აღზრდილია და 2007 წელს მოხვდა უკრაინის პირველი ლიგის "სევასტოპოლში", რომლის ძირითად შემადგენლობაშიც 2007-2011 წლებში თამაშობდა, მოლდოვურ კლუბ "ისკრა-სტალში" კი 2011 წლის ზამთარში იჯარით გაუშვეს და მოლდოვის თასის მფლობელი გახდა. მაგრამ ახლა კონტრაქტი "სევასტოპოლთანაც" ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

ტალინის "ფლორას" თავაწეული ემშვიდობება ზაქარია ბეგლარიშვილი. 22 წლის პლეიმეიკერს კონტრაქტი ეწურება, გასულ სეზონში კი 17 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გავიდა.

საერთოდ, ნახევარმცველების დიდი არჩევანი გვაქვს, რადგან "ზესტაფონმა" გამოცდილი ფეხბურთელების, თორნიკე აფციაურისა და ზურაბ მენთეშაშვილის გაშვებაც გადაწყვიტა.

თავისუფალი შემტევები

სატრანსფერო პერიოდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ხვდება კობა შალამბერიძე, რომელიც ფლანგის შემტევია. 27 წლის ფეხბურთელი პოლონეთის ვოძისლავის "ოდრაში" თამაშობდა. ორი წლის წინ უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა და ერთ-ერთ პოლონურ გაზეთში იმ ზამთრის ტოპ-10 ტრანსფერს შორის დაასახელეს.

მერე ცხინვალის "სპარტაკში" ითამაშა და გასულ ზამთარს ისევ პოლონეთში წავიდა - ამჯერად შვინოუშცის "ფლოტაში" ჩაირიცხა. პრეზენტაციაზე 10-ნომრიანი მაისურა გადასცეს, მაგრამ ქართველი ლეგიონერის შესახებ მწვრთნელისა და დირექტორის აზრი გაიყო - პირველს მისი თამაში სურდა, რასაც დირექტორი ეწინააღმდეგებოდა და საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ შალამბერიძემ "ფლოტა" დატოვა. არადა, თასზე (მეოთხედფინალამდე არიან მისულები) და ლიგის თასზე ათამაშა. ამ უკანასკნელზე 3 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა (?!), მაგრამ ჩემპიონატში მაინც სკამზე იჯდა.

ახლა კობა საქართველოშია, ცხინვალის "სპარტაკში" დროებით, ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს და წინადადებებს ელოდება.

ასევე უგუნდოდ დარჩა ცენტრალური თავდამსხმელი კოკა მიკუჩაძე, თბილისის "დინამოს", "თბილისის", "ოლიმპის" და "სიონის" ყოფილი თავდამსხმელი. 31 წლის მიკუჩაძე ბოლოს ისრაელის პირველი ლიგის კლუბში თამაშობდა.

თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, ეს სია კიდევ უფრო განივრცობა.

უგუნდოთა სიმბოლური

ნაკრები (4-1-4-1)

მამალაძე (ნადირაძე) - ნავალოვსკი, ცინცაძე, კალანდაძე, ელიავა, - გვაზავა (შუღლაძე) - შალამბერიძე, ბეგლარიშვილი, შ. გრიგალაშვილი (მენთეშაშვილი), აფციაური (გუგავა), - მიკუჩაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kakini
მაგარი გუნდია :) კი მაგრამ, რატომ არიან ესენი აქამდე უგუნდოდ? დავიჯერო, არავის უნდა?
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია