კაზუსი: დებულების რომელ პუნქტში წერია, რომ თუ ერთი გუნდის ფეხბურთელები გაიფიცებიან, კალენდარი უნდა შეიცვალოს?
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ისეთი რამეა, სეზონში ერთი კაზუსი მაინც უნდა მოუვიდეს.

წინა სეზონში ჩემპიონის გამოვლენას აღმასკომის სხდომის ჩატარება დასჭირდა, აგერ, ახლა კი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები გაიფიცნენ და ფეხბურთის ფედერაციამაც ჩემპიონატის კალენდარი შეცვალა უმაღლესი ლიგის კლუბებთან კონსულტაციის შემდეგ.

ახლ ეს ვიკითხოთ: ჩემპიონატის დებულების რომელი მუხლის თანახმად შეიცვალა კალენდარი? დებულების რომელ პუნქტში წერია, რომ თუ ერთი გუნდის ფეხბურთელები გაიფიცებიან, კალენდარი უნდა შეიცვალოს?

ერთი მხრივ კარგია, რომ "ზესტაფონის" პრობლემებს სხვა გუნდები გაგებით მოეკიდნენ, სოლიდარობა ფეხბურთშიც აუცილებელია, მაგრამ რამდენად კარგად ესმის ჩვენს საფეხბურთო მილეთს სოლიდარობის ცნება?

ფიფას და უეფას სოლიდარობა ასე ესმით: ფულის შოვნა ხდება ძლიერი ეროვნული ასოციაციების ნაკრებებით და კლუბებით, მაგრამ სუსტები და ღარიბებიც არ არიან დავიწყებულები და ფინანსური მოგებიდან რაღაც წილი მათაც ერგებათ. თუ ფიფას ან უეფას წევრი ასოციაციის საქმეში ვიღაც უხეშად ჩაერევა, ეს ორგანიზაციები ყველანაირად შეეცდებიან თავიანთი წევრის ინტერესების დაცვას.

მოკლედ, ფიფა-უეფას პრინციპები ერთია და სულ სხვა არის ის, რაც ჩვენთან ხდება. ფეხბურთის ფედერაციამ და კლუბებმა ანგარიში გაუწიეს "ზესტაფონს", მაგრამ ვინ დაიცავს "ზესტაფონის" ფეხბურთელების ინტერესებს? სად არის აქ სოლიდარობა?

ჩვენთან შეიძლება, რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდეს და მერე მაინც დარჩეს უმაღლეს ლიგაში.

ჩვენთან შეიძლება, რომ ფეხბურთის ფედერაციამ სეზონის დამთავრებამდე შეცვალოს დებულება და კონკრეტული გუნდი ამით უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩეს.

ჩვენთან შეიძლება, რომ უმაღლესი ლიგის კლუბმა ლიცენზირება ვერ გაიაროს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ამ კლუბის გუნდი მაინც დაუშვას უმაღლეს ლიგაში.

ჩვენთან შეიძლება, რომ ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა ერთი გუნდი გამოაცხადოს ჩემპიონად, ცოტა ხანში კი აღმასკომმა ჩემპიონობა სხვას მიაკუთვნოს.

ჩვენთან ყველაფერი მოსულა, თუ იქნება იმის გარანტია, რომ ყველაფერზე თვალი დაიხუჭება, რომ ყველაფერი წყალივით ჩაივლის.

"ზესტაფონი" საკმაოდ ძლიერი კლუბია და ალბათ მოახერხებს ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას, ოღონდაც საფეხბურთო სამყაროს ალბათ მართებს დაფიქრება იმაზე, თუ რატომ მოხდა ასე, თუ რა არის "ზესტაფონის" ამ კონკრეტული პრობლემის მიზეზი, რომელიც შესაძლოა, სხვაგანაც გაღვივდეს.

საქართველოში ხომ ისეთი კლუბიც მოიძებნება, პრეზიდენტმა საახალწლოდ რომ დააჯარიმა ფეხბურთელები არასასურველი შედეგის გამო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზესტაფონი VS ფეხბურთელები - ზესტაფონური აურზაური გრძელდება

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა