ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი ვლადიმირ იჟილოვსკი სამ სეტში დაამარცხა
ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი), რომელშიც პირველ ნომრად იყო განთესილი თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ფინალში მან უკრაინელი ვლადიმირ იჟილოვსკი სამ სეტში დაამარცხა - 3:6, 6:2, 6:2 და მთავარი პრიზი მოიპოვა. ბასილაშვილი ასპარეზობის დამთავრების შემდეგ ანტალიაში დარჩა, სადაც 11 დეკემბრიდან ისევ 10 000-იან ტურნირში ჩაებმება და იქაც პირველი ნომერია.

ქალთა ასპარეზობის (ისიც ანტალიაშია და 10 000-დოლარიანი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაება მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც სტარტზე მარია კიპარენკოს (რუსეთი) სძლია - 6:0, 7:5, მეორე წრეში კი სამირა გიგერო (შვეიცარია) ჩამოიშორა გზიდან - პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორეში 1:0 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. მესამე წრეში რუმინელ ლკა კსორეგის თუ დაამარცხებს, ძირითად ბადეში ითამაშებს.

ამავე ტურნირში სცდიდა ძალებს თამარ ჭალაგანიძე, მაგრამ პირველივე შეხვედრა ალესია პირანთან (იტალია) წააგო - 2:6, 1:6.

ახალი მონაცემებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 146 ქულით 312-ე ადგილი უკავია. 948 (958). ალექსანდრე მეტრეველი (10 ქულა), 1366 (1369). გიორგი ცივაძე (3), 1479 (1474). გიორგი ჯავახიშვილი (2).

WTA-ს განახლებული რეიტინგი: 51 (51). ანა ტატიშვილი (1140), 311 (300). სოფიო შაფათავა (153), 404 (403), მაკა ჩახნაშვილი (93), 416 (423), სოფიო ქვაცაბაია (89), 417 (416). ოქსანა კალაშნიკოვა (88), 493 (492). ეკატერინე გორგოძე (62), 636 (634). ნათია გეგია (37), 1151 (1142). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა