"მილანის" ნახევარმცველმა ფორვარდ მარიო ბალოტელის "როსონერის" რიგებში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა
"მილანის" ნახევარმცველმა ანტონიო ნოჩერინომ ფორვარდ მარიო ბალოტელის "როსონერის" რიგებში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ შესაძლოა ინგლისი მართლაც დატოვოს და იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

"ქალაქელთა" თავკაცი რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა "სკუადრა აძურას" ფეხბურთელის თამაშით. იტალიურ პრესაში კი უკვე იწერება, რომ მთავარი კანდიდატი ბალოტელის ხელში ჩაგდებისა "მილანია".

"ჩვენ სულ ვურთიერთობთ და იტალიის ნაკრებში ერთად ყოფნის პერიოდშიც მაგრად ვერთობით ხოლმე. კარგი იქნებოდა, ის თუ "მილანში" შემოგვიერთდება.

თავდასხმის წყვილი - ელ შაარავი და ბალოტელი? ჩემი აზრით, ძალიან შთამბეჭდავი იქნება, თუმცა ეგაა, გუნდისთვის ფეხბურთელების არჩევას მე არავინ მეკითხება", - აქვეყნებს ნოჩერინოს სიტყვებს "ფუტბალ იტალია".

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნოჩერინო მოედანზე ათ მატჩში გამოვიდა და მოედანზე 873 წუთი გაატარა. ამ ნახევარმცველის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლი და ორი გაფრთხილებაა.

ანტონიომ იტალიის ჩემპიონატის XVI ტურში თავისი გუნდის "ტორინოსთან" გამარჯვებაზეც (4:2) ისაუბრა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ტორინოსთან" მოგება. შევეცადე, პრაქტიკაში გამომეყენებინა ის, რასაც უწინ მასწავლიდნენ - რომ არასდროს უნდა დანებდე და ყოველთვის ღირსეულად უნდა გამოხვიდე რთული სიტუაციიდან", - თქვა ნახევარმცველმა.

სერია A-ს XVI ტურის შემდეგ "მილანი" სატურნირო ცხრილში 24 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს, ლიდერ "იუვენტუსს" კი 14 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:

ისევ დაბნეული მარიო ბალოტელი

იტალია. სერია A. XVI ტური: სკუდეტომდე შორია [VIDEO]

იტალია. სერია A. XVI ტური: ფრანჩესკო ტოტის რომაული შოუ [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა