ექვსი მატჩი გაიმართა 11 დეკემბერს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჰიუსტონში შედგა
ექვსი მატჩი გაიმართა 11 დეკემბერს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჰიუსტონში შედგა, სადაც "რაკეტები" "სან ანტონიოს" იღებდნენ. მასპინძლებს ჯეიმს ჰარდენის გარეშე უწევდათ თამაში.

მცველმა ფეხი დაიჭიმა და იძულებული გახდა, სათადარიგოთა სკამიდან გაემხნევებინა თავისიანები. ასეთ დროს "როკეტსის" რიგებში თავის თავზე უნდა აეღო თამაში ჯერემი ლინს. მას უნდა შეეხსენებინა ყველასთვის - რა არის ლინსენიტი. ექსნიუიორკელმა ეს შეძლო - 38 ქულით კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა.

მასპინძლებს კარგად მისდიოდათ სამქულიანები - კევინ მაკჰეილის შეგირდებმა 16 შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში.

ამ მხრივ მეტოქეს არც "სან ანტონიო" ჩამორჩებოდა და ამიტომაც გავხდით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩის მოწმენი. გამარჯვებულის გამოსავლენად ოთხი მეოთხედი არ აღმოჩნდა საკმარისი.

საინტერესოა, რომ ძირითად დროში ორივე გუნდმა ბოლო შეტევა ბურთის დაკარგვით დაასრულა.

სამაგიეროდ, ერთი ოვერტაიმი საკმარისი აღმოჩნდა მატჩის ბედის გასარკვევად და იმისთვისაც, რომ ტონი პარკერს კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეესრულებინა (ეს იყო მხოლოდ მე-13 ტრიპლ-დაბლი "სპურსის" ისტორიაში). თუმცა დამატებით დროში არა ფრანგის აქტიურობა, არამედ ნილისა და ჯინობილის დამაჯერებელი თამაში გახდა გადამწყვეტი.

ნილის შორეულმა ტყორცნამ და შემდეგ ჯინობილის სამქულიანმა შეტევამ "სპურსის" სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე - 130:122 საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე.

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო 11 დეკემბერს "გოლდენ სტეიტის" გათამაშებისთვის სტივენ კარისთვის. მისი გუნდი სტუმრად შარლოტში თამაშობდა, ქალაქში, სადაც კარი გაიზარდა და იქაური კოლეჯი "დევიდსონი" 2008 წელს სენსაციურად გაიყვანა NCAA-ს სტუდენტური ჩემპიონატის "ოთხთა ფინალში".

11 დეკემბრის მატჩს ესწრებოდა კარის ნათესაობა, მისი მეუღლე ხუთი თვის ქალიშვილით და კალათბურთელის ბავშვობის მწვრთნელიც კი. მათ წინაშე სტივენს თავის შერცხვენის უფლება არ ჰქონდა და არც შეირცხვინა - ზედიზედ მერვე შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა, რაც მისი პირადი რეკორდია.

"უორიორზმა" ოთხი მოგებით დაიწყო უმძიმესი შვიდმატჩიანი გასვლითი სერია - ასეთი რამ კლუბის ისტორიაში 30 (!) წელია, არ მომხდარა. 21 მატჩში 14 მოგება "მეომრებს" ბოლოს 1991-92 წლების სეზონში ჰქონდათ - მაშინ, როცა ამ გუნდში თამაშობდნენ კრის მულინი, შარუნას მარჩიულონისი და ტიმ ჰარდუეი.

უცნაური მატჩი ჩაატარეს "პორტლენდმა" და "ტორონტომ". გუნდებმა ჯამში 41 (!) სამქულიანი შეასრულეს და მხოლოდ 3 (!!!) გამოიყენეს. ამასთან, მასპინძლებმა 20 ცდიდან ვერც ერთი შორეული ტყორცნა ვერ მოათავსეს კალათში.

ეს არის NBA-ს ისტორიაში პერიმეტრიდან სროლების გამოყენების ყველაზე უარესი პროცენტი. მოკლედ, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ "პორტლენდმა" ბატუმისა და მეტიუზის გარეშე გაანადგურა მეტოქე ისე, რომ 48 წუთის განმავლობაში ვერც ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.

თამაშიდან 12 აცილება და 9 შეცდომა დაუგროვდა "საკრამენტოს" პირველი ტაიმის 654 წამში. დროის ეს მონაკვეთი "მეფეების" მოწინააღმდეგე "დალასმა" 31:3 მოიგო. შესაბამისად, "საკრამენტოს" მხრიდან ლაპარაკიც აღარ იყო სამმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებაზე.

"კინგზმა" სცადა მეორე ტაიმში თამაშის ბედის შემობრუნება, მაგრამ რიკ კარლაილის შეგირდები აკონტროლებდნენ სიტუაციას. განსაკუთრებით მაშინ მოინდომეს, როცა 28-ქულიანი უპირატესობა 11 ქულამდე დავიდა.

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულის არც ერთ წევრს არ გაუტარებია მოედანზე ნახევარ საათზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბოსტონში, ტორონტოსა და მინესოტაში ვიზიტის წინ.

"მავერიქსის" რიგებში რთულია ვინმეს გამოყოფა - ტექსასელთა ექვსმა კალათბურთელმა გადააბიჯა 10-ქულიან ზღვარს, კიდევ ხუთმა კი მინიმუმ ხუთი ქულა დააგროვა. საინტერესოა ისიც, რომ მასპინძლების სათადარიგოთა სკამმა 9 ჩაჭრა და 6 დაფარება მოაგროვა.

"კინგზში" კი ძირითადი დატვირთვა გარსიასა და კაზინსის წყვილზე მოვიდა, რომელმაც 50 ქულა მიითვალა.

ჰიუსტონი-სან ანტონიო 126:134 (ო)

27:23, 36:41, 30:27, 27:29, 6:14

ჰ: ლინი (38+7 პასი), აშიქი (21+10 მოხსნა), პარსონსი (20+7 მოხსნა), დაგლასი (17), მორისი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ს-ა: ნილი (29), პარკერი (27+12 მოხსნა+12 პასი), ჯინობილი (22+5 მოხსნა+6 პასი), გრინი (14+6 მოხსნა+5 პასი), დანკანი (10+13 მოხსნა+3 დაფარება), სპლიტერი (10+5 მოხსნა).

დალასი-საკრამენტო 119:96

36:29, 29:14, 23:27, 31:26

დ: მაიო (19+7 მოხსნა), კამანი (18), კოლისონი (15), ფიშერი (11+6 პასი), ჯონსი (11), კრაუდერი (11).

ს: კაზინსი (25+6 მოხსნა), გარსია (25+3 დაფარება), ტომპსონი (11+12 მოხსნა), ტორნტონი (10).

პორტლენდი-ტორონტო 92:74

18:19, 26:21, 20:19, 28:15

პ: ოლდრიჯი (30+12 მოხსნა), ჰიქსონი (16+11 მოხსნა), სმიტი (11), პავლოვიჩი (10+7 მოხსნა+5 პასი).

ტ: დეროზანი (20), დევისი (14+9 მოხსნა), კალდერონი (12+6 პასი), ვალანჩუნასი (8+10 მოხსნა).

ფილადელფია-დეტროიტი 104:97

25:21, 21:28, 30:26, 28:22

ფ: ჰოლიდეი (25+5 მოხსნა+8 პასი), ტ. იანგი (20+5 ჩაჭრა), ტერნერი (18+11 მოხსნა+7 პასი), ჰოუზი (15+8 მოხსნა+3 დაფარება), რიჩარდსონი (13+7 მოხსნა).

დ: მონრო (22+7 მოხსნა), ნაითი (22), სტაკი (19+5 პასი), პრინსი (16+8 მოხსნა), მაქსიელი (2+11 მოხსნა).

შარლოტი-გ. სტეიტი 96:104

23:38, 17:20, 34:35, 22:11

შ: უოკერი (24+6 პასი), კიდ-გილკირსტი (17+7 მოხსნა), გორდონი (14), მალენსი (13), სეშენსი (12+6 პასი), ბიიომბო (5+11 მოხსნა+3 დაფარება).

გ-ს: კარი (27+7 მოხსნა+7 პასი), ლი (25+11 მოხსნა), ლენდრი (16+6 მოხსნა), ჯეკი (12+5 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), ტომპსონი (10+6 პასი).

მაიამი-ატლანტა 101:92

28:26, 28:28, 26:20, 19:18

მ: ჯეიმსი (27+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (26), ბოში (14+10 მოხსნა), კოული (10).

ა: სმიტი (22+6 პასი), ჰორფორდი (20+11 მოხსნა), სტივენსონი (12), ტიგი (11), უილიამსი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა