ფორმულა 1-ის სეზონი დასრულდა, თუმცა ექსპერტები აგრძელებენ განვლილი საინტერესო ჩემპიონატის შეჯამებას
ფორმულა 1-ის სეზონი დასრულდა, თუმცა ექსპერტები აგრძელებენ განვლილი საინტერესო ჩემპიონატის შეჯამებას. ამჯერად მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ავსტრიელის, ნიკი ლაუდას მოსაზრებებს გავეცნობით...

- ნიკი, ჩვენ საოცარი სეზონის მოწმენი გავხდით. როგორც ადამიანი, რომელმაც სპორტის ამ სახეობას 40 წელი შესწირა, განცვიფრებული ხართ 2012 წლის ჩემპიონატით?

- დიახ, სეზონი მშვენიერი გამოვიდა - ძირითადად, მანქანებისა და საბურავების არასტაბილურობის გამო. შეუძლებელია, სეზონი ამაზე საინტერესო გამოსულიყო. მართლაც, ეს იყო ყველაზე მიმზიდველი ჩემპიონატი მას შემდეგ, რაც მე ფორმულა 1-ში დებიუტი მქონდა.

- ტიტულზე პრეტენდენტთა გვარები საკმაოდ გვიან განისაზღვრა. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

- ადრეც არაერთხელ მოგვისმენია, რომ გუნდების ეფექტურობა ციკლური პროცესი გახლავთ - და ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივია. თუ არასწორ საბურავებს, ფრთებს ან აეროდინამიკას დააყენებთ, ჩავარდნა გარანტირებული გაქვთ.

წელს ჩვენ ვიხილეთ ბევრი ციკლი სხვადასხვა გუნდის მუშაობაში. "რედ ბულს" ჰქონდა წარმატებები და ჩავარდნები, მაგრამ იგივე ითქმის "ფერარიზე" და "მაკლარენზეც" კი. რაც უფრო გონიერი ხართ, მით მოკლეა ასეთი ციკლი.

- რის ხარჯზე შეძლო სეზონის ბოლოს "რედ ბულმა" სიტუაციაში გარდატეხის შეტანა?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე ვიტყოდი, რომ ისინი სხვებზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ!

- ეს დიდწილად გუნდის ტექნიკური დეპარტამენტის შეფის, ედრიან ნიუს დამსახურებაა?

- სავსების შესაძლებელია. მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ეს დღეს ყველასთვის ცნობილია.

- "ფერარის" რა დაემართა?

- წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის ფორმულა 1. ზოგიერთი გუნდი აღწევს წარმატებას, ზოგიერთი - არა. ასეთი რამ სპორტის ნებისმიერ სახეობაში ხდება. რთულია რაიმეს ახსნა, როცა სიტუაციას შიგნიდან არ იცნობ.

- რამდენიმე კვირის წინ ფერნანდო ალონსოს ყველაზე კონკურენტუნარიანი მრბოლელი უწოდეთ. შემდეგ განაცხადეთ, რომ ოსტინის პოდიუმზე სამი საუკეთესო პილოტი ავიდა - ალონსო, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰემილტონი. ვინ მიგაჩნიათ მათ შორის საუკეთესოდ?

- ისევ ძველ ნათქვამს გავიმეორებ. პასუხი მარტივია - ის, ვინც ჩემპიონის ტიტული მოიგო. ამ შემთხვევაში, ეს არის სებასტიან ფეტელი. მან ეს გააკეთა იმ სიტუაციაში, როცა ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო. ბრაზილიაში მან გამარჯვების უდიდესი სურვილი გამოამჟღავნა.

როცა რაღაც მომენტში ფსიქოლოგიურად გატყდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სულით არასაკმარისად ძლიერი ხართ. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ფერნანდო ალონსოსაც შეუძლია რთულ სიტუაციებში წარმატების მიღწევა, თუნდაც მისი მანქანა არ იყოს საკმარისად სწრაფი.

- ფერნანდო ალონსო იმედგაცრუებული ჩანდა მას შემდეგ, რაც ის ასე ახლოს იყო ტიტულთან. კრისტიან ჰორნერიც კი აღფრთოვანებული იყო ესპანელით, რომელიც, ფაქტობრივად, მუდმივად პოდიუმზე იმყოფებოდა.

- თუ თქვენ გაქვთ ისეთივე გამოცდილება და სისწრაფე, როგორიც ფერნანდო ალონსოს გააჩნია, პოდიუმზე ყოველთვის ახვალთ.

შემდეგ წელს ის ისევ ძლიერი იქნება, რადგან იცის, რა არის ამისთვის საჭირო. მან იცის, რომ ყოველ წელს მნიშვნელოვანია მეტის მიღწევა და იცის, ეს როგორ გააკეთოს. ფორმულა 1-ში მნიშვნელოვანია მუდმივი პროგრესი.

- თუ სამ წამყვან გუნდს არ ჩავთვლით, ყველაზე დიდ პროგრესს "ლოტუსმა" მიაღწია?

- წელს ჩვენ ვნახეთ, რომ წარმატებას ბევრმა პილოტმა მიაღწია. მაგალითად, პასტორ მალდონადომ მოიგო ესპანეთის გრანპრი, კიმი რაიკონენმა გაიმარჯვა აბუ დაბიში. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ეს სწორედ "ლოტუსის" პროგრესს უკავშირდება.

- ოსტინში უჩვენეს გახმაურებული დოკუმენტური ფილმი ფორმულა 1-ის "სახიფათო წლების" შესახებ. თქვენ ერთ-ერთი იყავით, ვისზეც იქ ლაპარაკი იყო. იმ დროში რისკი ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ...

- ...და პილოტებიც სხვანაირები იყვნენ. როცა სახლიდან გრანპრიზე მივემგზავრებოდით, არასოდეს დარწმუნებული არ ვიყავით იმაში, რომ უკან დავბრუნდებოდით. შიშის უფლება არ გვქონდა და ამიტომაც გამოვდიოდით რბოლებში.

მაგრამ ახლა შიში და რისკი აღარ არის რბოლების შემადგენელი ნაწილი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, მაგრამ არ ღირს ძველი დროისა და მაშინდელი გმირების დღევანდელობასთან შედარება.

- თქვენ რბოლებში მიხვედით იმის გამო, რომ ხიფათი და სისწრაფე გიზიდავდათ. თანამედროვე ფორმულა 1-ში თუ ისურვებდით კარიერის დაწყებას?

- რა თქმა უნდა, ამას კითხვაც არ სჭირდება. ათჯერ მეტ თანხას გამოვიმუშავებდი და რისკიც ნაკლები იქნებოდა. დამიჯერეთ, ამას სათანადოდ დავაფასებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა