32-გუნდიან ლიგაში იმ კლუბების 19-წლამდელები ითამაშებენ, ვინც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს
2013/14 წლების სეზონიდან უეფა 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც იმ კლუბების 19-წლამდელები ითამაშებენ, ვინც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

32 გუნდი, ისევე, როგორც "დიდების" ჩემპიონთა ლიგაში, 8 ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც მომდევნო ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ.

პლეი ოფის ეტაპი ერთმატჩიანი იქნება, გამარჯვებული კი 2014 წლის გაზაფხულზე გაირკვევა.

"ჩვენ გვწამს, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებისთვის, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ საინტერესო დამატება იქნება.

ეს ტურნირი უნიკალურ საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს "ახალი თაობის სერია" არ არსებობდეს.

ახალგაზრდული გუნდების მატჩები იმავე დღეებში და იმ სტადიონების სიახლოვეს გაიმართება, სადაც ჩვეულებრივი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები.

ამ ფაქტორის გამო კლუბების დანახარჯები არ გაიზრდება, რადგან პროფესიონალთა და ახალგაზრდების გუნდებს მგზავრობა ერთად შეეძლებათ.

მსგავსი ტურნირის შექმნის იდეით კლუბებმა უეფას სამი წლის წინ მიმართეს, მაგრამ მაშინ იდეა განუხორციელებელი დარჩა. სამაგიეროდ, 2011 წელს დაიწყო "ახალი თაობის სერიის" გათამაშება, სადაც 19-წლამდელი ფეხბურთელები თამაშობენ.

როგორც ჩანს, უეფაში დაინახეს, რომ პროექტი წარმატებულია და მართვის სადავეების ხელში აღება მოინდომეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ბერკეტებს, რომლებიც ევროპული ფეხბურთის მამებს გააჩნიათ, მიზნის მიღწევა, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა