საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ამ დროისთვის პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვების შანსს ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი ინარჩუნებს, ესენია: "მაკონი", "ვიენი", "მონლუსონი", "რომანი", "ობენა", "სენ ნაზერი" და "პერიგო".

A ჯგუფში პლეი ოფში თამაშისთვის ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იბრძვის. საგზური კი მხოლოდ ორია დარჩენილი, რადგან ჯგუფის ლიდერები "ბურგ ან ბრესი" და "ლილი" იმდენად უსწრებენ დანარჩენებს, რომ ძნელად სავარაუდოა, დარჩენილ ტურებში რამე დათმონ.

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი ამ ჯგუფში ავთანდილ კოპალიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონს" აქვს, რომელმაც 33 ქულა დააგროვა და ახლა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მაკონელებმა მე-11 ტურში შინ დაამარცხეს აუტსაიდერი გიორგი სულუაშვილის "სტრასბური" - 48:7.

სულუაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე მოედანზე ოთხი წუთის შემდეგ გამოჩნდა, კოპალიანი განაცხადში არ იყო.

"მაკონს" ექვსი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლილთან" - 9:34. პეტრიაშვილს არ უთამაშია.

ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონმა" შინ დაამარცხა "ბობინი" - 15:9. ჩვენებურთა გუნდმა თხუთმეტივე ქულა მატჩის პირველ ნახევარში, 34-ე წუთისთვის დააგროვა და მერე მონაგარს ვეღარაფერი შემატა.

გიგაურმა გარემარბის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა, ყუფარაძე 50-ე წუთზე შეცვალეს. მონლუსონელებს ახლა 22 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილზე არიან.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონმა", რომელიც 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, შინ წააგო დაძაბულ ბრძოლაში გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენთან" - 32:34. გაბელიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.

ფედერალ 1

A ჯგუფი

დიჟონი-ბურგ ან ბრესი 13:21, მონლუსონი-ბობინი 15:9, ლილი-ვიენი 34:9, მაკონი-სტრასბური 48:7, შალონი-სენტ ეტიენი 32:34.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი - 45 ქულა, 2. ლილი - 45, 3. მაკონი - 33, 4. ვიენი - 27, 5. ბობინი - 22, 6. მონლუსონი - 22, 7. დიჟონი - 20, 8. სენტ ეტიენი - 19, 9. შალონი - 18, 10. სტრასბური - 1.

XII ტური

ბურგ ან ბრესი-მონლუსონი, ბობინი-ლილი, ვიენი-მაკონი, სტრასბური-შალონი, სენტ ეტიენი-დიჟონი.

B ჯგუფში პლეი ოფის საგზური, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს ჯერაც დაუმარცხებლად მოასპარეზე "ბურგუენს".

ირაკლი ნინიძის "რომანი" კი 25 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი მე-11 ტურში სწორედ "ბურგუენთან" დამარცხდა გასვლით მატჩში - 22:38. ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

"რომანს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენა", რომელმაც შინ დაამარცხა "ბლანიაკი" - 35:16. ურჯუკაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, გელანტია განაცხადში არ იყო.

გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა", რომელიც 23 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად წააგო დაძაბულ ბრძოლაში "ლავორთან" - 29:32. კუთარაშვილს არ უთამაშია.

დავით კაჭარავას "როდეზი" სტუმრად ვერას გახდა "ლა სეინთან" - 25:39. კაჭარავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. როდეზელები ახლა 17 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

B ჯგუფი

ბურგუენი-რომანი 38:22, ობენა-ბლანიაკი 35:16, აგდი-ვალანსი 12:16, ლავორი-შატორენარი 33:29, ლა სეინი-როდეზი 39:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგუენი - 47 ქულა, 2. ვალანსი - 34, 3. ლა სეინი - 26, 4. რომანი - 25, 5. ობენა - 24, 6. ლავორი - 23, 7. აგდი - 23, 8. შატორენარი - 23, 9. ბლანიაკი - 21, 10. როდეზი - 17.

XII ტური

ბლანიაკი-აგდი, შატორენარი-ბურგუენი, ვალანსი-ლავორი, რომანი-ლა სეინი, როდეზი-ობენა.

C ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ორი, "სენ ნაზერი" და "პერიგო" ლიდერთა შორის არიან.

შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა", რომელიც 40 ქულით მეორე ადგილზეა, მე-11 ტურში შინ დაამარცხა "ლანჟონი" - 36:16. გუჯარაიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო. "სენ ნაზერი" ლიდერ "ტიროსს" ცხრა ქულით ჩამორჩება.

38 ქულით მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "სენ ჟან დანჟელი" - 37:31. ზიბზიბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

მე-11 ტურში მოიგო ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმაც", რომელიც 16 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

ჩვენებურის გუნდმა შინ სძლია "ვანს" - 18:9. მაღალდაძე განაცხადში არ იყო.

C ჯგუფი

სენ ჟან დანჟელი-პერიგო 31:37, ტიროსი-ნუარი 51:7, სენ ნაზერი-ლანჟონი 36:16, მარმანდი-ვანი 18:9, აგეტმო-სენ ჟან დე ლუზი 21:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 49 ქულა, 2. სენ ნაზერი - 40, 3. პერიგო - 38, 4. სენ ჟან დე ლუზი - 25, 5. ლანჟონი - 25, 6. ვანი - 23, 7. აგეტმო - 18, 8. სენ ჟან დანჟელი - 18, 9. მარმანდი - 16, 10. ნუარი - 12.

XII ტური

პერიგო-ტიროსი, ნუარი-მარმანდი, ლანჟონი-სენ ჟან დანჟელი, სენ ჟან დე ლზუი-სენ ნაზერი, ვანი-აგეტმო.

კვლავ აუტსაიდერთა შორის არიან D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდები. სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერემ", რომელიც 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, შინ წააგო "ოლორონთან" - 20:23. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა, მაისურაძემ კი მე-10 წუთზე ლელო გაიტანა.

"ბაგნერეს" ერთი ქულით უსწრებს და მე-8 ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ "ლანამეზანის" დამარცხება შეძლო - 23:11. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და გუნდს 13 ქულა მოუტანა (სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა), მჭედლიშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი

მონტობანი-ლიმოჟი 33:6, კასტანე-ლურდი 35:10, ბაგნერე-ოლორონი 20:23, სენ ჟუნიენი-ლანამეზანი 23:11, ნევერი-სენ მედარი 34:8.

სატურნირო მდგომარეობა

1. მონტობანი - 45 ქულა, 2. ნევერი - 37, 3. ლიმოჟი - 29, 4. კასტანე - 26, 5. ოლორონი - 24, 6. ლურდი - 23, 7. ლანამეზანი - 22, 8. სენ ჟუნიენი - 18, 9. ბაგნერე - 17, 10. სენ მედარი - 15.

XII ტური

ლიმოჟი-კასტანე, ლურდი-ბაგნერე, ოლორონი-სენ ჟუნიენი, ლანამეზანი-ნევერი, სენ მედარი-მონტობანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია