ჯერჯერობით ფედერაციაში მხოლოდ ერთი განაცხადია შეტანილი, რომლის ავტორიც ლუკა კურტანიძეა
14 დეკემბერს, 18 საათზე იწურება განაცხადების მიღება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე.

ჯერჯერობით ფედერაციაში მხოლოდ ერთი განაცხადია შეტანილი, რომლის ავტორიც მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძეა. სხვა მსურველებს კი სურვილი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

თუმცა არაოფიციალურად კიდევ ორ კანდიდატურას ასახელებენ - გეგა გეგეშიძესა და ლექსო მოდებაძეს.

როგორც ფედერაციაში ამბობენ, ისინი პირად საუბრებში ახლაც ადასტურებენ ამ სურვილს, თუმცა ჯერ განცხადებით არ დაუდასტურებიათ.

ამასობაში ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ დაგვიდასტურა, რომ ის გენერალური მდივნის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამ ფედერაციის წესდება ცოტათი განსხვავებულია - გენმდივანსა და ვიცე-პრეზიდენტებს პრეზიდენტობის კანდიდატიც წარადგენს, როგორც თავისი გუნდის წევრებს, მაგრამ ასე ცალკეულ მსურველებსაც შეუძლიათ წილისყრაში მონაწილეობა. განცხადება ჯერ არც ჯორბენაძეს დაუწერია, თუმცა ზემოაღნიშნული სურვილი პირადად დაგვიდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციას საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაისად ივნისში უწევდა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლის შემდეგ მისმა პრეზიდენტმა, იმდროინდელმა პარლამენტარმა კახა გეწაძემ პოსტიდან წასვლა გადაწყვიტა.

მოგვიანებით ამას მისი დაპატიმრებაც დაემატა, რომელიც 20 000-ლარიანი საპროცესო გარიგებით დასრულდა; თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გეწაძე აცხადებს, რომ წილისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყრილობა 15 დეკემბერს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა