გრან-პრისთვის ფორმულა 1-ის მრბოლელთა მომზადებაში ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ, ხშირად დაპარაკობენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიური მომზადების თავისებურებეზე, მაგრამ იშვიათად განიხილავენ დიეტას, არადა, პილოტის წონა და ამტანობა დიდ როლს თამაშობს.

გრან-პრისთვის ფორმულა 1-ის მრბოლელთა მომზადებაში ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ, ხშირად დაპარაკობენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიური მომზადების თავისებურებეზე, მაგრამ იშვიათად განიხილავენ დიეტას, არადა, პილოტის წონა და ამტანობა დიდ როლს თამაშობს.

მრბოლელის წონა - მანქანის ბალანსის ნაწილია და გასულ წელს ბევრს მოუწია წონის დაგდება იმისთვის, რომ გუნდს KERS-ის მძიმე სისტემა გამოეყენებინა და ოპტიმალური წონა დაეცვა. ასევე მნიშვნელოვანია დისტანციაზე - მრბოლელის ამტანობა. აკი ჰინტსა - ცნობილი სპეციალისტია სპორტულ მედიცინაში. ის "მაკლარენში" პილოტთა მომზადების საკითხებზეა პასუხისმგებელი. სპეციალისტმა ბრიტანულ ჟურნალ F1Racing-თვის კომენტარი გაუკეთა ლუის ჰემილტონისა და ჯენსონ ბატონის დიეტას:

"სარბოლო უქმეების დროს პილოტთა დიეტის შერჩევისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - ორგანიზმში სითხის სტაბილური დონის შენარჩუნება. ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტი იმისა, რომ პროდუქტებისა და სასმელების არჩევანი მაქსიმალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ამასთან, ბევრი რამ არის დამოკიდებული სპორტსმენის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კონტროლი კალორიების მიღებაზე, რათა არ დავუშვათ წონაში არასასურველი მომატება ან დაკლება. მივესალმებით საკვებში ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომელიც ნახშირწყლებს შეიცავს. მაგალითად, ჩვენი პილოტები საუზმეზე სხვადასხვა ფაფებს იღებენ, სადილსა და ვახშამზე კი - მაკარონს.

ამასთან, საუზმის, სადილისა თუ ვახშმის წინ, რეკომენდირებულია შიმშილის მოკვლა მცირე დოზის საკვების მიღებით - ეს ენერგეტიკული ბალანსის შევსების სტაბილურობის გარანტიაა, მაგრამ აქაც საჭიროა კონტროლი - ასეთი წახემსებისთვის ზედგამოჭრილია ხილი.

გუნდების მზარეულები რჩეულ კერძებს ახვედრებენ გუნდის სტუმრებს, მაგრამ პილოტები მკაცრ დიეტაზე სხედან, რადგან მათ სულ სხვა ამოცანა აქვთ. ერთისთვის სარბოლო უქმეები - სასიამოვნო დასვენებაა, მეორესთვის - სერიოზული სამუშაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა