ორ წელიწადში ერთხელ, საუკეთესო მოცურავეები იკრიბებიან იმის გამო, რომ "მოკლე წყალზე" საუკეთესო გამოავლინონ
ორ წელიწადში ერთხელ, საუკეთესო მოცურავეები ერთად იკრიბებიან იმის გამო, რომ გამოავლინონ საუკეთესო "მოკლე წყალზე".

ახლა სწორედ ასეთი მომენტი დადგა - 12-16 დეკემბერს, 25-მეტრიანი აუზში მეთერთმეტედ გაიმართება პლანეტის პირველობა. ჩემპიონატის მასპინძელია თურქეთის ქალაქი სტამბოლი, კერძოდ, უნივერსალური კომპლექსი "სინან ერდემ დოუმი", რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს.

იმის გამო, რომ "მოკლე წყალზე" შეჯიბრებები ოლიმპიურ პროგრამაში არ შედის, იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ასეთ აუზში გამოსვლაში სპეციალიზდებიან, მთავარი ტურნირი სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატია. ამიტომაც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ათლეტები მაღალ შედეგებს აჩვენებენ, მით უმეტეს, რომ წელს პირველობაზე ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა.

"სინან ერდემ დოუმი" პირველად არ მასპინძლობს დიდ სპორტულ ღონისძიებას. 2003 წელს აშენებული და 2010 წელს რეკონსტრუირებული არენა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატსა და ჭიდაობაში პლანეტის პირველობას იღებდა. წელს კი აქ დარბაზებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა მძლეოსნობაში.

სპეციალურად ცურვის ჩემპიონატისთვის კიდევ ერთი რეკონსტრუქცია გახდა საჭირო და საკალათბურთო მოედნის ნაცვლად გაჩნდა 25-მეტრიანი საცურაო აუზი. ორგანიზატორთა თქმით, წყლის ტემპერატურის რეგულირებისთვის გამოყენებული იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიები, რითაც მოცურავეები კომფორტულად იგრძნობენ თავს მთელი ტურნირის განმვლობაში.

ასეთ კომფორტულ პირობებში გათამაშდება მედლების 40 კომპლექტი: ნახევარი მამაკაცებს ეკუთვნით, მეორე ნახევარი - ქალებს. საერთო ჯამში, თურქეთში ჩავიდა 162 ქვეყნის წარმომადგენელი.

სპორტსმენებს შორის ვხედავთ მსოფლიოს დონის მოცურავეებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. ამერიკელი რაიან ლოხტე ერთ-ერთი პრეტენდენტია იმისა, რომ მომავალი ჩემპიონატის მთავარი გმირი გახდეს. ორი წლის წინ, საემიროებში გამართულ პირველობაზე მან ექვსი ოქრო მიიღო.

ლონდონის ოლიმპიადა ლოხტემ ჩააგდო, რადგან მინიმუმ ხუთ ოქროს გეგმავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირველი ადგილი დაიკავა და კიდევ ოთხი მედალი მიიღო მეორე და მესამე ადგილებისთვის.

საერთოდ, ამბობენ, რომ 28 წლის მოცურავემ უნდა დაიკავოს მსოფლიო ცურვის მთავარი ვარსკვლავის ადგილი, რომელიც მაიკლ ფელპსის წასვლის შემდეგ განთავისუფლდა. სავსებით შესაძლებელია, რომ მან ეს ვაკუუმი უკვე ამ ჩემპიონატზე შეავსოს.

გადადება არ არგებს, რადგან ისედაც რამდენიმე წელი გაატარა ლეგენდარული მაიკლ ფელპსის ჩრდილში.

მაგრამ ლოხტეს გარდაც არიან მოცურავეები, რომელთა გამოსვლაზე ღირს დაკვირვება. ამორი ლევო, ფლორან მანოდუ, ელისონ შმიტი, კასუკე ჰაგინო - ამ მოცურავეთა უმრავლესობამ გასულ ოლიმპიადაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატის მედლებისთვის იბრძოლებენ.

სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ, გაიმართა ევროპის ჩემპიონატი "მოკლე წყალზე" და იქ ფრანგები უკონკურენციოდ იყვნენ. ბუნებრივია, ევროპულ არენაზე კონკურენცია ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოზე. ახლა საქმეში ჩაებმებიან ამერიკელები, იაპონელები, ჩინელები და შესაბამისად, ფრანგები აღარ ჩანან ისეთი მრისხანენი, როგორც კონტინენტის პირველობაზე.

ფინალების განრიგი

12 დეკემბერი

200 მ, თავისუფალი, კაცები

200 მ, ბატერფლაი, ქალები

400 მ, კომპლექსი, ქალები

4x100 მ, თავისუფალი, კაცები

4x200 მ, თავისუფალი, ქალები

13 დეკემბერი

400 მ, კომპლექსი, კაცები

50 მ, ბრასი, ქალები

100 მ, გულაღმა, კაცები

100 მ, გულაღმა, ქალები

100 მ, ბრასი, კაცები

100 მ, ბატერფლაი, კაცები

800 მ, თავისუფალი, ქალები

4x200 მ, თავისუფალი, კაცები

14 დეკემბერი

100 მ, თავისუფალი, ქალები

200 მ, გულაღმა, ქალები

200 მ, ბრასი, კაცები

50 მ, ბატერფლაი, ქალები

400 მ, თავისუფალი, კაცები

400 მ, თავისუფალი, ქალები

50 მ, თავისუფალი, კაცები

100 მ, კომპლექსი, ქალები

200 მ, კომპლექსი, კაცები

4x100 მ, კომპლ. ესტაფეტა, ქალები

15 დეკემბერი

100 მ, ბრასი, ქალები

50 მ, გულაღმა, კაცები

50 მ, ბატერფლაი, კაცები

200 მ, კომპლექსი, ქალები

4x100 მ, თავისუფალი, ქალები

16 დეკემბერი

100 მ, თავისუფალი, კაცები

50 მ, გულაღმა, ქალები

200 მ, გულაღმა, კაცები

200 მ, ბრასი, ქალები

100 მ, კომპლექსი, კაცები

100 მ, ბატერფლაი, ქალები

50 მ, ბრასი, კაცები

50 მ, თავისუფალი, ქალები

200 მ, ბატერფლაი, კაცები

1500 მ, თავისუფალი, კაცები

200 მ, თავისუფალი, ქალები

4x100 მ, კომპლ. ესტაფეტა, კაცები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა