თუ საფეხბურთო სკოლებში გადასახადი საშუალოდ 40 ლარია, საჯარო სკოლაში ფეხბურთზე ბავშვის შეყვანა მშობელს ორჯერ ნაკლები უჯდება

წესითა და რიგით, კონკურენცია ისეთი რამეა, რამაც წინსვლა უნდა მოიტანოს, ოღონდაც კონკურენცია ჯანსაღი უნდა იყოს. დაულაგებელ-დაუვარცხნელ ქვეყნებში კი სიჯანსაღე, ცოტა არ იყოს, ძვირი სანახავია.

თბილისში შვიდი ისეთი საფეხბურთო სკოლაა, ერთმანეთს მეტ-ნაკლებად კონკურენციას რომ უწევენ: "საბურთალო", "ოლიმპი", 35-ე საფეხბურთო კლუბი, "ნორჩი დინამოელი", "ავაზა", "თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია" და "ოლიმპიკი".

რა თქმა უნდა, ფუნქციონირებს სხვა სკოლებიც, თუმცა ეს შვიდეული მათგან გამორჩეულია პოპულარობითა თუ პირობებით.

ცხადია, ამ შვიდეულიდან ყველას აქვს თავისი პლუს-მინუსები და კონკურენციასაც ეს განაპირობებს, მაგრამ ამით არ მთავრდება პაექრობა - შვიდეულს უკვე საკმაოდ ანგარიშგასაწევი კონკურენტები გამოუჩნდნენ - ფიზკულტურის მასწავლებლები.

და როგორ შეიძლება, რომ საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი გახდეს ტრადიციული საფეხბურთო სკოლის კონკურენტი?

ამ შემთხვევაში ყველაფერს კალკულაცია განაპირობებს. საფეხბურთო სკოლაში ბავშვის მიყვანა მშობელს საშუალოდ თვეში 40 ლარი უჯდება. ამას ემატება მგზავრობის ხარჯი, იხარჯება დროც საფეხბურთო სკოლაში მისვლა-მოსვლისთვის. მგზავრობაც დამღლელია ჯერ საჯარო სკოლაში, იქიდან კი საფეხბურთო სკოლაში მოსიარულე ბავშვისთვის.

ყოველივე ეს კარგად ესმის საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელიც ეუბნება მშობელს, რომ თავის დროზე ის ფეხბურთელი იყო, უთამაშია ამა და ამ საფეხბურთო სკოლის გუნდში, ანუ აქვს ფიზკულტურის მასწავლებლის დიპლომი და კიდევ საფეხბურთო გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, თუ საფეხბურთო სკოლაში გადასახადი 40 ლარია, საჯარო სკოლაში ფეხბურთზე ბავშვის შეყვანა მშობელს ორჯერ ნაკლები დაუჯდება.

თანაც, ბავშვს მგზავრობა აღარ მოუწევს, უამინდობის შემთხვევაში კი ფიზკულტურის მასწავლებელი მას საფეხბურთო გაკვეთილებს ფიზკულტურის დარბაზშიც ჩაუტარებს.

საფეხბურთო სკოლაც ვეღარ სთავაზობს მშობელს უკეთეს პირობებს, რადგან გადასახდელი აქვს არაერთი ოფიციალური გადასახადი, - წყლის, მიწის... გადასახდელი აქვს ხელფასები თავისი საშემოსავლოთი...

ფიზკულტურის მასწავლებელი კი, ფაქტობრივად, არაფერს იხდის, მოედანი და დარბაზი სკოლის არის და სხვა ხარჯიც, ალბათ, არ აწვება.

საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები იმაზეც ჩივიან, რომ საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს თვეში 1000-1500 ლარი გამოსდის ჯამაგირი საფეხბურთო სექციებიდან, მაშინ, როცა საფეხბურთო სკოლების მწვრთნელთა ხელფასი ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლებია.

როგორც შევიტყვეთ, საფეხბურთო ტურნირები საჯარო სკოლებს შორისაც იმართება, ანუ მშობელი იმითაც კმაყოფილია, რომ მისი შვილი შეჯიბრებებშია ჩაბმული და მის საგულშემატკივროდ წასვლა შეუძლია.

მოკლედ, კონკურენცია გამძაფრებულია ბავშვთა ფეხბურთის სამყაროშიც.

არა მგონია, რომ ფიზკულტურის მასწავლებლებს ფეხბურთის ფედერაციისგან გაცემული C ლიცენზია ჰქონდეთ და თუ ამაზე ჩამოუგდებ სიტყვას, პასუხიც აქვთ: სად იყო ადრე ლიცენზიები, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები მაინც მოდიოდნენ, სამწვრთნელო ცოდნას მხოლოდ დიპლომი არ განაპირობებსო.

როგორ დარეგულირდება ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, არადა, თემა ძალიან სათუთია: ბავშვები!

კარგად დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებში ბავშვის ფეხბურთზე სიარული თითქმის უფასოა - პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის აკადემია ამაში ფულს არ იღებს, მუნიციპალურ საფეხბურთო სკოლებში კი გადასახადი ან არ არის, ან კიდევ სიმბოლურია, - დაახლოებით 20 ევრო.

ჩვენთან არსებული კონკურენტული გარემოს დარეგულირებას კატეგორიულად ალბათ ვერც ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვ, ვერც საფეხბურთო კლუბებს და ვერც სახელისუფლებო სტრუქტურებს. აქ უფრო კეთილი ნებაა საჭირო ყველა მხრიდან.

შესაძლოა, ზოგი ფიზკულტურის მასაწავლებელი ზოგი საფეხბურთო სკოლის ზოგ მწვრთნელს სჯობდეს ფეხბურთის ცოდნით, ბავშვისადმი უკეთესი პედაგოგიური მიდგომით, მაგრამ მშობელი რომ გადასახადის ოდენობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვერ უნდა იყოს სწორი მიმართულება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს

ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით

ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან

"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში

ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...

ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის

გადასახადი მოიტანე? - ჰკითხა მწვრთნელმა ბავშვს

kkk
მშვენიერი იდეაა. ან აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა საზოგადოებამ ეს გამოსავალი. ქართულ ფეხბურთში მთავარი პრობლემა ბავშვთა ფეხბურთშია. სიდუხჭირის გამო ბავშვები ფეხბურთძე (და არამარტო ფეხბურთზე) ვეღარ დადიან. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სიჭინავა ერთერთ გადაცემაში თავს იმართლებადა - საქართველოში ფეხბურთზე სულ რაღაც 20-30 ათასი ბავშვი დადისო. ჰოდა ახლა უფრო მეტი ითამაშებს. მერე რა, რომ ფიზკულტურის მასწავლებლებს ლიცენზია არ აქვთ? საფეხბურთო კლუბების მწვრთნელებს რომ აქვთ რა ვერ აფერისტობენ? როგორ? აი თუნდაც ეგრეთ წოდებულ "ზბორებზე". "ზბორები" საერთოდ რაიმე ტურნირის წინ იმართება, რათა მოთამაშეებმა რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობას მიაღწიონ. ივნის-ივლისში "ზბორებს" ატარებენ და მერე სექტემბერ-ოქტომბრამდე ითხოვენ ბავშვებს. სად ატარებენ? ქობულეთში, ბათუმში და პაპანაქება სიცხეში წელში წყვეტენ. ზამთარში ბაკურიანში მიჰყავთ. რა უნდა აკეთონ ფეხბურთელმა ბავშვებმა ზამთარში ბაკურიანში? ბურთით მუხლებამდე თოვლში ვერ ივარჯიშებენ, მწვრთნელმა კი მშობლის წინაშე როგორმე რომ გაამართლოს 400-500 ლარიანი "ზბორები" გამოსავალი რაში უნდა იპოვნოს? რაში და ავარჯიშებს ფიზიკურ მომზადებაში დღეში ორჯერ. აძლევს გაუმართლებელ დატვირთვებს პატარა ბავშვებს და მერე ეს ბავშვები 17-18 წლისები რომ ხდებიან ეწყებათ მუდმივი ტრავმები, ხან მყესი, ხან მენისკი, ხან პახი და ა.შ. 12-13 წლამედე ბავშვებისთვის მიუღებელია ზედმეტი, რაიმე სახის ფიზიკური დატვირთვები. ჰოდა არბენინოს და ათამაშოს ფიზკულტურის მასწავლებელმა და თუ მშობელი დაინახავს, რომ მისი შვილი რაიმე განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და მასაც ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია წაიყვანოს მერე ნებისმიერ კლუბში. ძალიან კარგი იდეაა ეს და სულ არ მაინტერესებს მე პირადად თუკი რომელიმე ბავშვთა საფეხბურთო კლუბი შეეწირება ამ იდეას.
Walkabout
საინტერესო სტატიაა მაგრამ გამოსავალი რაა ამ სიტუაციიდან ის არ წერია... თუმცა არაფერი ცუდი არ არის იმაში რომ ფიზკულტურის მასწავლებელმა ფეხბურთის მწვრთნელობას მოკიდოს ხელი და ავარჯიშოს ბავშვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ამ ბავშვების უმრავლესობამ შეიძლება საერთოდ ვერ იაროს ფეხბურთზე... ამ ლიცენზიების საბაბად მოტანა კიდევ საერთოდ უაზრობაა, რადგან უამრავი მწვრთნელი ვიცი ვინც ლიცენზიის აღების შემდეგ იმავე კვალიფიკაციისაა რაც მანამდე იყო და ლიცენზიის მიღებით მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი შემატებია ცოდნის თვალსაზრისით... ზემოთ გამოსავალი ვახსენე და ამ სიტუაციიდან და კიდევ მრავალი ჩვენს ფეხბურთში და არა მარტო ბავშვთა ფეხბურთში არსებული პრობლემებიდან გამოსავალია კერძო საფეხბურთო სკოლების საერთოდ არარსებობა,ანუ მათ მაგიერ კლუბების მიერ საკუთარი მძლავრი, უფასო ან მცირე გადასახადიანი მინიმუმ 500-600 ბავშვიანი სკოლების შექმნა ან დღევანადელი კერძო სკოლების თავის სტრუქტურებში გაწევრიანება... ამ კლუბების საკუთრებაში არსებული სკოლები არ იქნება მოგებაზე გათვლილი და გადასახადის არსებობის შემთხვევაშიც ფინანსურად იქნება მხოლოდ საკუთარი თავის შენახვაზე ორიენტირებული, ანუ გადასახადი არ აცდება 20-30 ლარს... დაახლოებით ასეთი აკადემიები აქვთ დინამოს და ტორპედოს, მაგრამ ამ სკოლებში ბავშვთა რაოდენობაა ცოტა, საჭიროა გაზარდონ მასშტაბები და სხვა კლუბებმაც მიბაძონ... საკანონმდებლო ამბავშიც თუ გაუკეთდებათ შეღავათები ამ კუთხით კლუბებს მაგარი საქმე იქნება... და მშობლების ფინანსურად ხელმისაწვდომობის, ფეხბურთზე მეტი ბავშვის შესვლის და მასობრიობის გარდა ეს ყველაფერი გადაწყვიტავს ჩვენი ფეხბურთისთვის დღეისათვის აქტუალურ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, ახალგაზრდულ ასაკში სკოლების მიერ საკუთარი შეხედულებებით ნიჭიერი ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანას, რითაც ვერავითარ სარგებლობას ვერ იღებენ ჩვენი კლუბები, მათთვის იკარგება მილიონობით შემოსავალი და ამ ბავშვების გაყიდვისგან მიღებული თანხები მიდის მხოლოდ სკოლის დირექტორის და აგენტების ჯიბეებში...
misha
პრობლემა?!რა არის პრობლემა,სკოლის მასწავლებლებმა რომ მოკიდეს ხელი იმას,რაც სახელმწიფომა და სპეციალისტებმა მოკლეს?!მერე რისთვის,რომ ფული ეკეთებინა?!მაშინ არ გახსოვდათ რომ ბავშვებს ეხებოდა საქმე?!რაო,ფული შემოაკლდათ ვიღაც-ვიღაცეებს?!და სად არის ამ მიდგომაში ბავშვების ინტერესი?!დაეხმარეთ მაგ მასწავლებლებს ყველანაირად,ხელი შეუწყეთ მათ პროფესიულ ამაღლებას,მათ საქმიანობას,რომ ფეხბურთი დაუბრუნდეს ერს,ბავშვებს,და ბავშვები დაუბრუნდნენ ფეხბურთს,რომ გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი;ვერ ხედავთ რომ მკვდარია საქართველოში სპორტის ეს ულამაზესი სახეობა?!ვერ ხედავთ როგორ ენატრებათ საქართველოში ფეხბურთის ახლად დაბადება?!რა ფული,რის ფული?!სირცხვილია!!!ყველა გაერთიანდით და ყველას მიეცეს საშუალება,რომ აკეთოს რის გაკეთებაც შეუძლია და ისწავლეთ ერთმანეთის დახმარება,რომ ჯანმრთელი გარემო ჩამოყალიბდეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.ნუ გეშინიათ საქმოსნებო,თქვენი სკოლებისთვის(თუ ფულის მანქანებისთვის)მუდამ მოიყვანენ ბავშვებს შეძლებული ხალხი,სხვასაც აცალეთ რაღაც.
1234568778
თუ არ მაქვს საშუალება რომ ხსენებულ სკოლებში ვატარო ბავშვი რა ვქნა ქუჩაში დგომისთვის გავწირო?! მაინტერესებს |თქვენი აზრი
guja_kakhadze
საფეხბურთო სკოლებში მწვრთნელებს ხელფასი ძალიან დაბალი აქვს. შედეგებიც შესაბამისია!!!!
pele
ბევრი დიდი ფეხბურთელი ასფალტზე გაიზარდა. დღეს თითქოს ყველა პირობაა კარგი ფეხბურთელების გასაზრდელად, მაგრამ ვარსკვლავები არ ჩანან. "ზნაჩიტ" საქმე მწრთვნელებშია. მაშ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს ფიზკულტურის მაზწავლებელი გაზრდის თუ დიპლომიანი მწვრთნელი?!
Beqa
აქვე ვიტყვი, იმასაც არ ვეთანხმები, რომ ფისკულტურის მასწავლებელმა ავარჯიშოს ბავშვები, და კიდევ ბევრი ვიცი რომლებიც უბნის ხელოვნურ მოედნებზე "ავარჯიშებენ" ბავშვებს :)
Beqa
ბოლო წინადადებას შევცვლიდი :) "მშობელი რომ გადასახადის ოდენობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვერ უნდა იყოს სწორი მიმართულება" ვერ უნდა იყოს და არც არის, თუმცა გასამართლებელია ისედაც უჭირს ხალხს (უმეტესობას) და კიდევ ამხელა გადასახადები საფეხბურთო სკოლებში... უფრო ზუსტად, სწორი მიმართულება ის არ არის რომ ამხელა გადასახადებს ითხოვენ საფეხბურთო სკოლები (ეს რა მიზეზით ეგ უკვე სხვა საკითხია) და არა ის, რომ მშობელს სადაც "იაფი უჯდება" იქ მიჰყავს შვილი..
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია