შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ჩვენებურებს ყურადღება მივაქციოთ
ბოლო დროს იმდენი უცნობი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა, შეუძლებელია, ყველას თვალყური რომ მივადევნოთ. თუმცა, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ჩვენებურებს ყურადღება მივაქციოთ.

ლვოვის "კარპატი" ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელებით უფრო და უფრო ხშირად ინტერესდება. ბუბა დაუშვილისა და ლევან ყენიას შემდეგ, ახლახან გუნდში 19 წლის მახარე ახალაია ჩაირიცხა.

ამ ნახევარმცველს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. მახარე ზუგდიდელია, მაგრამ თბილისში, ორთაჭალაში ცხოვრობდა და "ნორჩ დინამოში" ვარჯიშობდა. მერე ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, მცირე ხანი - მოსკოვის ცსკა-ს სკოლაშიც.

მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა ვერ მიიღო და კლუბში ჩარიცხვისას პრობლემები შეექმნა. 2011 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ნახევარი წელი "გაგრას" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა.

ლვოვში კი წლეულს წავიდა და სექტემბრის ბოლოს "კარპატის" დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, მაგრამ განაცხადში ახალი წლიდან შეიყვანენ. ამ შემთხვევაში მოქალაქეობის პრობლემა აღარ შექმნია, რადგან უკრაინული პასპორტი აიღო და გზა გაეხსნა - 19 წლის ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია.

შეგახსენებთ, რომ "კარპატის" დუბლშემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ირიცხება - ამბროსი ჩაჩუა, 1994 წელს დაბადებული ნახევარმცველი უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი იყო.

ქართველი გუშემატკივრებისთვის ასევე უცნობი ფეხბურთელია დავით მაკარაძე, რომელიც 1995 წელს არის დაბადებული და ცენტრალური თავდამსხმელია.

მაკარაძე ამჟამად პოლონეთის მეორე დივიზიონის "ვიგრი სუვალკიში" ვარჯიშობს.

"კლუბში 6 თვის წინ ჩავირიცხე. რადგან 18 წლამდე თამაშის უფლება არ მქონდა, სეზონის დასრულებამდე სინჯებზე ვარშავის "პოლონიასა" და "ლეგიაში" ვცადე ძალები. მითხრეს, რომ ორივე კლუბის მწვრთნელებს მოვეწონე.

ახლა შესვენებაა და საქართველოში დავბრუნდი. შესაძლოა, რომელიმე მათგანში იანვარში ან 6 თვის შემდეგ ჩავირიცხო.

საქართველოში თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ვვარჯიშობდი, მერე ვასილ მაისურაძესთან თბილისის "დინამოში" და 17-წლამდელთა ნაკრებშიც რამდენჯერმე მიმიწვიეს", - გვითხრა მაკარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველების გაწვევა უკრაინის ნაკრებებში

GAGA
ES ARIUS SAQARTVELOS PEXBURTI BEVRI PRESPEKTIULI PEXBURTELEBI ARIAN SAZGVARGARET DA MAGITOM ARIS SAQARTVELOS PEXBURTI CHAMORCENILI
MM
Gega აუცილებლად დაგვიკავშირდი რედაქციაში და იკითხე მერაბ მამულაშვილი
Gega
კიდევ მრავლად არიან უცნობი ფეხბურთელები .. მაგალითად 1994 წელს დაბადებული ნიკა ფურცელაძე რომელიც ჰამბურგის 20 წლამდე გუნDში თამაშობს ძირითად შემადგენლობაში წინა წელს ჩემპიონები გახდნენ.. საქართველოს ნაკრებში თამაში უნდოდა ჩამოუსლი იყო ზაფხულში და კახა კაჭარავამ 45 წუთი ათამაშა ამხანაგურში და არ აიყვანა აგრესიულად თამაშობო)) არადა ცენტრალური მცველიააა... და წელს გერმანიის 19 წლამდე ნაკრებში აიყვანეს... ესაა რეალობაა...
nika2587
მიდით ბიჭებო მიდით! ვასახელოთ ქართველები
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა