სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტში 8 დეკემბერს გორში გამართული ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩის მსაჯობის პერიპეტიებს განიხილავენ
13 დეკემბერს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტში სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გორში გამართული ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩის მსაჯობის პერიპეტიებს.

შეგახსენებთ, რომ შიგადაშიგ მთავარი არბიტრის, ოთარ ხეცაძის "ტექნიკურ" ქმედებებს პირველი ტაიმის მიწურულს მხარი კარსუკან მყოფმა არსენ ნონიკაშვილმაც აუბა და ქუთაისის "ტორპედოს" კარში 11-მეტრიანი არ დაანიშნინა.

გთავაზობთ იმ წერილის სრულ ვარიანტს, რომელიც ს/კ "დილამ" სფფ-ის პრეზიდენტის სახელზე გააგზავნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დომენტი სიჭინავას

2012 წლის 8 დეკემბერს გამართული ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობდა.

ასპარეზობა ჩატარდა მსაჯების უხეში შეცდომებით, რამაც მის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. კერძოდ, პირველი ტაიმის მიწურულს "დილას" ფეხბურთელ რომან ახალკაცს სტუმართა მცველი ზაზა ჭელიძე აშკარა წესების დარღვევით აქცევს საკუთარ საჯარიმოში, რაზეც შემთხვევის ადგილიდან ორიოდე (!) მეტრში მყოფმა ე.წ. დამატებითმა მსაჯმა არსენა ნონიკაშვილმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა.

მის მიკერძოებულ უმოქმედობას დაეთანხმა მთავარი არბიტრი ოთარ ხეცაძეც, რომელმაც ისარგებლა რა მისებრ დაბალი კვალიფიკაციის კოლეგის "დიაგნოზით", მასპინძელთა სასარგებლოდ არ დანიშნა ასპროცენტიანი პენალტი.

ამას გარდა, მატჩის 52-ე წუთზე გაფრთხილებული "ტორპედოს" ნახევარმცველი მერაბ გიგაური, 72-ე წუთზეც იმსახურებდა ყვითელ ბარათს.

ჩვენს მიერ მოწოდებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, როგორ შეაჩერა მან საკუთარ ნახევარზე მაისურის მოქაჩვით "დილას" ფეხბურთელი, რომლის აქტიურობას სავსებით შეიძლებოდა მოჰყოლოდა საგოლე შეტევა.

ჩვენი თხოვნაა, ჩვეული პრინციპულობითა და ობიექტურობით განიხილოთ მომხდარი ეპიზოდები და შესაბამისი ვერდიქტის გამოტანით აღარ დაუშვათ ასეთი დაბალი დონისა და წლების განმავლობაში მიკერძოებულობაში შემჩნეული ინდივიდების ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე სამსაჯოდ მივლინება.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის

საფეხბურთო კლუბ გორის "დილას"

დირექტორი: (ზ. დალაქიშვილი)

ასევე იხილეთ:

საქართველოს უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

დილა-ტორპედო 0:1 - მარცხი და აურზაური გორში [VIDEO]

chelsea
უბრალ სასაცილოა,ზესტაფონს ფინალი რითინ მოუგეთ,მოგაგებიატ მსაჯებმა,დ კიდვე ერთი ტორპედობ დინამოსთნა მსაჯება წააგებეს პირველი მატცი ხოლო მეორე კი მსჯებმა აი ძალინ დაამთავრეს ნიჩია
bibo
რა წაიღეთ ტვინი თქვენი ზესტაფონით იმის მერე რამდენჯერ მოუგო დილამ?
goderdzi
"ზესტაფონთან" თასის ფინალის მსაჯობას არ აპროტესტებენ ?!
bibo
უნდა დაისაჯონ ეგ მშიშარა მსაჯები დინამოს ლეკვები ეგენი.თორე შეიძლებოდა მაგ თამაშის მოგება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის