მარსელის "ოლიმპიკმა" კორსიკაზე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ურთულესი მატჩი მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა
მარსელის "ოლიმპიკმა" კორსიკაზე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ("ბასტია" ქომაგების ცუდი ქცევის გამო დასჯილია) ურთულესი მატჩი მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა.

სტუმრებმა მატიო ვალბუენას და ანდრე აიუის გოლების წყალობით იმარჯვეს.

"ბორდოს" და "ბლექბერნის" ყოფილმა ფორვარდმა ანტონი მოდესტემ სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ "ბასტიას" დრო აღარ ეყო და "მარსელმა" გასვლაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო ელი ბოპი: "მაყურებლის გარეშე თამაში ძალიან უცნაური იყო. დღეს საკმაოდ კარგად გავისარჯეთ, მაგრამ პირველ ტაიმში მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. უკანასკნელ პერიოდში სტუმრად კარგად ვთამაშობთ, რაც კარგია, მაგრამ სახლში ასეთივე თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. წარმატების მისაღწევად საჭიროა სტაბილურობა, რაც ბოლო დროს აშკარად გვაკლია".

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ლიონში, სადაც "სტად ჟერლანზე" სათამაშოდ საფრანგეთის ყველაზე სუსტი გუნდი ჩავიდა. "ნანსის" ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვება (პირველ ტურში "ბრესტთან") აქვს მოპოვებული.

მიუხედავად ამისა და მიუხედავად "ლიონის" კარგ ფორმაში ყოფნისა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს (ჟორდან ლოტიე).

მასპინძლებმა მიშელ ბასტოსის გოლით წონასწორობა კი აღადგინეს, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, რითაც "პარი სენ ჟერმენს" და "მარსელს" სატურნირო ცხრილში მიახლოვების საშუალება მისცეს.

"დღეს ბიჭებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც შეუძლიათ, მაგრამ გარდა ამისა, ასევე, არ გაგვიმართლა. საგოლე მომენტებს თავი რომ დავანებოთ, ორი დაუგეგმავი ცვლილების განხორციელება მომიხდა - რევეიეს გარდა, პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ლაკაზეტიც ტრავმის გამო შევცვალე. რთული სათქმელია, შეძლებენ თუ არა ისინი კვირას "პარი სენ ჟერმენთან" თამაშს". - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლიონის" მწვრთნელმა რემი გარდმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო, მე-18 ტური ამ შაბათ-კვირას გაიმართება და როგორც უკვე მიხვდით, ტურის ცენტრალური შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" შედგება, სადაც პსჟ "ლიონს" უმასპინძლებს, თუმცა ამაზე ვრცლად 15 დეკემბრის ნომერში ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა