ესპანეთის თასის ადრეული ეტაპიდან ბილბაოს "ატლეტიკი" მესამე რანგის გუნდმა გამოაგდო!
ესპანეთის თასის ადრეული ეტაპიდან ბილბაოს "ატლეტიკი" მესამე რანგის გუნდმა გამოაგდო!

ლეო მესიმ მორიგი დუბლი შეასრულა და 2012 წელს გოლების რაოდენობა 88 გაუხდა; მადრიდის "რეალმა" წააგო (!) და რომ არა რონალდოს გოლი, საპასუხო მატჩის წინ ძალზე საშიშ მდგომარეობაში ჩავარდებოდა; მადრიდის "ატლეტიკომ" და "სევილიამ" თითქმის ყველაფერი გადაწყვიტეს პირველ რაუნდში - ასეთია ოთხშაბათის მატჩების მოკლე დახასიათება.

ობსტრუქცია ოდინდელ გმირს

ბასკური "ეიბარი" სეგუნდა "ბ" დივიზიონის ბინადარია. ეს გუნდი 1940 წელს შეიქმნა, თუმცა ლა ლიგაში ერთხელაც არ უთამაშია. ამ გუნდის მიღწევა 2004/05 წლების სეზონში მე-4 ადგილია, როცა ბასკებს 3 ქულა დააკლდათ და მათ ნაცვლად "ალავესი" ავიდა ელიტაში.

და აი, ასეთმა გუნდმა ბილბაოს "ატლეტიკს" მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით "კოპა დელ რეის" მერვედფინალის საგზური წაართვა და "მალაგასთან" რანდევუ დაიმსახურა.

მარსელო ბიელსამ "მოახერხა" ის, რაც "ატლეტიკს" 20 წლის დავიწყებული ჰქონდა, ბოლოს მესამე რანგის გუნდმა ბასკური გრანდი 1992 წელს გამოთიშა თასიდან (ეს გუნდი "ხერესი" იყო).

აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ლორენტე სტარტერი იყო, მაგრამ "სან მამესმა" ერთ დროს მთავარ გმირს ისეთი ობსტრუქცია მოუწყო, რომ ბიელსა იძულებული გახდა, ლორენტე შესვენებაზე შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ "მეფე-ლომმა" განაცხადა, რომ როცა კი კონტრაქტი დაუსრულდება, მისი ფეხი არ იქნება "ატლეტიკში".

ამის მერე ლორენტეს გულშემატკივრები სტვენით აჯილდოებენ ხოლმე. სხვათა შორის, სწორედ მისმა შემცვლელმა არიც ადურისმა გაიტანა თამაშის მიწურულს, თუმცა ამ გოლმა "ბილბაო" სირცხვილისგან ვერ იხსნა.

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ძალიან დამწუხრებული ვარ, ამ მარცხს ახსნა და გამართლება არა აქვს".

მესის დუბლით

კორდობაში "ბარსელონას" ვიზიტს ქალაქში ნამდვილი ზეიმი მოჰყვა. დიდი აჟიოტაჟი იყო სტადიონზეც. ერთადერთი, რაც ამ განწყობას არ შეეფერებოდა, მინდვრის საფარი იყო.

ამის მიუხედავად, ლეო მესის შეჩერება ვერავინ შეძლო - ლეგენდარულმა არგენტინელმა ტაიმებში თითო გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. არბიტრი დელ სერო გრანდე მართალი იყო, როცა "კორდობას" გოლი გააუქმა თამაშგარე მდგომარეობის გამო. საპასუხო მატჩი წმინდა ფორმალობაა.

რაფა ბერხესი (კორდობა): "ვფიქრობ, ერთი გოლი დავიმსახურეთ".

ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "ძალიან კმაყოფილი ვარ დავიდ ვილიას თამაშით. მესის ერთი გოლი მისი დამსახურებაა".

მოურინიოს მეექვსე მარცხი

ამ სეზონში ჟოზე მოურინიომ უკვე მეექვსედ (!) წააგო. ცოტა არ იყოს, მეტისმეტია. ამჯერად "სამეფო კლუბი" ვიგოში დამარცხდა "სელტასთან".

"ბალაიდოსი" ესპანეთის იმ იშვიათ სტადიონთაგანი იყო, სადაც კრიშტიანო რონალდოს გოლი არ გაეტანა. მატჩის ბოლო წუთებზე, 0:2-ზე პორტუგალიელმა მეგოლემ გაიტანა და "რეალი" ამ დაპირისპირებაში ისევ ფავორიტად აქცია.

"სელტას" შუახაზში ძალიან პროდუქტიული იყო ბორხა ოუბინია. მასპინძლები მარიო ბერმეხომ და კრისტიან ბუსტოსმა დააწინაურეს. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის დარტყმა იყო აღსანიშნავი - ყუმბარისებური, რომლის წინააღმდეგაც ადანმა ვერაფერი გააწყო.

კიდევ ერთი ცუდი ამბავი "რეალისთვის": პირველ ტაიმში ტრავმა ქარიმ ბენზემამ მიიღო და გუნდი კვირის მატჩისთვის ახალგაზრდა მორატას იმედზე დარჩა ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

პაკო ერერა (სელტა): "ჩვენი გამარჯვების მიუხედავად, მეტოქე ამ წყვილის ფავორიტად რჩება".

ჟოზე მოურინიო (რეალი): "სელტა" მომეწონა, მათ დამსახურებულად მოიგეს".

კაპაროსი არ გააგდეს?

ხოაკინ კაპაროსმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები "მალიორკაში". თუ ასე გაგრძელდა, ბალეარული კლუბი ლა ლიგიდანაც გავარდება, თან ამას ჩემპიონატის დასრულებამდე გაიფორმებს. საოცარია, მაგრამ გუშინ საღამოს კაპაროსი ჯერ კიდევ არ იყო მოხსნილი. მიჩელის გუნდმა სტუმრად 5:0 იმარჯვა და ამ დაპირისპირებაში ყველაფერი გადაწყვიტა.

ხოაკინ კაპაროსი (მალიორკა): "მე მჯერა ამ ფეხბურთელებისა და იმისიც, რომ ჩემი კიდევ სჯერათ კლუბში".

მიჩელი (სევილია): "ჩვენ დღეს "სევილიას" მრისხანე მხარე ვნახეთ, რომელსაც ეს გუნდი ხანდახან გამოაჩენს ხოლმე, ჩემი სურვილია, მუდამ ასე იყოს".

ფალკაომ ბარსამდე დაისვენა

მადრიდულ დერბიში "ატლეტიკოს" დიეგო კოშტას შემართებაც ეყო "ხეტაფეს" გასანადგურებლად, რადამელ ფალკაომ კი "ბარსელონასთან" მატჩის წინ დაისვენა.

ბრაზილიელმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუ ის საკუთარ ემოციებს აკონტროლებს, თამაშის მიმდინარეობის გარდატეხა შეუძლია. მის ანგარიშზე დუბლია, ერთიც მისმა თანამემამულე მცველმა ფილიპე ლუიშმა გაიტანა.

ლუის გარსია (ხეტაფე): "ჩვენ დაპირისპირება 15-წუთიან მონაკვეთში წავაგეთ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "თასს პატივი უნდა ვცეთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რჩება საპასუხო შეხვედრაც".

1/16-ფინალი. საპასუხო მატჩი

ბილბაო-ეიბარი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 არუაბარენა (73-პენ), 1:1 ადურისი (88)

შენიშვნა: ეიბარი მერვედფინალში გავიდა და 19 დეკემბერს "მალაგასთან" ითამაშებს.

მალიორკა-სევილია 0:5

გოლები: 0:1 ნეგრედო (13), 0:2 ნეგრედო (18), 0:3 მედელი (26), 0:4 ბოტია (47), 0:5 ლუნა (84)

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ა. კონსეისაო (46. ბიგასი), ჟერომელი, კევინი - მარტი, ფონტასი - მ. ფერნანდესი (46. კრისტეტო), ჯოვანი დოს სანტოსი, ალფარო (80. ბრანდონი) - არისმენდი.

სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, ბოტია, ფასიო, ფ. ნავარო - მედელი, კონდობია (65. ერვასი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (51. ლუნა), დელ მორალი - ნეგრედო (46. რეიესი).

საპასუხო მატჩი 9 იანვარს

კორდობა-ბარსელონა 0:2

გოლები: 0:1 მესი (11), 0:2 მესი (74)

კორდობა (4-2-3-1): საისარი - ხ. ფერნანდესი, გასპარი (81. დამიანი), ალბერტო, ფუენტესი - გარაი, კაბალიერო - პედრო, ვიკო (87. აინა), დუბარბიე - რენელია (62. პატინიო).

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში (77. მონტოია), პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, სონგი, ტ. ალკანტარა - ვილია (83. ტელიო), მესი, პედრო (66. სანჩესი).

საპასუხო მატჩი 8 იანვარს

სელტა-რეალი 2:1

გოლები: 1:0 ბერმეხო (55), 2:0 ბუსტოსი (77), 2:1 რონალდო (86)

სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, კრონ-დელი - ა. ფერნანდესი, ბერმეხო (83. ვილა), პარკი (63. დე ლუკასი) - ასპასი (74. ბუსტოსი).

რეალი (4-2-3-1): ადანი - ვარანი, პეპე, რ. კარვალიო, არბელოა - ესიენი (64. კაკა), ჩაბი ალონსო - დი მარია (46. იოზილი), მოდრიჩი, რონალდო - ბენზემა (32. კალეხონი).

საპასუხო მატჩი 9 იანვარს

ატლეტიკო-ხეტაფე 3:0

გოლები: 1:0 დ. კოშტა (18-პენ), 2:0 ფილიპე ლუიში (79), 3:0 დ. კოშტა (87)

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - კოკე, არდა თურანი (89. ტიაგო), ადრიან ლოპესი (16. რ. გარსია) - დ. კოშტა (91. მანკილიო).

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, აბრაამი, ალექსისი, მ. ტორესი - ხ. როდრიგესი, ლასენი (76. ხ. ტორესი) - პედრო ლეონი, ბარადა (65. ა. ვასკესი), ლაფიტა - დ. კასტრო (79. გავილანი).

საპასუხო მატჩი 10 იანვარს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!