ბრიტანულმა ყოველკვირეულმა Autosport-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა
საინტერესო კვლევა ჩაატარა ბრიტანულმა ყოველკვირეულმა Autosport-მა. მან გაარკვია - როგორ დასრულდებოდა 2012 წლის სეზონი, ტოპ-გუნდებს მთელი ჩემპიონატი ტექნიკური პრობლემების გარეშე რომ გაევლოთ. ამისთვის საჭიროა გავიხსენოთ ყველა ტექნიკური პრობლემა ან პიტსტოპებზე შექმნილი სირთულეები.

მაგალითად, სებასტიან ფეტელმა ვერ მოიგო რბოლა ვალენსიაში, სადაც გენერატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო გამოეთიშა ბრძოლას. ლუის ჰემილტონს არ გაუმართლა ბარსელონაში (მისმა გუნდმა დაუშვა შეცდომა კვალიფიკაციაში), სინგაპურსა და აბუ დაბიში (გაფუჭდა გადაცემათა კოლოფი და ელექტროობა)... ამ შემთხვევაში, ლუისს ექნებოდა შვიდი გამარჯვება, ფეტელს - ხუთი, ჯენსონ ბატონს - ოთხი და მარკ უებერს - ორი.

რეალური სურათი კი ასეთი იყო - ფეტელს ხუთი მოგება, ჰემილტონს - ოთხი, ფერნანდო ალონსოსა და ბატონს - სამ-სამი, უებერს - ორი, ნიკო როსბერგს, პასტორ მალდონადოსა და კიმი რაიკონენს - თითო.

ეს ვარაუდები შემდეგ ფაქტორებს ეფუძნება: რომ არა ბატონის პრობლემები ჩინეთში პიტსტოპის დროს, მაშინ ის და არა როსბერგი მოიგებდა რბოლას.

ბარსელონაში მთავარ პრიზს არა მალდონადო, არამედ ჰემილტონი აიღებდა, რომელიც პოულიდან სტარტის შემდეგ დომინირებდა ტრასაზე; ვალენსიაში გაიმარჯვებდა ფეტელი და არა ალონსო, სინგაპურში - ჰემილტონი და არა ფეტელი, აბუ დაბიში კი ჰემილტონი და არა რაიკონენი.

თუ გამოვრიცხავთ საიმედოობის პრობლემებსა და გუნდების შეცდომებს, მივიღებთ უფრო ნათელ სურათს ბოლიდებისა და პილოტების კონკურენტუნარიანობის მხრივ.

რომ არა ტექნიკური მიზეზებით რბოლებიდან გამოვარდნა, ბოლო ეტაპის წინ ლიდერად ფეტელი მოგვევლინებოდა. მასთან 13-ქულიანი ჩამორჩენა ექნებოდა ჰემილტონს, ალონსო კი უკვე ვეღარ მიიღება მონაწილეობას საჩემპიონო რბოლაში, რადგან ფეტელთან 56 ქულით იქნებოდა ჩამორჩენილი.

თუ ბრაზილიის რბოლის შედეგებს გავითვალისწინებთ, ჩემპიონი ფეტელი გახდებოდა 298 ქულით. ჰემილტონს მასზე ორით მეტი მოგება ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ 277 ქულით დაასრულებდა ჩემპიონატს.

მაგრამ სან პაულუს რბოლაში, სანამ ნიკო ჰიულკენბერგი ჰემილტონს დაეჯახებოდა, ლუისს ექნებოდა სეზონში მერვე რბოლის მოგებისა და პირად ჩათვლაში ფეტელის გასწრების შანსი - 302 ქულა სებასტიანის 296 ქულის წინააღმდეგ. უებერს რომც გაეტარებინა ფეტელი, გერმანელი მხოლოდ 298 ქულას დააგროვებდა.

ჰიულკენბერგი რომ არ შეჯახებოდა ჰემილტონს, არამედ სუფთად აევლო მისთვის გვერდი, მაშინ ლუისი წააგებდა ფეტელთან საერთო ჩათვლას ერთი ქულით.

თუმცა ლუისს ეცოდინებოდა, რომ გამარჯვებას შეეძლო მისთვის ტიტული მოეტანა და დარჩენილი 17 წრის განმავლობაში ძალიან დაძაბულ ბრძოლას ვნახავდით, ვიდრე რეალურად იყო სან პაულუს ტრასაზე.

როგორც ვთქვით, მეტოქეთა ტექნიკური პრობლემების გარეშე ალონსო და "ფერარი" ვერ იბრძოლებდნენ ბოლო რბოლაში ტიტულისთვის, მაგრამ ჩემპიონატის რეალური შედეგები ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ფერარის" საიმედოობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა. "მაკლარენს", პირიქით, ამ მხრივ ძალიან უჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა