მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 29 წლის ბელგიელმა ჩოგბურთელმა გამოსათხოვარი მატჩი ჩაატარა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 29 წლის ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა გამოსათხოვარი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კიმმა ოფიციალურად კარიერა ამერიკის ღია პირველობის შემდეგ დაასრულა, მაგრამ გამოსათხოვარი მატჩისთვის ბელგია, კერძოდ, ქალაქი ანტვერპენი აირჩია. კლაისტერსის მეტოქე იყო 32 წლის ამერიკელი ვენუს უილიამსი. ბელგიელმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოიგო.

შეხვედრას ესწრებოდა 16 ათასი მაყურებელი. მათ შორის იყვნენ ბელგიის პრინცი ფილიპი და მისი მეუღლე - პრინცესა მატილდა.

სხვათა შორის, კლაისტერსი ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო ვენუსისთვის. 2009 და 2010 წლების ამერიკის ღია პირველობაზე ამერიკელის წინსვლა სწორედ კიმმა შეაჩერა და შემდეგ ჩემპიონი გახდა.

ასევე, ბელგიელს 2005 წელსაც აქვს მოგებული აშშ-ის ღია, აგრეთვე 2011 წელს იმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე.

სულ კარიერაში კიმ კლაისტერსს WTA-ს 41 ტიტული აქვს მოგებული, ჰონორარის სახით კი მოპოვებული აქვს 24 442 000 დოლარი. ბელგიელი, საერთო ჯამში, 20 კვირა ლიდერობდა რეიტინგს. მან პროფესიულ ტურში 650 მატჩი ჩაატარა და 523 მოიგო.

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ეკიპმა” გამოავლინა 2012 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი. პრიზი მიიღო მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის სეზონში 31 წლის სერენამ შვიდი ტურნირი მოიგო, მათ შორის, უიმბლდონი, ამერიკის ღია და WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი. ასევე, უილიამსი გახდა ლონდონის თამაშების ჩემპიონი ერთეულებსა და წყვილებში.

პრიზი სერენას გადასცა მისმა ძველმა მეტოქემ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა.

მორიგი საჩვენებელი შეხვედრა ჩაატარა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ის აგრძელებს სამხრეთამერიკულ ტურნეს და ბრაზილიიდან არგენტინაში გადავიდა, სადაც ქალაქ ტიგრეში თავის ძველ მეტოქეს, 24 წლის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდა.

შეხვედრა სამ სეტში დელ პოტრომ მოიგო - 3:6, 6:3, 6:4.

საინტერესოა, რომ მატჩი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის წინ სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე ბზარები აღმოაჩინეს. ამ მიზეზით, ორგანიზატორებს 150 ადამიანის ევაკუირება მოუწიათ.

როგორც იცით, არგენტინამდე ფედერერი ბრაზილიაში იმყოფებოდა და იქაც ერთი საჩვენებელი მატჩი წააგო - ადგილობრივ ტომაშ ბელუჩისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა