Golden Boy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ფლოიდ მეივეზერი თავის მორიგ ბრძოლას 4 მაისს გამართავს
13 დეკემბერს პრომოუტერული კომპანია Golden Boy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ შეფერმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ფლოიდ მეივეზერი თავის მორიგ ბრძოლას 4 მაისს გამართავს.

35 წლის ამერიკელის მეტოქე იქნება პირველ საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, 22 წლის მექსიკელი საულ ალვარესი. შეგახსენებთ, რომ თავად მეივეზერი ორი ვერსიით არის ჩემპიონი - ის პირველ საშუალო წონაში WBA-ს საჩემპიონო ქამარს ფლობს, აგრეთვე, ნახევრად საშუალო წონაშია WBC-ის ჩემპიონი.

შეფერმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მოკრივეს 14 სექტემბერსაც აქვს ბრძოლის გამართვა დაგეგმილი. ორივე თარიღი ყველაზე დიდ მექსიკურ დღესასწაულებს - Cinco de Mayo-სა და დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

"ამ მომენტში მეივეზერისთვის მოწინააღმდეგის ძიებით ვარ დაკავებული, - ამბობს შეფერი. - გარდა ამისა, შევხვდი ალვარესს და მან მითხრა, რაც სურს.

ასე რომ, გავაგრძელებთ მუშაობას. არ შემიძლია გარკვეული დეტალების გამხელა. თითოეულისთვის რამდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია. სავარაუდოდ, ყველანაირი მოლაპარაკება წლის ბოლოსთვის ან იანვრის პირველი კვირისთვის დასრულდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა