უეფას პრეზიდენტმა რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების შესაძლო გაერთიანების იდეაზე კომენტარი გააკეთა
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების შესაძლო გაერთიანების იდეაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთიანი ჩემპიონატის შექმნის ვარიანტებზე ბევრს მსჯელობენ.

ქვეყნები, რომლებიც თავიანთი ეროვნული ჩემპიონატების გაერთიანებას მოინდომებენ, მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის გარეთ დარჩება. სწორედ ამაზე მიანიშნა უეფას პრეზიდენტმა ნიონში გამართულ შეხვედრაზე მასმედიის წარმომადგენლებს.

"მე ვთქვი, რომ ტრანსნაციონალური ლიგის შექმნის იდეაზე საუბარს არ გავურბივართ. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და მოგახსენებთ, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, თუმცა ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურს აშკარად სჭარბობდა.

არსებობს რამდენიმე დაბრკოლება. მაგალითად, თუკი რამდენიმე ლიგა გაერთიანებას მოინდომებს, წამოიჭრება უსაფრთხოებასთან, საგადასახადო და სხვა ნორმატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რიგის საკითხები.

ასე რომ, ჩვენ ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ გაერთიანების მოსურნეები იდეის განხორციელებისთვის მზად, პირველ რიგში, პოლიტიკური კუთხით არიან.

რაც შეეხება წმინდა სპორტულ მხარეს... ვფიქრობ, იმ ორ ქვეყანას, რომლებსაც ჩემპიონატების გაერთიანება სურთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაში კვლავაც ენდომებათ.

ვინაიდან ისინი ერთიან ჩემპიონატში იქნებიან წარმოდგენილნი, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ის გუნდები მიიღებენ, რომლებიც პირველ-მეორე ადგილებს დაიკავებენ. შესაბამისად, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ორიდან ერთი ქვეყანა ჩემპიონთა ლიგაში სულაც წარმომადგენლის გარეშე დარჩეს", - დასძინა უეფას პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:

საქართველო და СНГ - ნოსტალგიის გარეშე

უეფა დსთ-ის ჩემპიონატის შექმნის იდეის განსახილველად მზადაა

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება

რევაზი
აი მათი დემოკრატია.მოიხსნეს ნიღაბი.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა