14 დეკემბერს, 18 საათზე დამთავრდა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელ პოსტებზე კანდიდატთა განაცხადების წარდგენა
14 დეკემბერს, 18 საათზე დამთავრდა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელ პოსტებზე კანდიდატთა განაცხადების წარდგენა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ადრევე გაცხადებულ ლუკა კურტანიძეს ბოლო დღეს კონკურენტი გამოუჩნდა - გეგა გეგეშიძე, რომელიც ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტის - თამაზ გეგეშიძის შვილი და ბერძენ-რომაელთა ნაკრების წევრ ვლადიმერ გეგეშიძის უფროსი ძმაა.

ორი პრეტენდენტია გენერალური მდივნის პოსტზეც - მოქმედი გენმდივანი მალხაზ ჯორბენაძე და სახელოვანი ვეტერანის, შოთა ლომიძის შვილი გიორგი ლომიძე.

კანდიდატთმრავლობაა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც. აქ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განხრით კენჭს ამ პოსტის ახლანდელი მფლობელი თემურ ყაზარაშვილი და ბაკურ გოგიტიძე იყრიან, "თავისუფალთაგან" - დიმიტრი გელაშვილი და დავით დუგლაძე.

სათათბიროს კვოტითაა წარმოდგენილი ედიშერ მაჩაიძე; მეოთხე ვიცე-პრეზიდენტს კი, ფედერაციის წესდებით, არჩეული პრეზიდენტი შეარჩევს და დასამტკიცებლად პრეზიდიუმს წარუდგენს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 16 საათზე გაიმართება.

Toko
რაო ლუკა ბატონო, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა მოისურვეთ? არ ვიცოდი, ეხლა გავიგე და საბოლოოდ ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. არაფრით ხართ უკეთესი სხვა კარიერისტებზე, რომლებიც დემოკრატიასა და სამართლიანობას (ბოდიში მომიხდია) ლეღვის ფოთოლივით იფარებენ თავისი კარიერის ბინძურ გზაზე!
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა