ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. XVII ტურის წინ: "ოლიმპიკოზე" ჩამოცხება

სერია A. XVII ტურის წინ: "ოლიმპიკოზე" ჩამოცხება

XVII ტურის მთავარი მატჩი რომში გაიმართება, სადაც "ლაციოს" "ინტერი" ესტუმრება
XVII ტურის მთავარი მატჩი რომში გაიმართება, სადაც "ლაციოს" "ინტერი" ესტუმრება.

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, გუნდები იმდენად მჭიდროდ არიან განლაგებულნი, რომ თითოეულ ქულას უდუდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მატჩი ექვსი ქულისთვის...

წინა ტურში, "ინტერმა" უშუალო კონკურენტი, "ნაპოლი" დაამარცხა და რომში ამაღლებული განწყობით ჩადის.

თუმცა, ბევრი თვის, რომ სამხრეთელებთან მილანურ გრანდს გაუმართლა და ის მატჩი მინიმუმ ფრედ, ან სულაც ნეაპოლელთა გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.

"ნერაძურიმ" უნდა დაამტკიცოს, რომ "იუვენტუსის’ მთავარი კონკურენტი სწორედ ის არის და ამისთვის, "ლაციოს" ძლევაა საჭირო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანდრეა სტრამაჩონი 3-4-2-1 ტაქტიკას აირჩევს, შეტევის წინა ხაზზე კი დიეგო მილიტოს გაამწესებს.

არგენტინელი ფირვარდის უკან ანტონიო კასანო და როდრიგო პალასიო იმოქმედებენ, რაც იმის წინაპირობაა, რომ "ინტერი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.

ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება ვალტერ სამუელი, რომელიც ჩვეულ პოზიციაზე, დაცვის ცენტრში გაირჯება - ნეაპოლელებთან მისი ადგილი ესტებან კამბიასოს ეკავა.

ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტოში არ მოიაზრება ფრედი გუარინი, რომელმაც წინა ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა. სტრამაჩონის თქმით, მისი გუნდი აუცილებლად შეუტევს და დანარჩენი უკვე მოედანზე გამოჩნდება.

"ლაციო" ტრადიციული ტაქტიკით გაირჯება, სადაც ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კარგ შემთხვევაში მიროსლავ კლოზეა და ცუდ შემთხვევაში ლიბორ კოზაკი. ამჯერად, კლოზე ჯანზეა და "ინტერის" წინაამდეგ პირველივე წუთებიდან იასპარეზებს.

მის უკან ტრადიციული ხუთეული იმოქმედებს, რომლებიც თანაბრად ანაწილებენ ძალებს დაცვით და შეტევით ფაზებზე. მთავარი ბრძოლა ალბათ ცენტრში გაჩაღდება, დანარჩენზე კი ვლადიმირ პეტკოვიჩი იტყვის:

"მილანური გრანდი კონტრშეტევებზე სახიფათოდ ირჯება, რაც "ნაპოლისთან" შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, ამიტომ, ყურადღებით გვმართებს ყოფნა.

პირველ ნომრად ვაპირებთ თამაშს და კონტრიერიშებზეც ამად ჩამოვაგდე სიტყვა. ვფიქრობ, შეგვწევს იმის ძალა, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს.

მიროსლავ კლოზე სრულიად ჯანმრთელია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ინტერის" წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს".

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, სიანი, რადუ - კანდრევა, ერნანესი, ლედესმა, გონსალესი, მაური - კლოზე.

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - რანოკია, სამუელი, ჟესუს ჟუანი - ძანეტი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო - ლასანო, პალასიო - მილიტო.

ვინ დაკარგავს ქულებს?

ზემოთ, ლიდერთა ექვსეული ვახსენეთ, მაგრამ მეშვიდე ადგილზე ისეთი გუნდია, რომლის გვერდის ავლა რთული საქმეა.

"მილანი" საკუთარ კედლებში "პესკარას" მასპინძლობს და რა თქმა უნდა, წარმატებული სვლის გაგრძელებას აპირებს. ჯამპაოლო პაცინიმ სათასო პაექრობაში გამოიჩინა თავი და ცენტრფორვარდის პოზიციაზე იმოქმედებს - ფლანგებიდან მას სტეფან ელ შაარავი და კევინ პრინს ბოატენგი დაეხმარებიან. თქმა არ უნდა, ‘მილანმა" უნდა მოიგოს ეს შეხვედრა და მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში.

ანალოგიური მისია აკისრია "ნაპოლის", რომელიც "ბოლონიას" უმასპინძლებს. მილანში განცდილი მარცხის შემდეგ, სამხრეთელები "იუვენტუსს" მთელი ხუთი ქულით ჩამორჩნენ და უკან დასახევი გზა არ აქვთ.

როგორც ჩანს, გორან პანდევი ჯერ კიდევ ვერ არის ფორმაში, რადგან ედინსონ კავანისთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში ლორნცო ინსინიე მოიაზრება. ნეაპოლელები პირველივე წუთებიდან შეასკდებიან მეტოქის კარს და ვნახოთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი.

"იუვენტუსიც" საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მეტოქედ კი "ატალანტა" ეყოლება. ლეონარდო ბონუჩი დისკვალიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტეს დაცვის ცენტრში კვლავ ექსპერიმენტების ჩატარება მოუწევს...

ამჯერად, ანდრეა ბარცალისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად, ლუკა მარონე გაირჯება, რომელიც ნომინალური ნახევარმცველია. სათასო პაექრობაში დაშავებული არტურო ვიდალი თადარიგში დარჩება, მის ადგილს კი პოლ პოგბა დაიკავებს. ბოლოს, კონტეს მოკლე კომენტარს გავეცნოთ:

"ბერგამოელებს კარგად ორგანიზებული დაცვა ჰყავთ, რომლის გარღვევაც იოლი არ იქნება. ამიტომ, შეტევით ფაზაში მაქსიმალური მრავალფეროვნება გვმართებს, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ. უშუალო კონკურენტები არასტაბილურად ასპარეზობენ და ამ ფონზე, პოზიციების განმტკიცება უმნიშვნელოვანესია.

რაც მთავარია, ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან, რაც ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულაა. დასვენებაზე ფიქრი ადრეა, წინ უმნიშვნელოვანესი ჯახები გველის".

სერია A. XVII ტური

15 დეკემბერი

უდინეზე-პალერმო 21.00

დისკვალიფიკაცია: მორგანელა (პალერმო).

ტრავმა: პასკუალე - ერნანდესი, პასკუალი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +8=5-5, (29-18)

ლაციო-ინტერი 23.45

დისკვალიფიკაცია: კოზაკი, კავანდა (ლაციო).

ტრავმა: ფლოკარი, ედერსონი, ბროკი, სარატე, დიასი, როკი - სტანკოვიჩი, კივუ, ობი, მუდინგაი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +13=18-13, (59-58)

16 დეკემბერი

ფიორენტინა-სიენა 15.30

დისკვალიფიკაცია: კუადრადო, ოლივერა - ვიტიელო, ტერცი.

ტრავმა: აგაცი, ლიაიჩი, კამპორეზე - ზე ედუარდო, კამპანიოლო.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +7=4-3, (18-8)

მილანი-პესკარა 18.00

ტრავმა: პატო, ტრაორე, დიდაკ ვილა, ბონერა, დე იონგი - ბლაზი, კოშიჩი, კოლუჩი, კაშონე.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

კატანია-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: ალმირონი - გასტალდელო.

ტრავმა: სპოლი, ისკო, რიკიუტი, ბიაჯანტი, შაკა - მაქსი ლოპესი, მუნარი, ჟუან ანტონიო.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +4=3-5, (12-13)

კიევო-რომა 18.00

დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).

ტრავმა: მოსკარდელი, კრუსადო, ლუსიანო, ვაჩეკი, ფრეი, ვიოტი - ტალო.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +1=9-10, (13-36)

ჯენოა-ტორინო 18.00

დისკვალიფიკაცია: სამპირიზი, კუჩკა (ჯენოა).

ტრავმა: პიშიტელა, ფერონეტი, ხორკერა, ანსელიმო, ბოვო - დიოპი, ოგბონა.

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +7=6-5, (22-19)

იუვენტუსი-ატალანტა 18.00

დისკვალიფიკაცია: ბონუჩი (იუვენტუსი).

ტრავმა: ბენდტნერი, პეპე - ტროიზი, კაპელი, მარილუნგო.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +18=6-2, (53-22)

პარმა-კალიარი 18.00

დისკვალიფიკაცია: პინილია (კალიარი).

ტრავმა: ძაკარდო, გალოპა - პერიკო.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +12=6-8, (39-30)

ნაპოლი-ბოლონია 23.45

დისკვალიფიკაცია: სორენსენი (ბოლონია).

ტრავმა: პულცეტი, აბერო, პაციენცა, აკვაფრესკა, კურჩი, პერესი, ხიმენესი, ლომბარდი, ნატალი (ბოლონია).

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +8=3-6, (25-27)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 16 12 2 2 33-10 38

2. ინტერი 16 11 1 4 29-17 34

3. ნაპოლი 16 10 3 3 29-14 33

4. ლაციო 16 9 3 4 23-17 30

5. რომა 16 9 2 5 37-26 29

6. ფიორენტინა 16 8 5 3 29-18 29

7. მილანი 16 7 3 6 28-21 24

8. უდინეზე 16 5 7 4 24-24 22

9. კატანია 16 6 4 6 22-24 22

10. ატალანტა 16 7 2 7 17-23 21

11. პარმა 16 5 5 6 19-22 20

12. კიევო 16 5 3 8 19-27 18

13. სამპდორია 16 5 3 8 19-23 17

14. კალიარი 16 4 4 8 14-26 16

15. ბოლონია 16 4 3 9 17-20 15

16. ტორინო 16 3 7 6 17-21 15

17. პალერმო 16 3 5 8 14-23 14

18. პესკარა 16 4 2 10 12-30 14

19. ჯენოა 16 3 3 10 16-27 12

20. სიენა 16 4 5 7 15-20 11

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები

13 - ელ შაარავი (მილანი); 11 - კავანი (ნაპოლი); 9 - კლოზე (ლაციო); 8 - ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე), ოსვალდო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა