15 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართა
15 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართა.

16:00 საათზე დაწყებულმა არჩევნებმა 20:00 საათამდე გასტანა და საბოლოოდ ლუკა კურტანიძის გამარჯვებით დასრულდა.

110 დელეგატიდან არჩევნებზე 103 გამოცხადდა, საიდანაც 58 ხმა ლუკა კურტანიძემ მიიღო, ხოლო 45 გეგა გეგეშიძემ. მომდევო 4 წლის განმავლობაში ჭიდაობის ფედერაციას ლუკა კურტანიძე უთავკაცებს.

ვიცე-პრეზიდენტად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა კვოტით 54 ხმით დიმიტრი გელაშვილი აირჩიეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა კვოტა კი თემურ ყაზარაშვილს შეხვდა, ვინც 67 ხმა მიიღო.

87 ხმით დამაჯერებლად იმარჯვა სათათბიროს კვოტით ვიცე-პრეზიდენტობის მსურველმა ედიშერ მაჩაიძემ, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა.

ყველაზე დაძაბული გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლა გამოდგა, სადაც მოქმედმა გენდმივანმა მალხაზ ჯორბენაძემ 1 ხმით წააგო გიორგი ლომიძესთან - 47:48. არჩევნების დასრულების შემდეგ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კომენტარი გააკეთა.

ლუკა კურტანიძე: "მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის და ამ დიდი პასუხისმგებლობის მონიჭებისთვის. ყველა პროფესიონალი დაფასებული იქნება და მათ გამოცდილებას სათანადოდ გამოვიყენებთ.

ჭიდაობა გახდება ისეთივე საამაყო როგორც ადრე იყო, მოჭიდავეები საკუთარი ქვეყნის და ერის სამსახურში ჩადგებიან და მხოლოდ გულშემატკივრის გასახარებლად იბრძოლებენ.

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას მხადაჭერისთვის და დაფასებისთვის. მჯერა ერთიანობით ბევრს მივაღწევთ".

გეგა გეგეშიძე: "ორი ღირსეული კანდიდატი იყო და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მე დავმარცხდი. ვულოცავ ლუკას და წარმატებას ვუსურვებ.

თუ მისი სურვილი იქნება, მზად ვარ ჭიდაობის სამსახურში ჩავდგე. ახლა მთავარია, რომ ყველამ ერთად გაისად თბილისში გასამართ ევროპირველობაზე ვიფიქროთ და ასეთ დიდ შეჯიბრებას ღირსეულად ვუმასპინძლოთ.

ამასთან, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები ევროპის პირველობაზე დამაჯერებლად გამოვიდნენ".

msy.gov.ge

ognet
Tengo, სამწუხაროდ ასეა. ევროპას მართლა რომ გავაკვირვებთ დემოკრატიით.
tamari
ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას , ღირსეული კანდიდატია !
mamuka
ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა. გილოცავთ გამარჯვებას! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ჯოჯო
მამაო ჩვენო ისწავლა??
Tengo
ნანა, ყველანი ღირსეულები არიან... ხელისუფლებაში მოსვლამდე.
ნანა
ღირსეული ადამიანია.
Tengo
გაუმარჯოს ხელისუფლების უზურპაციას ყველა დონეზე და ყველა სფეროში!
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა