ევროჩელენჯის გათამაშებას გამოთიშული "არმია" მთლიანად საქართველოს ჩემპიონატზე გადმოერთო
ევროჩელენჯის გათამაშებას გამოთიშული "არმია" მთლიანად საქართველოს ჩემპიონატზე გადმოერთო და მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში ტრავმებით დასუსტებული "დინამო" დაამარცხა.

კოტე ტუღუშის გუნდმა წინა ტურში რუსთავში წააგო და დღეს, დინამოელთა დამარცხებით შიდაჩემპიონატში პოზიციები გაიმყარა.

თავდაცვის სამინისტროს გუნდს არ გასჭირვებია დინამოელთა ძლევა. პირველ მეოთხედში არმიელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გუნდური თამაშის წყალობით მოახერხეს.

ტუღუშის გუნდში გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილა, ყველა კალათბურთელი, რომელიც მოედანზე იყო, თავის სამუშაოს ასრულებდა და ქულებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდებოდა.

დიდი შესვენების შემდეგ ანგარიშში სხვაობა 11 ქულა იყო, რომელიც 10 წუთში 26 ქულამდე გაიზარდა. მატჩიც ბედიც აქ გადაწყდა, რის შემდეგაც არმიელები ოდნავ მოდუნდნენ და დინამოელებს ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა მიეცათ. საბოლოოდ ტუღუშის გუნდმა 100:81 მოიგო და ჩემპიონატში მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

"არმიაში" 19 ქულით ბომბარდირი ლამაინ უილსონის გახდა, ხოლო ოთხმა მოთამაშემ - გამყრელიძემ, შელბომმა, მილეიჯმა და შარაბიძემ 12-12 ქულა მოაგროვეს. "დინამოში" 24 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ხოლო ქიენ კარტერმა 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

კოტე ტუღუში (არმია): "ამდენი წაგებული მატჩის შემდეგ ნანატრი გამარჯვება მოვიპოვეთ. დინამო ძლიერი კონკურენტია და ვიცოდით რომ დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა.

ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევდივართ და და ვიმედოვნებთ, რომ პირველი წრის ბოლო ტურში ოლიმპთან სასურველ შედეგს ვაჩვენებთ. სწორედ ამ მატჩზე იქნება დამოკიდებულისატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის მდგომარეობა".

ირაკლი ხოშტარია (დინამო): "მივოლოცავ გამარჯვებას მოწინააღმდეგეს. ვიცოდი რომ არმია სრული სერიოზულობით მიუდგებოდა ამ შეხვედრას, თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ გუნდში ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, რაც შეცდომებთან ერთად ჩვენი დღევანდელი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო".

გიორგი შარაბიძე (არმია): "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ნელ-ნელა შევდივართ ფორმაში და იმედია მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო წარმატებით ვიასპარეზებთ".

ზეზვა ლილუაშვილი (დინამო): "მივულოცავ არმიას წარმატებას, ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ და მორიგი თამაშებისთვის მოვემზადოთ".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა