ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

შესანიშნავი სანახავი იყო პარასკევ ღამეს "ევროსპორტზე" ცხრილი, რომელშიც პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრები ეწერა...
შესანიშნავი სანახავი იყო პარასკევ ღამეს "ევროსპორტზე" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის მიმოხილვა. ჩვენი ნაკრებისა და მალტის თამაში, რა თქმა უნდა, არ უჩვენებიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, აჩვენეს ცხრილი, რომელშიც ერთი დღით პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრები ეწერა. ამ ცხრილის სურათები მერე სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე შეგეძლოთ გენახათ თავისი კომენტარებით: "იმედია, სამშაბათსაც ამავე ადგილზე ვიქნებით", "სამშაბათს კი არა, მომავალ შემოდგომაზე ვიყოთ და მეტს არ ვჩივი", "დიდი შანსი გვაქვს" და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი სმა არ დაგვიწყია, თორემ სადღეგრძელოს მაგვარ ტექსტებს ბლომად წაიკითხავდით. მაგრამ, ვინ გვაცალა?

საბოლოოდ მაინც არ შეგვერგო მალტასთან ბოლო წუთზე მოგება. ხომ შეიძლებოდა, ლატვიაში ფრედ გვეთამაშა, მაგრამ არ ყოფილიყო იგივე სცენარი და ცოტა ადრე გაეთანაბრებინათ, მაგრამ არა! რა მნიშვნელობა აქვს ცხრილისთვისო, იტყვით. კი, ბატონო, მაგრამ ნერვებისთვის აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე ღამე უკეთესად ძილისთვის, მეგობრების უფრო ლამაზი სახეების დანახვისთვის და რა ვიცი, ბევრი რამისთვის...

ხშირად გამიგონია ქართველებისგან, ნეტავ სადმე უფრო წყნარ ქვეყანაში დავბადებულიყავითო. საკმაოდ საფუძვლიანი ნატვრაა, მაგრამ სიწყნარეც არის და სიწყნარეც. ეროვნული ნაკრების თამაშზე ისედაც ერთი ციცქნა სტადიონს სანახევროდაც რომ ვერ შეავსებ და ქომაგობაშიც რამდენიმე მხნე ქართველი (დიდი ნაწილი გოგონები) დაგჯაბნის, ასეთ ქვეყანას ზედმეტად წყნარის სტატუსი უფრო მოუხდება. არადა, პირადად ვარ მოწმე, ლატვიელები ესტონელებს დასცინიან ხოლმე, ჩუმები და ზანტები არიანო. წარმომიდგენია, ესტონეთში სტადიონზე ალბათ ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებ (როგორც ჩვენი მასწავლებლები გვთხოვდნენ ხოლმე).

თამაშზე რა უნდა ვქვა, ვაჯობეთ მგონი და მოგებაც გვეკუთვნოდა. ყველაზე რეალური მომენტ იმათ რუდნევსს ჰქონდა, მაგრამ კარის წინ დარჩენილმა ისე ააცილა ბურთი, რომ ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ ის სხვა რუდნევსია "იუვენტუსს" სამი გოლი რომ გაუტანა-თქო. მაგრამ, ნამდვილად ის იყო, უბრალოდ, ეტყობა მაშინ რაგბის კარებებში თამაშობდნენ.

დანაკლისებს რაც შეეხება, იმათ ვერპაკოვსკისი არ ჰყავდათ, ჩვენ კი ხიზანა და რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, მათ შორის მჭედლიძე. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, მალტასთან და ლატვიასთან გატანილ გოლებში მჭედლიძის წვლილიც დიდია. ორიოდ წლის წინ მოედანზე გათიშული სირაძე სწორედ ლევანმა გადაარჩინა.

ამასობაში, მოახლოვდა 17 წლამდე ნაკრებების შესარჩევი ეტაპი, რომელიც ზეგ თბილისში დაიწყება. იქამდე კი იგივე რანგის ტურნირში მონაწილეობა ჩვენმა 17 წლამდე გოგონებმა მიიღეს. ჩვენებმა სამივე მატჩი დათმეს და აქედან პირველი ორი 0:13 და 0:14. უეფას საიტზე მატჩის ოქმებს გადავხედე და მაშინვე მივხვდი რა იყო ჩვენების ასეთი ანგარიშით წაგების მიზეზი. ტურნირი ჰოლანდიის ქალაქ პორტუგალში იმართებოდა და ეტყობა დაიბნენ გოგონები.

ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში კი მეორე წრე იწყება. ყველაზე საინტერესო მატჩი ალბათ ქუთაისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ტორპედო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს. კლუბის ხელმძღვანელობამ საჩუქარი უძრვნა გულშემატკივრებს _ ვინც "ვისოლის" ბენზოგასამართ სადგურზე 20 ლიტრ ბენზინს ჩაასხამს, ერთ ბილეთს უფასოდ მიიღებს. მოკლედ, თუ სტადიონი გაივსო, ეს იქნება ქართული ფეხბურთისა და ქართული ენერგო ბაზრის (ეს არ ვიცი რამდენად სწორად დავწერე) დიდი გამარჯვება. ისე, ვისაც მეგობართან ერთად მოუნდება ქუთაისის სტადიონზე წასვლა, 40 ლიტრი ბენზინის ჩასხმა მოუწევს, ხოლო ვისაც 3-4 მეგობარი ჰყავს, ალბათ თვითმფრინავით ან სულ ცოტა, ვერტმფრენით უნდა მიადგეს "ვისოლის" სადგურს.

ისევ დავუბრუნდები ევროპის შესარჩევ თამაშებს და სომხეთის ნაკრების ორ გამარჯვებაზე ვიტყვი ამდენივე სიტყვას. ჩვენმა მეზობლებმა სლოვაკებსა და ანდორას მოუგეს და ორივე თამაშში გოლის გამტანებით დავინტერესდი. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრისას განსაკუთრებით ჰენრიკ მხითარიანი დამამახსოვრდა და მაინტერესებდა ეროვნულში თავს თუ გამოიჩენდა. ორივე მატჩში გაიტანა გოლი. აშკარად კარგი ფეხბურთელია და ძალიან მწყდება გული, რომ ეგ სომხეთში დაიბადა და ჩემი ნაცნობი არტურა ავლაბარში.

უცნაური საქციელით გამოირჩა მონტენეგროს თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი შვეიცარიასთან გატანილი ერთადერთი გოლის შემდეგ. გახარებულმა ტრუსი გაიხადა და თავზე წამოიცვა. მე არ მჯერა, რომ "რომას" ფეხბურთელმა არ იცის, სად არის ტრუსის ადგილი, უეჭველია, რომ იცის და ეტყობა ზუსტი ადგილიც მოუძებნა.

მასზე უარესად მოიქცნენ სერბი გულშემატკივრები. იტალიისა და სერბეთის მატჩი ამ უკანასკნელთა ფანების საშინელი ქცევის გამო დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა. ჯერ იყო და თავისი ნაკრების ავტობუსი დალეწეს, მერე კი ტრიბუნებიდან პეტარდებს ისროდნენ. ზოგნი ვითომ ამართლებენ, იტალიელებმა კოსოვოს დროშა გამოფინეს ტრიბუნებზეო. კარგი, ვქვათ, ეგრე იყო, მაგრამ ნუთუ თავისი ნაკრების ფეხბურთელებმაც ავტობუსში კოსოვოს დროშა გაშალეს? ისე, თუ მართლა გაშალეს იტალიელებმა დროშა, ძალიანაც კარგი უქნიათ. ეგ ის სერბები არ არიან, ქართულ გუნდებთან თამაშისას "რასია, რასიას" რომ ყვირიან?

ნოემბერში ამხანაგური მატჩები გაიმართება და ასეთი თამაში ინგლისსაც აქვს დაგეგმილი საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან. ფაბიო კაპელო ჯიუტად აძალებს დევიდ ბექემს, მოდი და გამოსათხოვარი მატჩი ითამაშეო. ბექზი კი ამბობს, არ მინდა ეგ თამაში, მე კიდევ შემიძლია ნაკრებს სარგებელი მოვუტანოო. მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, ბავშვს რომ აძალებენ, გეძინება ახლა და დაწექიო და ის კიდევ კინოს რომ უყურებს ტელევიზორში, თვალები ეხუჭება და არა, არა, არ მეძინება ჯერო.

ისევ უნდა შევეხო ფრანჩესკო ტოტის. ჩემი ბრალი არაა, უბრალოდ მასზე უცხოეთში ლაპარაკობენ ბევრს და რატომ ავუაროთ გვერდი? ტოტის ქალმა ილარი ბლაზიმ განაცხადა, ფრანჩესკოს კარიერის შემდგომ საქმიანობაში არ ჩავერევი, როგორც უნდა ისე მოიქცესო. ისე, სერიალში გადაღებას თუ შემოგვთავაზებენ ერთად, უარს არ ვიტყვიო. მართალია ეს ქალი. სულ ტყუილად იკარგება ამხელა მსახიობური ტალანტი ბალახზე.

P.შ. რამდენიმე დღის წინ თბილისის საცურაო აუზი "ლენტროფის" გათამაშებას მასპინძლობდა წყალბურთში. ჩვენებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ბოლო ადგილზე კი თურქები აღმოჩნდნენ. რა მიკვირს იცით? მთელი საქართველო საბანაოდ თურქეთში დადის ხოლმე და ეგენი აქ რატომ ჩამოვიდნენ იგივე მიზნით? საბანაოდ ჩამოსვლა ჰქვია მაგას, აბა რა? თითო თამაშში საშუალოდ 17 გოლს რომ გაუშვებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს