ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერენა უილიამსი: 38 წლამდე არ ვითამაშებ

სერენა უილიამსი: 38 წლამდე არ ვითამაშებ

სერენა უილიამსმა, რომელმაც შაბათს თავისი მეოთხე უიმბლდონი და "დიდი სლემის" მე-13 ჩემპიონატი მოიგო, ვერა ზვონარევასთან ფინალის შემდეგ აღიარა...

სერენა უილიამსმა, რომელმაც შაბათს თავისი მეოთხე უიმბლდონი და "დიდი სლემის" მე-13 ჩემპიონატი მოიგო, ვერა ზვონარევასთან ფინალის შემდეგ აღიარა, რომ არ უყვარს საკუთარი რეკორდების თვლა, რადგან ცხოვრებაში სხვა, უფრო საინტერესო საქმეები ეგულება, მაგალითად, გაჭირვებული ადამიანების დახმარება.

- თქვენი ძველი გამარჯვებების შეფასებისას, რა ადგილს მიაკუთვნებდით წლევანდელ ტრიუმფს?

- ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს - ის ხომ რიგით მეცამეტეა?! შესანიშნავია, რადგან ტიტულების რაოდენობით ბილი ჯინ კინგს გავასწარი. მაგრამ არ ვიცი ეს მოგება რომელ ადგილზე დავაყენო. მთავარია, რომ ახლა უიმბლდონის ოთხი ტიტული მაქვს.

- ჯერ კიდევ ნერვიულობთ ასეთი მატჩების დროს?

- რა თქმა უნდა. მე ხომ ადამიანი ვარ?! ადამიანს კი არ შეუძლია ასეთ დაძაბულ მატჩებს მშვიდად შეხვდეს. მით უმეტეს, რომ ჩემგან ყველა გამარჯვებას ელოდა, ეს კი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ზრდის.

- თქვენ თქვით, რომ საუკეთესო ჩოგბურთი ვერ აჩვენეთ, მაგრამ პირველი მოწოდებებით მოგებული ქულების 94 პროცენტი - ბრწყინვალე მაჩვენებელია.

- დიახ, ეს კარგი შედეგია. თუმცა პირველი მოწოდების სიზუსტის პროცენტი იყო მეტისმეტად დაბალი.

- ოდესღაც მამათქვენი გასწავლიდათ ჩაწოდებას. მაშინ წარმოიდგენდით, რომ თქვენი მოწოდება საუკეთესო გახდებოდა ქალთა ტურის ისტორიაში?

- ახლა ამას ასე უწოდებენ? კარგი, დაყენებული მოწოდება მაქვს და შემიძლია ბურთი იქითკენ გავუშვა, საითაც მომინდება. ხანდახან ეს უკეთ გამომდის, ვიდრე უბრალოდ ძლიერი მოწოდება. მაგრამ ბავშვობაში ამაზე არასოდეს მიფიქრია. მე და ვენუსი მოწოდებაზე ვვარჯიშობდით და ამას სერიოზულად არ აღვიქვამდით.

- "დიდი სლემის" რამდენი ტურნირის მოგებას აპირებთ კარიერაში? საერთო ჯამში რამდენი ტიტული დაგაკმაყოფილებთ?

- ჯერჯერობით იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ 13 ტიტული მაქვს. არასოდეს იცი, რა გელის მომავალში. ვერავინ იფიქრებდა, რომ 13 გამარჯვებას მივაღწევდი, მაგრამ ვარჯიშებმა და ოცნების რეალიზაციისკენ სწრაფვამ თავისი საქმე გააკეთა და ახლა ტიტულოვანი ჩოგბურთელად მიმიჩნევენ.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ჩოგბურთის ისტორიაში მოხვედრა და დიად ჩოგბურთელთა გვერდით ადგილის დაკავება?

- რა თქმა უნდა, ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, თუმცა ამის შესახებ ბევრი არასოდეს მიფიქრია.

- დაახლოებით ოთხი წლის წინ ბევრი გაკრიტიკებდათ ჩოგბურთისადმი ერთგვარი ინდიფერენტული დამოკიდებულების გამო. ამბობდნენ, რომ სხვადასხვა პროექტებს უფრო მეტ დროს უთმობთ, ვიდრე უშუალოდ ჩოგბურთს. თქვენ მიგაჩნიათ, რომ კარიერაში ყველაფერს მიაღწიეთ და მოახერხეთ სრულად საკუთარი ნიჭის რეალიზება?

- დღესაც მიყვარს სხვა პროფესიებში ძალების მოსინჯვა, უფრო მეტიც, დაკავებული ვარ სხვა საქმეებით. სხვის აზრს არასოდეს ვუსმენდი - მათი გადასაწყვეტი არ არის ჩოგბურთს ვითამაშებ თუ არა. ეს მე არ მაღელვებს და არც არასოდეს მაღელვებდა. მთავარია ცხოვრებაში ბედნიერი იყო. ვიგებ თუ ვმარცხდები კორტზე - ეს ჩემი ცხოვრებაა.

- თქვენ თქვით, რომ ბილი ჯინ კინგს გაუსწარით. რას ფიქრობთ იმ ჩოგბურთელებზე, რომლებიც "დიდი სლემის" ტიტულების რაოდენობით ჯერ კიდევ თქვენზე წინ არიან?

- ვიცი, რომ მისწრებს მარტინა ნავრატილოვა და კიდევ ხუთი თუ ექვსი ჩოგბურთელი, ზუსტად არ მახსოვს (სერენაზე წინ ხუთი ჩოგბურთელია: მარგარეტ კორტი - 24 ტიტული, შტეფი გრაფი - 22, ჰელენ უილს მუდი - 19, მარტინა ნავრატილოვა - 18, კრის ევერტი - 18 - რედ.). ხომ გითხარით, რომ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ. მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი ძაღლები, კინოში სიარული, კითხვა, მაღაზიების თვალიერება... რეკორდების შესწავლა კი არ მაინტერესებს. მირჩევნია, რაც შეიძლება მეტი სკოლა გავხსნა აფრიკასა და ამერიკაში, დავეხმარო ადამიანებს. მინდა მათ არა მხოლოდ კარგ ჩოგბურთელად ვახსოვდე, არამედ კარგ ადამიანათაც, რომელიც სხვებს დახმარებას უწევდა.

- დაახლოებით თუ გაქვთ განსაზღვრული კარიერის დასრულების მომენტი? ადრე იფიქრებდით, რომ 28 წლამდე გააგრძელებდით თამაშს?

- დიახ, ამაზე მიფიქრია. რაც შეეხება კონკრეტულ მომენტს... ვინ იცის?! ყოველთვის ვზრუნავ ჯანმრთელობაზე და თან ვცდილობ საუკეთესო თამაში ვაჩვენო. ზუსტად არ ვიცი რა ასაკამდე ვითამაშებ.

- არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ეს ასაკი 38 წელი იქნება?

- თუ ასეთი რამ მოხდება, პირადად თქვენ გთხოვთ, რომ კორტზე გამოხვიდეთ და იქიდან გამათრიოთ. ვერ ვხედავ მიზეზს ჩოგბურთში 38 წლამდე დავრჩე.

- ფრენკ სინატრას რამდენი სიმღერა გაქვთ აიპოდში?

- საერთოდ უცნაური კრებული მაქვს. აქ არის სინატრა, მოცარტი და მათთან ერთად ლილ ჯონი და როსკო დეში.

- თქვენ ახსენეთ პროექტები აფრიკასა და ამერიკაში. დღეს ბევრ პროექტზე მუშაობთ? აპირებთ თუ არა მომავალში მათი რაოდენობის სერიოზულად გაზრდას?

- ყოველთვის მინდა უფრო მეტის მიღწევა, ვიდრე აქამდე გამიკეთებია. გავაგრძელებ აფრიკული პროექტების მხარდაჭერას და შევეცდები ბავშვებს ამერიკულ სკოლებში სწავლის საშუალება მივცე.

- რამდენად რთულია იმ ფინალებში თამაში, როცა კორტის მეორე მხარეს ვენუს უილიამსი დგას?

- გაცილებით რთულია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერერთი, ის ძალიან კარგად აწვდის, აკეთებს ბევრ ეისს და სერიოზულად მირთულებს ცხოვრებას. რთულია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც - მე ხომ ვიცი, რომ ყველაზე ძლიერ კონკურენტთან მაქვს საქმე. ასე რომ, ასეთ მატჩებში უფრო მაღალ დონეზე მიწევს თამაში.

- თქვენი დის გარდა, რომელ მეტოქეს ახასიათებს მიღებასა და მოწოდებაზე კარგი თამაში?

- ვფიქრობ, ასეთი იყო ლინდსი დავენპორტი. ის ძალიან მაღალია და ყოველთვის აგრესიულად და ზუსტად თამაშობდა. ალბათ, მის წინააღმდეგ ყველაზე მეტად მიჭირდა. საერთოდ ვცდილობ ყველა მეტოქეს სერიოზულად მოვეკიდო - პირველი წრიდან დაწყებული, ფინალით დამთავრებული. ყველას პატივს ვცემ და სერიოზულად ვემზადები მათთან სათამაშოდ, რადგან ვიცი, რომ ჩემს წინააღმდეგ ყველა საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენებას ცდილობს.

- იდეალური ჩოგბურთის საჩვენებლად, რომელი ცნობილი ჩოგბურთელის სათამაშო ელემენტებს გადაიღებდით სიამოვნებით?

- იმისთვის, რომ იდეალურ ჩოგბურთელად ჩამოვყალიბდე, რაფაელ ნადალის სისწრაფეს ავიღებდი, როჯერ ფედერერის ფორჰენდს... საკუთარ მოწოდებას დავიტოვებდი და ამას ვენუსის რეაქციას დავუმატებდი.

- ფსიქოლოგია?

- აქაც საკუთარის დატოვებას ვამჯობინებდი.

- თქვენ უიმბლდონის ერთ-ერთი უდიადესი ჩემპიონი ხართ. წინა წლების დიდი ჩემპიონებიდან ვისთან ისურვებდით ცენტრალურ კორტზე თამაშს?

- რა თქმა უნდა, მარტინა ნავრატილოვასთან. გარდა ამისა, ყოველთვის მინდოდა გაბრიელა საბატინისთან და კრის ევერტთან თამაში.

- ვიდეოგამეორებების სისტემა - Hawk-eye ჩოგბურთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფეხბურთში დიდი ხანია მიდის კამათი იმაზე, საჭიროა თუ არა მსგავსი ხერხით გოლის დაფიქსირება. რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვისაც ფეხბურთში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს?

- ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მე ფეხბურთს არ ვთამაშობ. მაგრამ არასამართლიანად მიმაჩნია, როცა გოლს გაგაქვს და მსაჯი მას არ თვლის. ასე მოხდა ორჯერ ამერიკისა და ერთხელ ინგლისის ნაკრების შემთხვევაში. ეს აღმაშფოთებელია, ასე რომ...

- ასე რომ, ფეხბურთში Hawk-eye-ის შემოღების მომხრე ხართ?

- ვფიქრობ, საჭიროა ამის გაკეთება. ასეთი მომენტების გამო დიდ იმედგაცრუებას გრძნობს როგორც დაზარალებული გუნდი, ასევე მისი გულშემატკივარი, რომელმაც გამეორება ნახა და იცის, რა უსამართლობაც მოხდა.

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!